მიტრ. იოანე ზიზიულასი (1931 წ.) ცნობილი მოდერნისტი ღვთის-მეტყველი და ეკუმენისტური მოძრაობის აქტიური მონაწილეა. კონს-ტანტინოპოლის საპატრიარქოს ტიტულოვანი მიტროპოლიტი მამა გ. ფლოროვსკის მოწაფე გახლავთ. მან 1965 წ. დაამთავრა ათენის უნი-ვერსიტეტი, შემდეგ კი გლაზგოს უნივერსიტეტისა და King-s College - ის (ლონდონი) ღვთისმეტყველების პროფესორი გახდა. მიტრ. იოანე ათენის მეცნიერებათა აკადემიის თავჯდომარე, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ე. მ. ს.) „ნათლობის, ევქარისტიისა და მსახურების" კომისიის წევრია. 80-იანი წლების ბოლოს იგი მართლმადიდებლურ - ანგლ-იკანური „დიალოგის" კომისიას თავჯდომარეობდა და კათოლიკებ-თან ეკუმენისტურ მოლაპარაკებებში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგუ-რა გახლდათ. თავის ნაშრომებს მიტროპოლიტი ჟურნალ „კრები-თობაში" (Собориость) აქვეყნებდა.
მიტრ. ი. ზიზიულასის პოპულარულობა დასავლეთში იმით აიხსნე-ბა, რომ მისი სწავლების ძირითადი მოტივი პოსტმოდერნისტული ფილოსოფიის შემუშავების პრინციპებს შეესატყვისება. პირველყოვ-ლისა, ეს სუბსტანციონურობის ყოველგვარი საფუძვლების უარყოფ-აში ვლინდება.
მიტრ. ი. ზ. ირწმუნება, რომ უნდა მოიძებნოს ღვთაებრივსა და კაც-ობრივს შორის განსხვავებათა გადალახვის ფორმა. მაგრამ ამის გაკ-ეთება ხომ შეუძლებელია: ღმერთი უმაღლესი, ზებუნებრივი, ყოვლ-ადმოწყალე არსებაა, შემქმნელი და გამგებელი ყოველივესი. ხოლო ადამიანი ერთ-ერთი შექმნილი არსებაა, რომელიც მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ღმერთმა ინება მისი ცხოვრება. ღმერთი და ადამიანი ჭეშმარიტად განსხვავებული არსის არიან.
მიტრ. ი. ზ. თავის ფსევდოსისტემაში ცდილობს „შეურწყას" ერთმა-ნეთს ღმერთი, კაცობრიობა და ეკლესია. მაგრამ ამის მიღწევა, ქრი-სტიანული სწავლების თანახმად, შემოქმედი ღმერთის რწმენით, მად-ლმოსილი მოღვაწეობის გზით ადამიანის განღმრთობით მიიღწევა. მიტროპოლიტისთვის ეს ურთულესი პრობლემა, რადგან მიზნის მის-აღწევად აბსოლუტურად უსაფუძვლო მეტაფიზიკურ სქემას წარმოგ-ვიდგენს.
იმისათვის, რომ შერწყას ღმერთი და ადამიანი, მიტრ. ი. ზ. ყოფიე-რების ყოველგვარ საფუძვლებს ანგრევს. ის ყოფიერებასა და ურთი-ერთშორის აქამდე გაუგონად წყვეტაზე მიგვითითებს. ეს წმინდა წყლის სიტყვიერი ფორმულაა, რომელსაც არანაირი მეტაფიზიკური საფუძველი არ შეიძლება ჰქონდეს. ზიზიულასმა „გადალახა" ეს ბარიერი. ის ამბობს: „ყოფიერება და ურთიერთობა (обшение) ერთი მნიშვნელობისანი არიან, როდესაც პიროვნებაში იმყოფებიან".
