იგივე სცენარი გათამაშდა პატრიარქის ვიზიტისას რომში 1986 წელს, როცა ერთი ერთში გამეორდა ყველა ის სკანდალური სცენა, რომ-ლებიც წინ უძღოდნენ პატრიარქ ათინაგორას რომში ვიზიტს. რე-ჟისურა ისეთივე იყო, როგორიც კონსტანტინეპოლში. საზეიმო სამო-სით შემოსილი პატრიარქი ავიდა საკურთხევლის ამაღლებულ ად-გილას ხალხით გადაჭედილ წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც ორი ტახტი იდგა. მესის მსვლელობისას პატრიარქის არქიდიაკონმა მონა-წილეობა მიიღო რაღაც მცირე გამოსვლისდაგვარ ქმედებაში, შემდეგ წაიკითხა სახარება ბერძნულად, ხოლო კითხვის დამთავრების შემდეგ სახარება პაპს მიუტანა ამბორისა და კურთხევისათვის. პაპმა და პატრიარქმა წაიკითხეს მრწამსი ბერძნულად, Filioque-ს დაუმატებლ-ად [12]. ამას კვლავ მოჰყვა უცვლელი „მშვიდობის კოცნა", რომელიც გახდა მთელი ეკუმენისტური წარმოდგენის კულმინაცია. საოცარი თანალმობით, ტაძარში მყოფთა მქუხარე აპლოდისმენტების ქუხილის ქვეშ უმაღლესი იერარქები ერთმანეთს ეამბორნენ. ღვთისმსახურების დარჩენილი ნაწილი პატრიარქმა საპატიო ლოჟაში გაატარა. „ძღვნის კურთხევის" დროს კონსტანტინეპოლის დელეგაციის ყველა წევრმა ღრმა მოწიწებით დახარა თავი. მსახურების დამთვრებას მოჰყვა შეკრებილთა ერთობლივი დალოცვა, გულში ჩამწვდომი სიტყვები და ბოლოს, ლიტანიობა. მთელი ეს მოვლენა ტელევიზიით გადაიცა. ამგვარად, მილიონობით მაყურებლის წინაშე შეგინებულ იქნა მართ-ლმადიდებელი ეკლესიის საუკუნოვანი გარდამოცემა და კანონები. შემდეგ პატრიარქი თავისი ამალით, რომელშიც თვალსაჩნო ადგილი ეკავა ეხლანდელ მსოფლიო პატრიარქს, მაშინდელ ქალკედონის მიტროპოლიტ ბართლომეოსს, გააგრძელა თავისი „მშვიდობის გზა" და გაემართა ინგლისისაკენ, სადაც მსგავსი მსახურება აღესრულა კენტერბერიელ მთავარეპისკოპოსთან ერთად. და ბოლოს – ჟენევა, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო; ერთობლივი ღვთისმსახურების შემდეგ მოეწყო საჩუქრების გაცვლა. ამ შემთხვევის გამო პატრიარქმა ეკლ-ესიათა მსოფლიო საბჭოს შენობას „ჩვენი სახლი" უწოდა. ნამდვილად გსურს წინასწარმეტყველ დავითის სიტყვების შეძახება: „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდ-ვილთასა არა დადგა და საჯდომელთა უსჯულოთასა არა დაჯდა" [13]...
აგრძელებს რა თავისი წინამორბედის პოლიტიკას, პატრიარქი დიმ-იტრი თითქმის ღიად უარყოფს იმ ფაქტს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ერთიანი და ერთადერთი განუყოფელი ღვთის ეკლესიაა, და მხარს უჭერს ერეტიკულ იდეას, თითქოსდა, განყოფილი ეკლესიის გაერთიანების აუცილებლობის შესახებ. 1978 წლის თავის საშობაო ეპ-ისტოლეში ის ამბობს: „ამ უწმინდესი მსოფლიო ტახტიდან მივესალ-მები და მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს: ეკლესიათა და მოძღვრებათა შორის განსხვავებულობიდან მივიდეთ ერთიან და ერთადერთ ქრი-სტეს ეკლესიაში და, ბოლოს და ბოლოს, მრავალფეროვნებიდან და დანაწევრებიდან მთელი კაცობრიობის ძმურ ერთობაზე გადავიდეთ. გაერთიანებული ეკლესია გაერთიანებულ საზოგადოებაში" [14].
