წინასიტყვაობის მაგიერ
ახლახან გამოვიდა მესამე გამოცემა პროფესორ ა. ი. ოსიპოვის წიგ-ნისა "საიქიო ცხოვრება", შეცვლილი სახელწოდებით "წარმავალიდან მარადისობაში" (Из времени в вечность). ის ერთობ შთამბეჭდავი ტირაჟით (100000 ეგზ.) დაიბეჭდა მირქმის მონასტრის მიერ და თან დაერთო პროფესორის აუდიოლექციებიც. წიგნის შინაარსმა დიდად შეაშფოთა სასულიერო პირები და მონაზვნები. ამის სრული საფ-უძველი აქვთ, ვინაიდან პროფ. ა. ოსიპოვი პირად ავტორიტეტზე დაყრდნობით ახდენს მრავალი ფუნდამენტურ-დოგმატური ჭეშმა-რიტების საკუთარ პროექციას და მას ეკლესიის სწავლებად წარ-მოაჩენს. თავისი საღვთისმეტყველო კონცეფციის მართებულობის დამტკიცების მიზნით ავტორი ამახინჯებს მამებისეული ტექსტების შინაარსს, კონტექსტიდან ამოგლეჯილ წმინდა წერილის ზოგიერთ ნაწყვეტს ურთავს სპეციფიკურ კომენტარს, ეწინააღმდეგება მამე-ბისეულ განმარტებას, არ ერიდება შინაარსობრივ გაყალბებას და შემოაქვს ტერმინოლოგიური და აზრობრივი არეულობა.
ამთავითვე ვიტყვით, რომ ჩვენ მიერ გამოთქმული კრიტიკა არ უნდა მიიჩნიოთ პროფ. ა. ი. ოსიპოვის პირად შეურაცხყოფად, ვინაიდან ვსაუბრობთ არა პიროვნებაზე, არამედ მართლმადიდებლური სარწ-მუნოების მნიშვნელოვან განსაზღვრებებსა და მათი გადმოცემის სე-რიოზულ დამახინჯებაზე. ჩვენი ამოცანაა გამოვიტანოთ პროფ. ა. ი. ოსიპოვის ეს შეცდომები, აღვნიშნოთ მის მიერ გამოტანილი დასკ-ვნების უმართებულობა და მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლე-ბასთან შეუთავსებლობა. გარდა ამისა, სარწმუნოებრივი საკითხების ა. ოსიპოვისეული მრავალი განმარტება არსობრივად ერესია, ვინაიდან ეკლესიის სწავლებას არ შეესაბამება.
1) შევეცდებით განვიხილოთ, წიგნის, ჩვენი აზრით, ცენტრალური პარაგრაფი - "ქრისტე - ყველა ადამიანის მაცხოვნებელი" (Христос - спаситель всех человеков" (გვ. 130-140)).
რა მიზანს ისახავს, რა ამოცანა აქვს და რა არგუმენტებს იშველიებს საყოველთაო ცხონების მისებური კონცეფციის განხილვისას პროფ. ა. ოსიპოვი? ამ საკითხზე გვმართებს პასუხის გაცემა, მაგრამ მანამდე ყურადღება მივაპყროთ იმ დასკვნებს, რომლებსაც ა. ოსიპოვი პა-რაგრაფის დასასრულს გვთავაზობს:
"ერთი სიტყვით, ქრისტეს ამ სიტყვებში შემდეგი აზრი დევს: ყველამ, მათ შორის ამქვეყნიური ცხოვრების დროს მოუნათლავებმაც, რომ-ლებმაც არ დაგმეს სულიწმიდა, შეინარჩუნეს ცხონების შესაძლე-ბლობა, ანუ აქვთ ქრისტეს სხეულის - ეკლესიის წევრობის საშუალება. ეს განპირობებულია იმით, რომ საიდუმლოს მადლმოსილებას გვაუწყებს უფალი და არა მღვდელმსახური, რომელიც მხოლოდ საიდუმლოს შემსრულებელია. უფალი კი ამ ნიჭებს ღირსეულებს - სულით გლახაკებს (იხ. მათ. 5.3) აწვდის. ამგვარად მიჰმადლა ღმერთმა ნათლობის მადლი კეთილგონიერ ავაზაკს, ძველი აღთქმის მართლებსა და მრავალ სხვას" (გვ. 140).
ვიდრე პროფ. ა. ოსიპივის ამ აზრს განვიხილავდეთ, მნიშვნელოვანი ცნებები უნდა განვმარტოთ: ცხონების შესაძლებლობა იმას ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანისთვის ხსნილია ცხონების გზა, აქვს საშუალება იაროს ამ გზით. ეს გარემოება გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანთან მიმართებაში მოქმედებს ღვთის განსაკუთრებული გა-ნგებულება, მაგრამ როგორც რეალურ ცხოვრებაში ვხედავთ, ღვთის სურვილი და ადამიანის ნებელობა ერთმანეთს არ ემთხვევა. ღმერთი არ უგულებელყოფს ადამიანის თავისუფალ არჩევანს, აძლევს რა მას საშუალებას იაროს მის მიერ არჩეული გზით, ე.ი. ან მიიღოს შემოთავაზებული ცხონების გზა ან უარყოს ის. ცხონება კი გულ-ისხმობს, რომ ადამიანი ღვთის ნების აღსრულების გზას ირჩევს. ცხონება ნიშნავს მიწიერი ცხოვრების დროს ღმერთთან კავშირის დამყარებას, მისი ნების აღსრულებას, რის შედეგადაც ადამიანი სასუ-ფეველის მკვიდრი ხდება.
ამ თვალსაზრისით ცხონების შესაძლებლობა აბსოლუტურად ყველა ადამიანს ეძლევა. პავლე მოციქულის ღვთივგანბრძნობილი სიტყვი-სამებრ: "მაცხოვარია ყოველი ადამიანის მხსნელი", ვინაიდან უფალმა ჯვარზე მთელი კაცობრიობა გამოისყიდა, მთელი კაცობრიობისთვის ევნო. მაგრამ მიწიერი განზომილებით ცხონება გულისხმობს იმას, რომ იყო ქრისტეს ტანჯვის ანუ მისი სიკვდილისა და აღდგომის თანამონაწილე. ეს პავლე მოციქულის თქმით, იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუ ადამიანი მოინათლება და განაგრძობს ცხოვრებას ღვთის მცნებების დაცვით: "ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესოს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლისღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისათა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხოვრებისათა ვიდოდეთ. რამეთუ უკუეთუ თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ. ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა, რაითა განქარდეს ხორცი იგი ცოდვილისაჲ, რაჲთა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა" (რომ. 6. 3-6). (გაგრძელება იქნება...)
Редакция "Православного Апологета";
Существует ли спасание вне Церкви и где границы Церкви?
Xareba.net - ის რედაქცია