ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიოს ახალი მაკონტროლებელი სი-სტემა არ განხორციელდება ღიად, დაუფარავად, ანუ მისი დამფუძ-ნებლები არასოდეს გვეტყვიან: „გვსურს წაგართვათ თავისუფლება და დაგიდგინოთ სისტემატური კონტროლი", რადგან ამ შემთხვევაში ხალხი ხმას აღიმაღლებს, სისტემის შემქმნელები კი ვერსად დაიმა-ლებიან. ამიტომ, თავდაპირველად, ისინი იმოქმედებენ დიპლომა-ტიურად და მოამზადებენ მყარ ნიადაგს მაკონტროლებელი სისტემის შემოღებისათვის. უპირველეს ყოვლისა საზოგადოებაში შექმნიან ყო-ველგვარი წესრიგისა და სისტემის არარსებობის ილუზიას და მისი დაარსების აუცილებლობას მოითხოვენ. სისტემის აუცილებლობას კი გამოიწვევენ ხელოვნურად შექმნილი კრიზისით.
მოდით, გავაანალიზოთ და მაგალითისთვის განვიხილოთ ნარკო-ტიკების თემა. ადრე, როდესაც მკაცრად ისჯებოდნენ, როგორც ნარ-კოტიკის მომხმარებლები, ასევე მისი გამავრცელებლები, მათი რაო-დენობა გაცილებით ნაკლები იყო. იშვიათად გაიგონებდით ვინმეზე ნარკომანიაო. კანონები თანდათანობით შერბილდა, პოლიციის უფ-ლებები შეიზღუდა და დღეს საბერძნეთში მხოლოდ ნარკოტიკის გამავრცელებელი ისჯება, ისიც მოკლე ვადით. გათავისუფლების შემდეგ ისინი ყოველგვარი შიშისა და მორიდების გარეშე კვლავ უბრუნდებიან თავიანთ საქმიანობას. შედეგი კი სახეზეა - მოზარდთა დიდი ნაწილი ნარკოტიკების გავლენის ქვეშ იმყოფება. ნარკომან ბავშვთა მშობლები და ასევე სხვა მშობლები პროტესტს აცხადებენ ამ საკითხის გამო. მაგრამ, სანამ მოქალაქენი ნარკოტიკების გამავრცე-ლებელთა დასჯას ითხოვენ, მინისტრები და მთავრობის სხვა წევრები, პირიქით ფიქრობენ, როგორ გახადონ ლეგალური მსუბუქი ნარკოტ-იკის წარმოება. ვფიქრობთ, გასაგებია, თუ რას გამოიწვევს ნარკო-ტიკთა ლეგალიზაცია და ვინ იქნება მისი ძირითადი მომხმარებელი. ძლიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა გამავრცელებლების მოჩვენები-თი დევნა იქნება, ვაჭრობის ტემპს კი ვეღარავინ შეაჩერებს. მოსახ-ლეობა კვლავაც იბრძოლებს, რათა დაისაჯონ ნარკობიზნესმენები, იბრძოლებენ, რათა მიღებულ იქნას შესაბამისი კანონები, მაგრამ მცდელობა ამაოდ ჩაივლის. პასუხად მივიღებთ: „ვერ დავსჯით ნა-რკო-ბიზნესმენებს, რადგან ვერ ვპოულობთ მათ". მაშინ, როდესაც ნარკოტიკების წარმოება შეუჩერებლად მიმდინარეობს როგორც თურ-ქეთში, ასევე მაკედონიაში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ხელოვნურად შექმნილი კრიზისის ტიპიურ შემთხვევასთან. ადამიანებში ხანგრძ-ლივი წინააღმდეგობების შემდეგ მიდიან დასკვნამდე, რომ შეუძ-ლებელია ამ სისტემასთან ბრძოლა. ამ დროს კი, ახალი წესრიგის დამაარსებლები გვთავაზობენ ყველაზე არადემოკრატიულ და მონურ სისტემას. თუმცა მას წარმოგვიდგენდნენ საუკეთესო ალტერნატივის ფორმით. გვაჩვენებენ რა თავს მხსნელებად, გვთავაზობენ შენგენის ხელშეკრულებას, სადაც გვირჩევენ, ყველა ადამიანს მიენიჭოს მოქა-ლაქეობრივი კოდური ნომერი, რომელიც გლობალიზაციის ბოლო სტადიაში დაისმება შუბლსა და ხელზე. თანაც განმარტავენ, რომ ბეჭედს იყენებენ, რათა თანამგზავრის საშუალებით იოლად მოინახოს ნებისმიერი ადამიანი. ამასთანავე გააკონტროლებენ „ბინძურ ფულთა" საბანკო მიმოქცევას. ამრიგად, თავიანთი შვილების უბედურების შემხედვარე, საბრალო მშობლები, სხვა გამოსავალს ვერ იპოვნიან, გარდა იმისა, რომ მიიღონ შემოთავაზებული წინადადება და თავია-ნთი შვილების „საკეთილდღეოდ" თავისუფლებას სწირავენ. მით უფრო, რომ ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრობს დევიზით: „უმჯო-ბესია იყო მონა, მაგრამ ცოცხალი, ვიდრე მკვდარი, თუმცა თავისუ-ფალი". ყველას გვესმის, რომ დიქტატურის დამყარებით, ნარკოტი-კებით ვაჭრობა არ შეწყდება, რადგან ყველამ კარგად იცის, ვინ დგას ამ მოვაჭრეთა უკან და ვისი ინტერესებია დაცული. მათი ინტერესია ხალხის „გაბრუება", რათა ადამიანებმა ვერ გაიგონ საიდან იმართ-ებიან, და ამასთანავე, გამორიცხავენ წინააღმდეგობას მათი მხრიდან, დასტური იმისა, რასაც გიამბობთ, არის საფრანგეთის მაგალითი, შენგენის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ფრანგმა ხალხმა იგ-რძნო, რომ არამცთუ შემცირდა ნარკოტიკების რაოდენობა, არამედ ჰოლანდიასთან საზღვრების გახსნით, მათი შემოტანის მოცულობა გაიზარდა. გეკითხებით, განა შენგენის ხელშეკრულება არ ითვალის-წინებდა ნარკო-ბიზნესისა და სხვა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძო-ლას? ვფიქრობთ, გასაგებია, რომ ეს ხელშეკრულება არ გამოირჩევა სამართლიანობით. ახლა კი სხვა არაფერი დაგვრჩენია თუ არა დავა-ფიქსიროთ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის არსებობის მაგალი-თები თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო სფეროში, რათა დარწმუნ-დეთ, რომ სიმართლეს გეუბნებით.
ახალი სისტემის დამაარსებლების ილუზიით მომრავლებული ქურ-დებისა და თაღლითების გამო აუცილებელია ნაღდი ფულის ბრუ-ნვიდან ამოღება და საკრედიტო ელექტრონულ ბარათებზე გადასვლა, რეალურად კი ისინი ხელს უწყობენ დანაშაულთა მომრავლებას, ანუ ქმნიან ხელოვნურ კრიზისს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მათ „დაკრულზე მოცეკვავეები" არ აღმოვჩნდეთ. (გაგრძელება იქნე-ბა...)
თავისუფლების დაისი
მღვდელმონაზონი ქრისტოდულოს მთაწმინდელი
Xareba.net-ის რედაქცია