ცხადია, უგუნურება იქნებოდა, მთაწმინდელი მონაზონისა და მოძღვრის ხარისხში, მე, რომელსაც მოცემულ მომენტში ხელმძღვანელი პოსტი მიჭირავს წმ. მთის ოცივე მონასტრის იღუმენთაგან შემდგარ წმ. საზოგადოებაში, დამოუკიდებლად, საკუთარი სახელით გადამეწყვიტა საჯაროდ მიმემართა ხალხისათვის, გამომეხატა გარკვეული პოზიცია, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელქვეითის რანგში, მსურს აღვასრულო ჩემი ხელმძღვანელობისადმი მორჩილება და გადმოგცეთ მხოლოდ ის, რაც ნებადართული მაქვს ბრძანებისამებრ. ამ კონკრეტული საკითხის გამო, როცა კენჭისყრაზე დააყენეს კანონი 1993 წ. 18.03-ს, წმ. მთამ საჯაროდ მიმართა ბერძენ ხალხს შემდეგი განცხადებით:
„წმ. კინოტს, სხვა საკითხებთან ერთად სურს ხაზი გაუსვას იმას, რომ სულიერ მოკვდინებას და სრულ დამონებას უკვდავი ბერძნული სულისას, წმ. სისხლით გაჟღენთილი ბერძნული მიწის დაგლეჯასა და დაქუცმაცებას მტრები უდავოდ შეგვამთხვევენ პირადობის ახალი ელექტრონული ბარათი-მოწმობების მეშვეობით, რომლებშიც მხოლ-ოდ სურვილის შემთხვევაში ჩაიწერება რელიგიური აღმსარებლობა. თუმცაღა, ამგვარ გარემოებაში, ბერძენ ქრისტიან პატრიოტთაგან ვინ დათანხმდება მსგავსი პირადობის ბარათის მიღებას?!
ამ განცხადებით წმ. მთა აცხადებს, რომ იგი მხარს უჭერს ბერძნულ ეკლესიას და მოუწოდებს ბერძენ ხალხს გამოხატოს თავისი ნება, გამოიყენოს კანონიერი დემოკრატიული საშუალებები ახალი პირადობის ელექტრონული ბარათი-მოწმობის შემოღების წინააღმდეგ. მოუწოდებს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ მოღვაწეებს ხელი შეუწყონ პარლამენტს მიიღოს კანონი, რომლითაც გრაფა - სარწმუნოება, როგორც სავალდებულო, დარჩება ახალი ტიპის პასპორტში". და განაგრძობს: „არავითარ ახალ კანონს არ ძალუძს დაიცვას მოქალაქის პიროვნული თავისუფლება თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიის თითქმის შეუზღუდავი შესაძლებლობებისაგან, მხოლოდ კანონის უყოყმანო გაუქმებით გაქრება შიში და ჩაცხრება ბერძენი ხალხის ცხოველი შეშფოთება „საერთო ელექტრონულ აღწერასთან" დაკავშირებით, რომელიც უეჭველად უმზადებს ნიადაგს საძულველ ანტიქრისტეს ბეჭედს - 666".
ძმანო, საბერძნეთის მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! იჩქარეთ და იყავით მტკიცე და შეურყეველნი ჩვენს წმ. მართლმადიდებლურ რწმენაში, რადგან „ჰსძლევს სოფელსა სარწმუნოებაი ჩვენი" (იოან 5-4). როგორც მორჩილი, ცოდვილი მონაზონი და საბერძნეთის კანონმორჩილი მოქალაქე, ვემორჩილები ჩემს სულიერ ხელმძღვანელობას და ვცდილობ არ დავრჩე გულგრილი ეპისტოლეს მოწოდებისადმი. იგი მოუწოდებს ბერძენ ხალხს და შესაბამისად მეც, კანონიერი დემოკრატიული საშუალებების გამოყენებით გამოვხატო ჩემი წინააღმდეგობა პირადობის ელექტრონული ბარათი-მოწმობების შემოღებასთან დაკავშირებით.
აი, რატომ ვაქვეყნებ ამ წიგნს, როგორც კანონიერ დემოკრატიულ საშუალებას ჩემი უთანხმოების გამოსახატავად ამ საჭირბოროტო საკითხისადმი, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით, სადაც განსაზღვრულია: „ყველას აქვს უფლება გამოხატოს და წერი-ლობით ან ბეჭდვითი სიტყვის მეშვეობით გამოთქვას თავისი აზრი სახელმწიფო კანონის დაურღვევლად".