საინტერესოა, ყველა ქრისტიანის მსგავსად, რატომ არ სწამს, რომ ღმერთი არსით უზენაესი, ერთიანი ჭეშმარიტი არსებაა? მიტრ. ი. ზ. რატომღაც მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა გადაილახება. ის ასწავლის: „ღმერთის ყოფიერება თანაფარდობითია, ღმერთის ყოფიერებაზე ვერ ვისაუბრებთ თვინიერ ურთიერთობის გააზრებისა. ამრიგად, მიტრ. ი. ზ. მსოფლმხედველობის თანახმად, ღმერთის ყოფიერება გაიგივე-ბულია ურთიერთობის აქტთან ანუ ღვთაებრივი არსება, მისი გან-საზღვრებით, თანაფარდობითი ხასიათისაა, ხოლო ეკლესია რეალო-ბის თანაფარდობითია.
მიუხედავად იმისა, რომ მიტრ. ი. ზ. ურთიერთობას ონტოლოგიურ შეხედულებად აცხადებს, მავე დროს, გაუგებარი ფორმით, „ურთი-ერთობის" ცნება მისთვის მოკლებულია თვითკმარობასა და ეგზი-სტენციას. შემდეგ მიტრ. ი. ზ. თავისი ფრაზის ყველა წევრს, ელემენტს ათანაბრებს: ყოფიერებას ურთიერთობად აცხადებს, ხოლო ურთიე-რთობას პიროვნების არსად მიიჩნევს. საბოლოო ჯამში, ერთადერთ სინამდვილედ ზიზიულასი კონკრეტულ ცვალებადობასა და ყოფი-ერების არასისტემატიურობას აცხადებს.
მიტრ. ი. ზ. უარყოფს ღმერთში ღვთაებრივი არსის ერთიანობას, რის შედეგადაც მისი სწავლება ათეიზმად უნდა შეფასდეს. ის აკრიტიკებს დასავლურ ღვთისმეტყველებას იმის გამო, რომ მასში ღმერთი ერთიან ღვთაებრივ სუბსტანციად ან ერთიან ღვთაებადაა წარმოდგენილი. წმ. სამების არსად იგი ურთიერთობას აცხადებს, ხოლო ურთიერთობის წყაროდ - მამა ღმერთის იპოსტასს!
მიტრ. ი. ზ. სწავლების კონტექსტი მხოლოდ გარეგნულად ემთხვევა ე. ჟილსონის მცდარ სწავლებას, რომელიც გაითავისა მ. ი. მეინდ-ორფმა. ზიზიულასის თანახმად, მამა ღმერთის პიროვნება ურთი-ერთობის ცნებაზეა დამოკიდებული... ერთი სიტყვით, რა არის საწ-ყისი და რა არის არსი მის მსოფლმხედველობაში, ამის გარკვევა უკვე შეუძლებელი ხდება.
ასეთივე დამოკიდებულება აქვს მიტროპოლიტს ჭეშმარიტებისა და ყოფიერების საკითხთა მიმართ. აქაც იგი ამ ორი ცნების დამთხვევაზე საუბრობს, რაც სპინოზას ათეიზმს გვაგონებს.
ჭეშმარიტება, მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ზეგარ-დამო მიეცა კაცობრიობას, ამდენად ჭეშმარიტება არც დისკუსიურია და არც დიალოგიური, არამედ ის დოგმატურია. მიტრ. ი. ზ. პირიქით ამბობს, რომ ჭეშმარიტება პიროვნების ურთიერთობას ემთხვევა, შესა-ბამისად ყოფიერებასაც. მისი პოსტმოდერნისტული სწავლების თანა-ხმად, ჭეშმარიტი მსჯელობა, როგორც ასეთი, არსებობს. ჭეშმარიტების კრიტერიუმად დამოკიდებულება, ურთიერთობაა მიჩნეული. მაგალ-ითად: კათოლიკემ მართლმადიდებელმა დიალოგი დაიწყო. მისი აზრით, ამ დიალოგს უკვე გააჩნია გარკვეული ჭეშმარიტება და ფუ-ნდამენტურობა. ამიტომ, ზიზიულასის აზრით, არაფერი იმაზე მყარი სინამდვილეში არ არსებობს, ვიდრე მართლმადიდებლების ურთიე-რთობა ერთმანეთთან და სხვებთან.
