პროფ. ა. ოსიპოვის თეორიის თანახმად ნათლისღება, ვით მღვდე-ლმსახურებითი საიდუმლოს აღსრულება, არ არის ადამიანის ცხო-ნებისათვის აუცილებელი. საამისოდ თურმე არსებობს სხვა გზაც და თან მართლმადიდებლური ეკლესიის მიღმა, სხვა რელიგიებში: სი-ნანული, მოწამეობრიობა და ა.შ. ცხონებისათვის არც მღვდლობაა აუცილებელი. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს არ ახალი იდეებია. ისინი თანამედროვე პროტესტანტიზმისა და რელიგიათაშორის დიალოგებ-ის ზოგიერთი საღვთისმეტყველო მიმართულების პირმშოა, სინკრი-ტიზმისთვის საღვთისმეტყველო ფუნდამენტს რომ ქმნის ეკუმენის-ტური მოძრაობის ფარგლებში. "ნათლისღების ღვთისმეტყველების თეორია", "comrehensivness თეორია" და "განშტოებათა თეორია" სწორედ ამ არგუმენტებზე აღმოცენდა. რაც შეეხება პროფ. ა. ოსიპოვის თეზა-არგუმენტებს, უსათუოდ უნდა ითქვას, რომ ყველა მათგანი პროტესტანტულ ეკლესიოლოგიას ემსახურება.
ა. ოსიპოვის მოსაზრება, რომ მღვდელმსახურის მიერ აღსრულებუ-ლი ნათლისღება ცხონებისათვის არ არის აუცილებელი, ეწინააღმ-დეგება ქრისტეს მცნებას, მოწაფეებისათვის აღთქმულს: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა" (მათ. 28.19) ასევე ეწინააღმდეგება მაცხოვრის შემდეგ სიტყვებსაც: "რომელსა ჰრწმენეს და ნათელიღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა რწმენეს, დაისაჯოს" (მარკ. 16.16). მაცხოვრის ამ სიტყვებს ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელის მნიშვნელოვან სტრიქონებსაც დავურთავთ: "მხოლოდ რწმენა არ არის საკმარისი, არამედ უნდა მოინათლოს კიდეც, ვი-ნაიდან ვინც ირწმუნა, მაგრამ არ მოინათლა, კათაკმეველად რჩება, ის ჯერ ვერ ცხონდება".1
ნიშანდობლივია, წმ. იოანე ოქროპირისეული კომენტარი მაცხოვრის ნიკოდიმოსთან საუბრის ერთი მონაკვეთისა: "უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფ-ეველსა ღმრთისასა" (იონ. 3.5). წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რონ ამგვარი დაბადება (ანუ ნათლისღება) ყველა ადამიანისათვის არის შესაძლებელი და "აუცილებელია, სხვაგვარად ცხონება შეუძლე-ბელია".2
ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: "მიწიერი დაბადება ხორციელია, მის-თვის დახშულია ყოველივე ზეციური, ვინაიდან რა საერთო აქვს მიწიერს ზეციერთან? სულ სხვაა სულისაგან დაბადება, ის მოხე-რხებულად გვიღებს სასუფეველის კარს. ისმინეთ ყოველმან, რომლ-ისთვისაც უცხოა ნათლისღება, შეძრწუნდით, იგლოვეთ! საშინელი მუქარაა, საშინელია მსჯავრიც! ქრისტე ამბობს: ”ვინც არ იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ შევიდეს სასუფეველში, იმიტომ რომ მანამდე (ნათლისღებამდე) ჯერ კიდევ სიკვდილის, წყევლის, ხრწნი-ლების სამოსს ატარებს”3 ანუ ჯერ არ მიუღია მაცხოვრის ბეჭედი, ჯერ უცხოა, არ გააჩნია სასუფეველისთვის აუცილებელი ნიშანი.
ამრიგად, ყოველი, რომელსაც არ გააჩნია ეს ნიშატი (სიმბოლო) უფ-ლისა ანუ არ არის ნათელღებული, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ განათლებული, გახლავთ
ა) წყევის, ხრწნილებისა და სიკვდილის სამოსის მატარებელი;
ბ) უცხო სასუფეველისათვის;
გ) ცხონებას მოკლებული.
ხოლო ვისაც აქვს ეს ნიშანი, ქრისტეს ბეჭედი, იგი "ღვთის რისხვის შვილობიდან" "წმინდანების თანამოქალაქე, ”ღვთისთვის სათნო” ხდება. ნეტარი ავგუსტინესა და წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებზე და-ყრდნობით ვლაპარაკობთ ქრისტიანებზე, ვით სასუფეველის მოქა-ლაქეებზე, სამეუფო ქალაქის მკვიდრებზე.
აღვნიშნავთ აგრეთვე, რომ კათოლიკე ეკლესიის ნათლისღების საი-დუმლო მხოლოდ მაშინაა ნამდვილი, როდესაც ის მართლმადი-დებლური ეკლესიის წიაღში აღესრულება. ერეტიკოსების ნებისმიერი ნათლობა ანუ კათოლიკე ეკლესიის მიღმა აღსრულებული, არ არის ნამდვილი, მაცხონებელი.
ეკუმენისტური მოძრაობის ფსრგლებში შექმნილი ე.წ. ნათლისღების ღვთისმეტყველება ნათლისღებას მართლმადიდებლური ეკლესიის მიღმა აღიარებს, რაც ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას, რწმენასა და შეგნებას.4 (გაგრძელება იქნება...)
Редакция "Православного Апологета";
Существует ли спасание вне Церкви и где границы Церкви?
Xareba.net - ის რედაქცია
1Бл. Феофилакт Болгарский. Толкование на Святое Евангелие от Парка. 2007. გვ. 170.
2Свт. Иоанн Злотоуст. Беседы на Евангелие от Иоанна Богослова. Беседа XXV. გვ. 162.
3Блаис. Августин. Творение.
4Св. Василий Великий 1. каноническое правило.