ციხე-სიმაგრეში იყო კიდევ სხვა, სულიერი ციხე-სიმაგრე - საფლავი მოციქულ სიმონ კანანელისა, კოლხეთის განმანათლებლისა. მრავალი წლის წინ ქალაქი სამარია ასურელთა ჯარით იყო ალყაშემორტყმული. საშველი არ ჩანდა. ისრაელის მეფე ქალაქის კარიბჭის გაღებას და მტრისთვის დანებებას აპირებდა. მეფის გვერდით წინასწარმეტყველი ელისე იყო, რომელიც სამარიის გათავისუფლებისათვის ლოცულობ-და. მან უთხრა მეფეს, რომ ის იხილავდა სასწაულს. იმავ ღამეს ას-ურელებმა ბანაკი და ნადავლი დატოვეს და იქაურობას აუხსნელი შიშით გაეცალნენ.
არაბებმა ანაკოფიას კედლის სანგრევი იარაღი მიადგეს. ტარანების დარტყმამ მთები შეძრა და მისი რკინის ბოლოები ურჩხულის კბი-ლებივით ჩაეჭიდა კედლებს.
მურვან ყრუმდე 2 ათასი წლით ადრე ეგვიპტის ფარაონი მისდევდა მოსეს, რომელიც ისრაელიტელებს მიუძღოდა უდაბნოში. უცებ გაქცე-ულებმა წითელი ზღვა დაინახეს და შეძრწუნდნენ. დამალვა შეუძ-ლებელი იყო: წინ ზღვის ტალღები იყო, უკან ფარაონის ჯარი.
ანაკოფია ყოველი მხრიდან ალყაში მოექცა: აღმოსავლეთით მთები ერტყა, დასავლეთით ზღვა, ირგვლივ არაბთა ჯარი, რომელიც შეტე-ვისათვის ემზადებოდა.
უფალმა უთხრა მოსეს: „რასა ჰჴმობ ჩემდა მომართ?"1 დუმდა მოსე, მაგრამ გული მისი უხმოდ შეჰღაღადებდა ღმერთს, მან თითქოსდა გული შემოიფლითა, როგორც სამოსი გლოვისას. მოხდა სასწაული: წინასწარმეტყველის ლოცვას დამორჩილებული ზღვა გაიპო და მოსეს გზა მისცა. ილეოდა ანაკოფიის დამცველთა ძალები. მეფე მირი, არჩ-ილის უფროსი ძმა, სისხლისაგან იცლებოდა. რჩებოდა ერთადერთი, მაგრამ ყველაზე მძლავრი იარაღი - ლოცვა. არჩილ მეფე მოციქულ სიმონის საფლავთან დაემხო და ისე ლოცულობდა, თითქოსდა მისი გული სიტყვებს კი არა, სისხლს ამოთქვამდა, იმის მსგავსს, მის ძმას რომ სდიოდა ჭრილობებიდან.
შეისმინა უფალმა მეფის ვედრება, როგორც ერთ დროს მოსესი: ცა ტყვიისფერმა ღრუბელმა დაფარა, როგორც წარღვნის წინ. გეგონებოდა ზღვამ აიწია და თასივით გადმობრუნდა დედამიწაზე. ჩანჩქერივით თავსხმა ყრუ კედელივით დაატყდათ არაბებს; თითქოს მთებში ჩამა-ლული წყლების უფსკრული გაიხსნაო, მთის კალთებზე ღვარცოფი დაეშვა. ზღვამ ნაპირები გადმოლახა, ბანაკის ნაწილი და იქვე ახლოს მდგარი სანგრევი მანქანები წალეკა: თითქოს ტალღები ვეება ხაოიანი ენით ლოკავდნენ ნაპირს.
როცა მოსემ ხალხთან ერთად ზღვის ფსკერი გაიარა, ზღვამ პირი შეკრა და ფარაონის ჯარი დაფარა, როგორც ფარავენ საერთო საფლავს.
მურვან-ყრუმ, ამ სასაკლაოს შემდეგ, ჯარის ნარჩენებით ქვეყნის სი-ღრმეში, სამეგრელოში დაიხია. ის მტრისაგან დევნილივით გაურბოდა გამძვინვარებულ სტიქიას, მაგრამ აქაც ახალი დამარცხება ელოდა: ორმა მდინარემ2, რომელთა შორისაც არაბთა ბანაკი იყო განლაგებ-ული, თავსხმისაგან ნაპირი გადმოლახა. ისინი ტყიდან გამოცვენილი ლომებივით დააცხრნენ ნადავლს. ქუხილი, წვიმის ხმაური და გუ-გუნი სწრაფი დინებისა, რომელსაც ფესვიანად მოთხრილი დიდრონი ხეები მიჰქონდა და ქვებს მიაგორებდა, ადამიანთა ყვირილსა და მოთქმას ახშობდა, თითქოს ზღვის დასახმარებლად მდინარეები მო-ვიდნენ, როგორც უმცროსი დები. აზიის განმგებელმა კოლხეთის ჭა-ობებით სამხრეთისაკენ დაიხია. ალაფის ნაცვლად მურვანის მეომ-რებს ტანისამოსზე მიკრული ტალახიღა მიჰქონდათ თან.