მიტროპოლიტს ბრალს სდებენ, რომ თავისი ურთიერთობის მეტაფ-იზიკა მიჰყავს იქითკენ, სადაც ყველაფერი, რასაც არსი გააჩნია, ნა-დგურდება. მისთვის ყველაფერი, რაც არსებობს, განპირობებულია ურთიერთობით, რომელსაც არ გააჩნია ყოფიერება თავის თავში. ეს ბრალდება აბსოლუტურად სამართლიანია. ერთი დაზუსტებაც: მიტრ. ი. ზ.-ს სისტემაში ურთიერთობად შეიძლება გამოცხადდეს ნების-მიერი რამ და ნებისმიერი სტატუსი შეიძლება მიაკუთვნო მას. ამას ზიზიულასი შესანიშნავად ახერხებს თავის ეკუმენისტურ საქმიანო-ბაში.
მიტრ. ი. ზ.-ს სწავლება საფუძველშივე ეკუმენისტურია, კერძოდ: ის ზუსტად ემთხვევა პოსტმოდერნიზმის ფილოსოფიურ სწავლებას სა-ზოგადოებაზე, ვით ინტერპრეტაციის წყაროზე (რომლითაც პოსტმო-დერნიზმში ჩანაცვლებულია ჭეშმარიტება). მიტროპოლიტი საკმაოდ თანმიმდევრულად ეძებს საყრდენს, ყოფიერების, ადამიანისა და ეკლ-ესიის გათანაბრების არგუმენტებს ძველ და თანამედროვე მსოფლ-ხედვებში.
საინტერესოა, როგორ ახასიათებს მიტრ. ი. ზ. ეკლესიის სწავლებას? მისი აზრით, მართლმადიდებლები არასდროს დაიხევენ უკან თავის შეხედულებაში, მართლმადიდებელი ეკლესია არის Una Sancta იმ რწმენის ძალით, რომ ეკლესია ისტორიული რეალობაა და ჩვენ არ შეგვიძლია მისი ძებნა გადმოცემის საზღვრებს მიღმა, რაც ისტორი-ულად გვებოძა და ჩვენ მიერ იქნა ათვისებული მანამ, სანამ მა-რთლმადიდებლებს არ გააჩნიათ სხვა მიზეზი გადავიდნენ სხვა კო-ნფესიასა და ეკლესიაში, ე.ი. სანამ რჩებიან მართლმადიდებლებად, ისინი Una Sancta - სთან თავის ეკლესიას გააიგივებენ (antimodern – ru). ასეა სინამდვილეში? ობიექტური შეფასებით მართლები არიან მარ-თლმადიდებლები, თუ მხოლოდ ისტორიულად განპირობებულ შე-ხედულებებზე გააჩნიათ უფლება? - სვამს კითხვას და უპასუხებს: სანამ მათ არ გაუჩნდებათ მიზეზი გადავიდნენ სხვა ქრისტიანულ კონფესიაში ან ეკლესიაში?
ეკუმენისტური აზროვნების პრაქტიკული მეთოდები ერთობ მოხე-რხებულად ესმის მიტროპოლიტს: ურთიერთობა, როგორც ქვაკუთხე-დი პიროვნებებს შორის დამოკიდებულებისა. მისთვის თავად დამო-კიდებულება (შეხედულება) ურთიერთობის თანაბარია, განურჩევ-ლად იმისა, რაგვარ დამოკიდებულებასა და შეხედულებაზეა საუბარი.
რა არის ეკუმენისტური მოძრაობა მონაწილეთა თვალთახედვით? ზიზიულასის სწავლებით ეს არის თანამეგობრობა, ე.ი. ერთობლივი არსებობა, მუშაობა, საღვთისმეტყველო რეფლექსი, ტანჯვა, მოწმობა და ა.შ.
