1972 წელს კონსტანტინეპოლის ტახტზე პატრიარქი ათინაგორა პატ-რიარქმა დიმიტრიმ შეცვალა. ბევრს სჯეროდა, რომ ათინაგორას მემკვიდრე სხვა გზას აირჩევდა, რადგანაც საუბარი იყო ადამიანზე, რომელიც სხვა შესაძლო კანდიდატთა შორის (მაგალითად ისეთებისა, როგორიც იყო თავისი ეკუმენისტური შეხედულებებით საყოველთა-ოდ ცნობილი ამერიკის მთავარეპისკოპოსი იაკობი) მკვეთრად გამო-ხატული ეკუმენისტური განწყობით არ გამოირჩეოდა. თუმცა მისი სიტყვიდან, რომელიც აღსაყდრების დროს წარმოთქვა, ცხადი გახდა, რომ მას თავისი წინამორბედის პოლიტიკის გაგრძელება ჰქონდა განზრახული. მოგვყავს მისი სიტყვები: „ამ ადგილიდან, როგორც წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიის თანასწორთა შორის პირველი, მივესალმები უწმინდესსა და უნეტარეს რომის პაპ პავლე VI–ს, - მთელ ქრისტეს ეკლესიაში პირველს თანასწორთა შორის, პატივცემულ უფროს ძმას, ძველი რომის ეპისკოპოსსა და დასავლეთის პატრიარქს, ასევე ძველი სამოციქულო ეკლესიების უნეტარეს მეთაურებს, მაღა-ლყოვლადუსამღვდელოესობას კენტერბერიის მთავარეპისკოპოსს, ძველკათოლიკური ეკლესიის პატივცემულ მეთაურსა და ყველა ქრისტიანულ ეკლესიათა აღმსარებლობათა მეთაურებს, და მათთან ერთად ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს... გამოვხატავ ჩემს მტკიცე განზრახვას, ვუერთგულო მსოფლიო პატრიარქის საქმეს, მივყვე ჩემი წინამორბედის, განსვენებული პატრიარქ ათინაგორა I-ის დიადსა და წმინდა გზას, რომელსაც ქრისტიანთა შორის თანხმობისა და ერთო-ბისაკენ მივყავართ. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ისლამთან, ასევე სხვა მონოთეისტურ რელიგიებთან...".
ყურადღება მივაქციოთ პატრიარქის პირველ სიტყვებს. ისინი აშკა-რად გამოხატავენ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც მართლმადიდე-ბელი ეკლესია არ წარმოადგენს ერთადერთ ქრისტეს ეკლესიას და კონსტანტინეპოლის პატრიარქი, როგორც პირველი თანასწორთა შო-რის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამასთან უკვე აღარ არის პირველი თანასწორთა შორის ქრისტეს ეკლესიაში, რადგან ეს ადგილი რომის პაპს ეკუთვნის. და კიდევ ერთი აღსანიშნავი მომენტი: ფანარა ისე იქცევა, თითქოს არანაირი განხეთქილება არ არსებობდეს, თითქოს რომის „ეკლესია" ათი საუკუნის წინ არ განუდგა ღვთის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას.
პატრიარქ დიმიტრის არჩევის წინა დღეს, სახელდობრ 15 ივლისს, ლიტურგიის დროს წმინდა გრიგოლის საპატრიარქო ტაძარში მღვდე-ლმა პანაიოტის ხინარასმა კონსტანტინეპოლის საყდრის რამდენიმე მიტროპოლიტის თანდასწრებით აზიარა რომო-კათოლიკეთა ტურის-ტების ჯგუფი ბელგიიდან. ამ სკანდალურ მოვლენას მალე პირველი რეაქცია მოჰყვა. „ორთოდოქსოს ტიპოსი" [1] აღნიშნავდა, რომ თუ მისი უწმინდესობა დუმს ამ ფაქტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ „ახალ პატრიარქ დიმიტრის განზრახული აქვს, გაჰყვეს თავისი წინამორბე-დის ერეტიკულ გზას, რომელიც დამღუპველია ქრისტეს დიდი ეკ-ლესიისათვის" [1].
სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიებისა და არაქრისტიანულ რელ-იგიათა მიმართ თავისი პოზიციის დასაცავად პატრიარქი ჩვეულე-ბრივ ეკუმენისტურ ლექსიკონს იყენებს. მისთვის ერეტიკოს-მონოფი-ზიტი კოპტები და მართლმადიდებლები „ერთმანეთისათვის უცხონი არ არიან, უბრალოდ განყოფილნი არიან ერთმანეთისაგან". პაპისტები, მისი აზრით, არიან ქრისტესმიერი ძმები, რომელთაც ლიტურგიის ჟამს საკურთხეველში ყოფნა არ ეკრძალებათ (როგორც ეს პაპისტი მღვდლის, ედმონდ ვუტსინის შემთხვევაში იყო, რომელიც, ბერძნული რომო–კათოლიკურ ჟურნალ „Καθολικη"-ის მიხედვით, ქალკედონელი მიტროპოლიტის ხელდასხმისას უშუალოდ წმინდა გიორგის ტაძრის პატიოსანი ტახტის სიახლოვეს იდგა.
პატრიარქი დიმიტრი ბაირამობის დღესთან დაკავშირებით მუსულ-მანებისადმი მიმართულ ეპისტოლეში წერს: „ერთ დიად ღმერთს, რომელთა შვილებიც ჩვენ ვართ, ვისიც გვწამს და რომელსაც თაყვანს ვცემთ, სურს, რომ ჩვენ ყველანი ძმები გავხდეთ და ყველანი ვცხონდეთ". მართალია, ძნელი გასაგებია, როგორ შეიძლება ღვთის შვილები იყვნენ ისინი, რომლებიც არ იღებენ მის მხოლოდშობილ ძეს, და რა ძმობასა და ერთობაზე შეიძლება იყოს სიცრუით საუბარი? [2] ღმერთს ნამდვილად სურს ყველა ჩვენგანის ცხონება, მაგრამ არსებობს მხოლოდ ერთი სახელი, რომლითაც ჩვენ ვცხონდებით – იესო ქრისტეს სახელი. რა თქმა უნდა, ეკუმენისტები თვლიან, რომ ჩვენი მოვალეობაა, მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებით განვანათლოთ შემცდარნი და რომ აუცილებელია, ვუქადაგოთ იგი მუსულმანებს, ბუდისტებსა და სხვებს. მაგრამ განა ჩვენ შევძლებთ, მოვაქციოთ ისინი მათთვის ბაირამობის დღესასწაულის მილოცვითა და შემრიგებლური სიტყვების წარმოთქმით, რომ ჩვენ ყველანი ძმები ვართ და სიკეთე უნდა ვაკეთოთ, ამასთან არაფერი ვთქვათ იმ ჭეშმარიტებაზე, რომ მათი სარწმუნოება „სიცრუის მამისგანაა". განა წმინდა ახალმოწამენი ულოცავდნენ თურქებს მათ უღმერთო დღესასწაულებს? განა ამას აკეთებდა წმინდა კოსმა ეტოლიელი და ქრისტეს ეკლესიის რომელიმე სხვა წმიდანი? განა წმინდა მამები ულოცავდნენ ერეტიკოსებს მათ დღესასწაულებს და ესწრებოდნენ მათ ხელდასხმებს, რათა მისალ-მებოდნენ სიხარულის შეძახილით „აქსიოს"? ბოლოს და ბოლოს, განა წმინდა მამები ცდებოდნენ ან ღვთის სიყვარული აკლდათ, როცა ამოწმებდნენ ღვთის ჭეშმარიტებას, აღიარებდნენ რა მას ცხონების ერთადერთ შესაძლებლობად?