ამგვარად, იმის მაგივრად, რომ მოუწოდოს მსოფლიოს, მიიღოს მაც-ხოვნებელი ჭეშმარიტება, რომელიც მართლმადიდებლობაში მყოფ-ობს, და ჭეშმარიტებისა და სიყვარულის სულის მომხვეჭელთა ერთი-ანობისაკენ, კონსტანტინეპოლი ჯიუტად ქადაგებს „ახალ ჰუმანისტ-ურ სახარებას", რომლის არსიც „ეკლესიათა" გაერთიანებაა, დაფუძნე-ბული ურთიერთსიყვარულით ნაკარნახევ კომპრომისზე, ხოლო შემ-დეგ – მთელი კაცობრიობის გაერთიანება. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ პატრიარქს კავშირი აქვს მასონურ მოძრაობასთან, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ბევრი მისი იდეა, როგორც მის წინამორბედ-ორეულთა იდეები, გაცილებით მეტადაა გამსჭვალული მსოფლიოს გაერთიანების შესახებ მასონური თეორი-ების სულით, ვიდრე ქრისტიანული სახარების სულით.
ყველა მსგავსი ეკუმენისტური განცხადება პრაქტიკაში მხარდაჭერ-ილია კონსტანტინეპოლელი იერარქების მოქმედებებით. ასე, მაგალ-ითად, 05.02.1975 წლის გაზეთ „ორთოდოქსოს ტიპოსის [2]" მოწმო-ბით, ჟენევაში მათლმადიდებლებისა და პროტესტანტების შეხვედრის დროს ტრანუპოლელმა მიტროპოლიტმა დამასკინმა მართლმადიდებ-ლური ტაძარი დაუთმო გერმანელ მთავარეპისკოპოს კუნცს პროტეს-ტანტული მესის აღსავლენად. და პროტესტანტებმაც იმსახურეს წმი-ნდა მართლმადიდებლური ტრაპეზის წინ და მართლმადიდებლების წმინდა ჭურჭლებიც კი გამოიყენეს! აი, ნამდვილად უპრეცენდენტო „სტუმართმოყვარეობა"! [15]
მთელი ეს მოღვაწეობა, ღრმად გამსჭვალული იმ რწმენით, რომ და-დგა ეკლესიათა გაერთიანების აუცილებლობა, - თითქოს ეკლესიას აკლდეს ერთიანობა, და, აქედან გამომდინარე, აკლდეს სისავსე, - არ-სებითად არის „დიდი მსოფლიო კრებისათვის" მზადება, რომელსაც უკვე არაერთი ათწლეულია ჯიუტად ამზადებს კონსტანტინეპოლი. არ არის ძნელი გავიგოთ, რომ საუბარია უნიატურ კრებაზე, რომე-ლზეც ასეულობით ქრისტიანული ერესები კრებსითად შეუერთდება მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას [3]. ზემოთ მოყვანილი ფაქტებ-ის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ადვილად წარმოვიდგინოთ ამ კრების შესაძლო სცენარი, ასევე მოქმედ პირთა სენტიმენტალური რიტორიკა. ეს ხასიათი განსჭვრიტა არქიმანდრიტმა იუსტინემ, რომე-ლმაც სერბული ეკლესიის სინოდს მიწერა მიმართვა, რომელშიც იგი აფრთხილებს მას თანამედროვე ისტორიულ პირობებში ამგვარი კრე-ბის ჩატარების საშიშროების შესახებ.
კონსტანტინეპოლის პირველიერარქთა გვერდით, რომელთა ეკუმე-ნისტურ განცხადებებს უზარმაზარი წონა აქვს, რადგან მეტად მაღალ დონეზე კეთდება, არსებობს ეკუმენიზმის ბევრი სხვა მიმდევარიც, რომლებიც თავიანთი კადნიერებით ზემოთხსენებულ მოღვაწეებს ბე-ვრად აჭარბებენ.
მღვდელმონაზონი საბა იანიჩი