პირველყოვლისა, საერთო ხედვაა, თუ რა არის ეკლესია? მათ სურთ მიაღწიოს არა მხოლოდ ერთიანი ღმერთის, არამედ ერთიანი ეკლე-სიის აღიარებასაც, განურჩევლად კონფესიური განსხვავებებისა.
ზიზიულასი მიიჩნევს, რომ თავად საუბრებს ღმერთზე და ეკლესი-აზე საკლესიო და სულიერი მნიშვნელობა გააჩნია, განურჩევლად იმისა, ეთანხმდებიან მოსაუბრენი ერთმანეთს თუ არა.
ამგვარი პრაქტიკული საქმინობის გამართლების მსგავსი მეტაფიზ-იკური თეზები მართლმადიდებლობის ღალატისთვის სჭირდება მიტ-როპოლიტს. ის ამბობს: ჩვენ გვწამს ღმერთი, რომელიც არის ურთი-ერთობა, ვით სამება, ჩვენ მოწოდებულნი ვართ ვიყოთ პიროვნებები ურთიერთობაში.
ეკუმენიზმის გამართლების მიზნით მიტრ. ი. ზ. იგონებს ახალ კან-ონებს: ჩვენ უნდა განვასხვავოთ ეკლესია ეკლესიოლოგიური მნიშვ-ნელობის ფლობისაგან. ე.ი. განვასხვავოთ ეკლესია მისი მნიშვნე-ლობისაგან!
მიტრ. ი. ზ. აღიარებს, რომ „მართლმადიდებელმა" ეკუმენისტებმა ვერ მიაღწიეს მრწამსი აქციონ ერთადერთ აღმსარებლურ ბაზისად ე. მ. ს - ში, მაგრამ ამ სფეროშიც გარკვეული პროგრესი შეინიშნება... ნუთუ ამ მიმართულებით მოძრაობას არავითარი ეკლესიოლოგიური მნიშ-ვნელობა არ გააჩნია? - რიტორიკულ შეკითხვას სვამს მიტროპოლიტი. ის თავად დიალოგს ანიჭებს ონტოლოგიურ სტატუსს, თუმცა ეს არ-აფრითაა დამტკიცებული, და არც შეიძლება დამტკიცდეს.
მიტრ. ი. ზ. უსაფუძვლო მტკიცებულებებმა არქიეპისკოპოს სტილ-იანე ავსტრალიერის (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) მძაფრი პროტესტი გამოიწვია. მან თქვა: პერგამელი მიტროპოლიტის ტაქტიკა ჩემში გაღიზიანებას იწვევს, როდესაც ის საკუთარ თავს ღვთის-მეტყველ - სისტემატიკოსს უწოდებს, ამავე დროს, ბედავს ამტკიცოს, რომ კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის მოლაპარაკებები უნიატობას არ აყენებს დღის წესრიგში. უნია - ფალსია, აშკარა ტყუ-ილი გადაცმულობის. მოდის პერგამის მიტროპოლიტი და ამბობს, რომ „ადგილობრივმა ეკლესიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ეს პრა-ქტიკული პრობლემები". სად იპოვა პერგამის მიტროპოლიტმა ეს გა-დაწყვეტილებები? და ვის მიმართავს ის: გაუნათლებლებსა და უგუ-ნურებს?
„ურთიერთობის" გაღმერთების მიუხედავად მიტრ. ი. ზ. სულაც არ არის გულმოწყალე თავისი იდეური მოწინააღმდეგების მიმართ. ის მზად არის თავის მართლმადიდებელ ძმებს დააბრალოს სულიერი ტერორიზმი, მიმართული ეკუმენიზმის წინააღმდეგ.
Р. Вершило. 16.03.2009.
Митр. И. Пергамский (Зизиулас)
"xareba.net"-ის რედაქცია