იმის მტკიცება, რომ ეკუმენისტურ მოძრაობაში ჩვენი მონაწილეო-ბით ვეხმარებით არამართლმადიდებლებს მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების შეცნობაში, - მხოლოდ ცარიელი საბაბია ან უკეთეს შემთხვევაში აშკარა ნიშანია უკიდურესი გულუბრყვილობისა და დიდი დაბნეულობისა. ბოლო ათწლეულების მანძილზე რამდენჯერ შევძელით „განგვენათლებინა" ანგლიკანები, ლუთერანები და სხვა პროტესტანტები, რომლებიც ახლა მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა თანდასწრებით კადნიერდებიან და ხელს ასხამენ ქალ მღვდლებს, ღიად იცავენ ჰომოსექსუალიზმს, ხელს უწყობენ სარწმუნოების საკითხებში სინკრეტიზმის განვითარებას? რამდენი პაპისტი მოვაქ-ციეთ, რომლებიც დაუფარავად უჭერენ მხარს უნიატების ავაზაკურ მოღვაწეობას უკრაინასა და რუმინეთში, და რომლებიც იოტისოდ-ენადაც არ დაუტევებენ ღვთისმგმობ სწავლებებს „პაპის საღვთოუზე-ნაესობის დამყარების", წმინდა სამების ერთობის არასწორი გაგებისა და სხვა ერეტიკული მტკიცებების შესახებ? როგორ მოხდა, რომ ჩვენ, სიყვარულის დიალოგის თანამონაწილენი, ასეთ „შთამბეჭდავ" შე-დეგებამდე მივედით? ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ ცრუ სიყვარულს ვქადაგებდით, სიყვარულს, რომელიც ჭეშმარიტებას არ ეფუძნება. ჩვენ პირმოთნე სენტიმენტალიზმი ავირჩიეთ. წმინდა მაქსიმე აღმსა-რებელი პირდაპირ ამბობს: „გირჩევთ, ერეტიკოსებს არ დაეხმაროთ, - მხარი არ დაუჭიროთ მათ უგნურ რწმენაში, რადგანაც სიყვარულს არ ვუწოდებ, არამედ ვუწოდებ კაცთმოძულეობას, როდესაც ვინმე მწვა-ლებლურ ცდომილებას უწყობს ხელს, რითაც კიდევ უფრო უცილ-ობელი წარწყმედისაკენ მიჰყავს ისინი, რომლებიც შემცდარნი არიან". ვიღაცას შეუძლია თქვას, რომ ეკუმენისტები მხარს არ უჭერენ მწვა-ლებლობას, არამედ მართლმადიდებლობის ერთადერთ ჭეშმარიტე-ბულობას ამოწმებენ. უდავოდ, ბევრი მართლმადიდებელი ეკუმენ-ისტი მონაწილეობს ამ მოძრაობაში მეტად კეთილი, გულწრფელი ზრახვებით, მაგრამ მოდით დავსვათ კითხვა: როგორ შეიძლება რომელიმე პაპისტი ან პროტესტანტი დარწმუნდეს იმაში, რომ მარ-თლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი და განუყოფელი, ხოლო ყველა სხვა საეკლესიო ორგანიზაციები - მწვალებლური, თუკი მართლმადიდებელი ეპისკოპოსები ყველანაირ პატივისცემას გამოხა-ტავენ მიმდინარე მოვლენების მიმართ, ესწრებიან მწვალებელთა ღვთისმსახურებას, მათ ეპისკოპოსებთან ერთად ლოცავენ ხალხს, მონაწილეობას იღებენ მათ „ღვთისმსახურებების" ცალკეულ მომენტ-ებში, არაფერს ვამბობთ ისეთ უკიდურეს შემთხვევებზე, როგორიცაა მწვალებელთა გადანათლვის აკრძალვა, მათი „წმინდა საიდუმლოე-ბების" აღიარება, ერთობლივი ზიარება. ყველა ეს ნაბიჯი განამტ-კიცებს ერეტიკოსებს იმ რწმენაში, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და არ არის საჭირო რომო-კათოლიკების მართლმადიდებლობაში გადმო-სვლა, რომ შეიძლება შეინარჩუნონ თავიანთი „ადგილობრივი საეკ-ლესიო გადმოცემა" და ასე ცხონდნენ.