ვხედავ, ბევრი თქვენგანი ცდილობს ღირსეულად გამოხატოს თავისი მოსაზრება, ამიტომაც თქვენი სიყვარულის პასუხად ძმურად მსურს გითხრათ - თქვენ გაქვთ სათანადო მსჯელობის უნარი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, ვის დაექვემდებაროთ და დამორჩილდეთ. გასაგები რომ იყოს რას ვგულისხმობ, ერთ მაგალითს მოვიყვან: ერთ ბერს რამდენიმე მნახველი ესტუმრა, მან მიიღო ისინი და მორჩილს მიმართა: „ძმაო, მნახველები გვესტუმრნენ, კარდალა შემოდგი ცეცხლზე".
მორჩილი დავალების შესასრულებლად გაიქცა, მაგრამ ძალიან დაიგვიანა. ბერი აღელდა, დაუძახა და ჰკითხა მას:
„განა არ გთხოვე კარდალა შემოგედგა ცეცხლზე?"
„დიახ, მამაო, ასე მოვიქეცი".
„მაშინ რატომ არ მოართმევ ყავას სტუმრებს?"
მორჩილმა, რომელსაც განსჯის უნარი არ გააჩნდა, მიუგო:
„მამაო, თქვენ არ გითქვამთ რომ უნდა ჩამესხა წყალი, დამემატებინა ყავა და შაქარი და მომეტანა ჭიქები".
ძმანო, საქმე ისაა, რომ ჩვენთვის ნათქვამი ეკლესიის ერთი სიტყვა ათს შეიცავს, მაგრამ ამას მაშინ მიხვდებით, როცა ჩაუღრმავდებით სიტყვას, რომელიც განმარტავს, რატომ საუბრობდა თვით ქრისტე ქარაგმულად, იგავებით. ეს იმიტომ, რომ ის მტრულ გარემოში იმყოფებოდა, რომის ბატონობის ქვეშ. მას თვალყურს ადევნებდნენ, რათა მის სიტყვას ჩასჭიდებოდნენ და შეეპყროთ, მაგრამ ამას იგი დიდი ხელოვნებით აკეთებდა. ამბობდა, იმას, რაც სურდა, მაგრამ ამასთან მიზეზს არ იძლეოდა შესაპყრობად და დასატუსაღებლად. ამიტომ თქვენც ისმინეთ რას ამბობს ეკლესია და „გულისხმაჰყავით." ზოგიერთ თქვენგანს დაუჟინია, რომ ეკლესიამ ყველაფერი პირდაპირ უნდა განაცხადოს; „უკეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა, თქუენი სმენა უფროს, ანუ ღმრთისა, საჯეთ?" (საქ. 4. 19).
ამაზე ჩვენ სრული დარწმუნებით მოგიგებთ, რომ ისე, როგორც მრავალი საუკუნის წინათ, ახლაც, ამ კონკრეტულ მომენტში ეკლესია ღმრთისას ისმენს, რადგან იგი ეფუძნება კლდეს, რომელიც ქრისტეს წარმოადგენს, დაწერილია: „...და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას" (მათ 16.18) და ამ ბრძოლაზე, რომელიც ეკლესიასა და მხეცს შორის მიმდინარეობს, ითქვა: „...ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე" (დაბ. 3.15)
ჩვენი დედა-ეკლესია ყოველთვის ასწავლიდა და სახარების სიტყვისამებრ აძლევდა „კეისარს კეისრისას", თუმცა, როდესაც კეისარი არ ეძებს ღმერთს და ღმრთისას, მაშინ იგი გვიჩვენებს თავის პოზიციას, რომლითაც გვიპირისპირდება და ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს.
ხოლო როცა ხალხის ამგვარ განსაცდელში ჩამგდებნი არ გულისხმა-ჰყოფენ ეკლესიის სიტყვას, ხალხის ხმასა და ხალხის ნებას და განაგრძობენ დაპირისპირებას, მაშინ უაღრესად აუცილებელია უპირველესად შეიგნონ რას ნიშნავს: „...ფიცხელ არს შენდა წიხნა დეზისა" (საქ. 26.14) და მეორეც, ხალხური ანდაზის თანახმად: ხმა ღვთისა და ხმა ერისაო!
მღვდელმონაზონი ქრისტოდულოს მთაწმინდელი
წიგნიდან: „Закат свободы"
"Xareba.net” - რედაქცია