ამ კონტექსტში არ არის ძნელი გავიგოთ, რატომ არის უნიატებისა-თვის ასე მნიშვნელოვანი დასავლური კალენდრის შემოღების საკი-თხი. არ არის მარტივი დაარწმუნო უბრალო ხალხი, რომელიც იცავს თავის რწმენასა და აღნიშნავს თავის დღესასწაულებს, რომ ისინი ისეთივენი არიან, როგორც ლათინები; მაგრამ თუ ჩვენ ერეტიკო-სებთან ერთად ვიდღესასწაულებთ საეკლესიო დღესასწაულებს, არ-გუმენტები უფრო წონადი გახდება. საერთოდ კი დასავლეთი მართ-ლმადიდებლობით უფრო არქეოლოგიური და ესთეტური კუთხით ინტერესდება, ჰპოვებს რა მასში უზარმაზარი სულიერი სიმდიდრის გამოხატულებას, და არა ღმერთკაცობრივი ჭეშმარიტების არსით. ალბათ ისეთებიც მოიძებნებიან, რომლებიც თავიანთი პოზიციის დაცვისას დაიწყებენ მტკიცებას: არ იქნებოდნენ მართლმადიდებლო-ბაზე მოქცეული პაპისტები, რომ არა ჩვენი ეკლესიის ეკუმენისტურ მოძრაობაში მონაწილეობაო. მაგრამ საქმე ისაა, რომ პროტესტანტე-ბისა და პაპისტების მართლმადიდებლობაზე მოქცევაზე გავლენა დასავლეთში მოღვაწე ეკუმენისტებმა კი არ მოახდინეს, არამედ უპირ-ველესად მათ, რომლებიც მართლმადიდებლურად, წმინდა მამათა სწავლების მიხედვით ცხოვრობენ და აზროვნებენ (ხოლო ამ დიდ სულიერ მოძღვართა შორის არცერთი ეკუმენიზმის დამცველი არ არის). მოქცეულთა დიდმა ნაწილმა მართლმადიდებლობაზე გადმოს-ვლის გადაწყვეტილება წმინდა მთაზე მიიღო, რომელიც მართლმა-დიდებლური ტრადიციონალიზმის ყველაზე მძლავრი ბასტიონია. თუმცა ამასთან დაკავშირებით ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ბევრ მა-თგანს არც თუ მცირე შრომა დასჭირდა იმისათვის, რათა ეპოვა ეპისკოპოსი, რომელიც დათანხმდებოდა მართლმადიდებელ ეკლე-სიაში მიეღო ისინი, რადგან მრავალს არ უნდოდა რომთან ურთიერ-თობის გაფუჭება. და დღესაც ათონელი მამები საიდუმლოდ ნათლ-ავენ ერეტიკოსებს, რადგანაც კონსტანტინეპოლის მიერ ეს ოფიცია-ლურად აკრძალულია. სწორედ ეს არის ნამდვილი სახე ეკუმენიზმისა. (გაგრძელება იქნება...)
1. Ορθοδοξος τυπος N 167-168.
2. მუსულმანებთან ძმობის პრობლემასთან დაკავშირებით ვიმეორებთ სერბი განმანათლებლის, მეუფე ნიკოლოზის (ველიმიროვიჩის) სიტყ-ვებს: „ღმერთი - ყველა ადამინის შემოქმედია. მაგრამ ღმერთი მამაა მხოლოდ მათთვის, ვისაც სწამს ძე ღვთისა და ღვთის შვილობა. „ყოველმან, რომელმან უარ-ყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა; და რომელი აღიარებს ძესა, მამაცა მის თანა არს" (1 იოან. 2, 23). ყველა ადამიანი - ღვთის ქმნილებაა და პოტენციურად ღვთის შვილია. მაგ-რამ ღვთის ჭეშმარიტი შვილები არიან ისინი, „რაოდენთა იგი შეიწ-ყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი. რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ხო-რცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს" (იოან.1, 12–13). სწორედ ამ განსხვავებას ქრისტიანებსა და არაქრის-ტიანებს შორის, შობილთა და შექმნილთა შორის, დღეს განსაკუთ-რებულად უნდა გაესვას ხაზი, ჩვენი ჟამის ვულგარული პროპაგანდის დროს იმის შესახებ, რომ ყველა მოძღვრება ერთნაირია, როცა მთები დაბლობებამდე დაბლდებიან, და არა დაბლობები მაღლდებიან მთე-ბამდე".
მღვდელმონაზონი საბა იანიჩი