მტერი წავიდა: დაჭრილი მხეცი ბუნაგში შეხოხდა, ტყის ხანძარი ჩა-ქრა, მაგრამ ქვეყანა ნანგრევებში და ფერფლში იწვა. სოფელში შე-სული მგზავრი იშვიათად თუ დაინახავდა ვაზივით დახვეულ კვამლს კერიის თავზე, ღამით კი სარკმელში ვარსკვლავივით მოციმციმე სინ-ათლეს. ქალაქის შემოგარენს ტურების კივილი და მძორის მაძებარი ყვავების ყრანტალი აყრუებდა.
არჩილ მეფე მამა იყო თავისი ტანჯული ხალხისა. როგორც სამარი-ტელი, სახარების იგავიდან, მის სისხლმდინარე იარებს კურნავდა. დაფლეთილი ქვეყანა თითქოს მხრებზე ჰქონდა მოკიდებული. საქარ-თველოში გაზაფხული დგებოდა. მთებს შეფარებული ხალხი საცხო-ვრებლებს უბრუნდებოდა, როგორც თოვლიანი ზამთრის შემდეგ დაბ-რუნებული ფრინველები ეძებენ მიტოვებულ ბუდეებს. აბალახებული მიწა ხორბლის ოქროს ფარჩით დაიფარა; ზარებმა ქალაქები და სოფ-ლები აახმაურა, ველ-მინდვრები კი მხვნელ-მთესველთა სიმღერამ. ციხე-სიმაგრეები გამოღვიძებული მეომრებივით ნანგრევებიდან დგე-ბოდნენ, რათა ქვის მკერდით კვლავ დაეცვათ საქართველო.
არჩილის მეფობის ჟამს მოხდა ამბავი, რომელმაც შემდგომში უზარ-მაზარი მნიშვნელობა შეიძინა ქვეყნის ისტორიისათვის. ბიზანტიიდან საქართველოში პანკრატოვანთა გვარის დიდებულები ჩამოვიდნენ. აქედან წარმოიშვა გვარი ბაგრატიონი. ისინი დავით მეფსალმუნისაგან წარმოდგებოდნენ და იოსებ დამწინდველის ძმის, კლეოპას ჩამომა-ვლები იყვნენ. ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს დროს მათი ოჯ-ახი მოინათლა. ისინი იმპერატორის სამსახურში დადგნენ და სიმამა-ცითა და სამხედრო წარმატებებით გაითქვეს სახელი. მეფე არჩილმა მათ ტაო-კლარჯეთის მიწები მისცა, შემდეგ კი წილი უბოძა კახეთში - ერთადერთ მხარეში, რომელიც არაბებს არ დაუპყრიათ.
ბაგრატიონთა საგვარეულო ღერბზე უფლის კვართი, დავითის ქნარი და შურდულია გამოსახული, რომლითაც ჭაბუკმა მეფსალმუნემ გოლ-იათი განგმირა. არჩილ მეფისა და მისი მემკვიდრის, ხოსროიანთა შო-რის უკანასკნელის - იოანეს გარდაცვალების შემდეგ საქართველოში ბაგრატიონთა დინასტია გამეფდა, რომელიც ხალხის თვალში საქართ-ველოს და პალესტინის შემაერთებელ სულიერ ჯაჭვს წარმოადგენდა. ქართველ მეფეებს კი - დავით მეფის წმიდა შტოსთან აკავშირებდა, რომლიდანაც მიწაზე მოსვლა კეთილინება უფალმა.
ბაგრატიონთა დინასტიის მეფეებს მიეკუთვნებიან საქართველოს ეკ-ლესიის წმიდანები: დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, დიმიტრი თავ-დადებული, ქეთევან დედოფალი და ქართლის მეფე ლუარსაბი. ეს სახეები მართლმადიდებლობის ჩირაღდნებად იქცნენ, მათი საქმენი - მომავალი თაობებისათვის მაგალითად, ხალხისადმი მათი სიყვა-რული და ქვეყნისათვის ზრუნვა კი ანდერძად იმ მმართველთა-თვის, რომლებსაც ისტორია ხელისუფლებას აბარებდა. საქართვე-ლო განუყოფელი გახდა მათი სახელებისაგან.
მეფე არჩილის სიცოცხლის ბოლოს საქართველოს თავზე ურჩხულის ფრთებივით კვლავ შავი ღრუბლები დაეკიდა. ხალიფატში შინაომების შემდეგ ამირა ასიმმა ხელისუფლება ხელთ იგდო და არჩილ მეფეზე შურისძიება გადაწყვიტა, რადგანაც მან უარი თქვა დინასტიურ ბრძო-ლაზე, სადაც ხელისუფლების მოსაპოვებლად შვილი მამას ახრჩობდა, დედას სწამლავდა, ძმა ძმას ხანჯალს სცემდა ზურგში.
არაბული შენაერთებით ამირა საქართველოს საზღვრებში შემოიჭრა, ქვეყანა კვლავ გაპარტახების საფრთხის წინ დადგა. შემოსევა მოულო-დნელი იყო. არჩილი არაბებს ქრისტიანებზე დაკისრებულ ხარკს ყო-ველწლიურად უხდიდა, რასაც „სიცოცხლის გამოსასყიდი" ერქვა. მეფ-ემ ლაშქრის შეყრა ვერ მოასწრო, საეჭვო იყო, რომ ის ძლიერ ხალიფატს შებრძოლებოდა. ამიტომ ამირასთან მისვლა და სისხლისღვრის თავი-დან აცილება არჩია. იმან ღირსეულად მიიღო მეფე, შეეგება და და-პირდა, რომ საქართველოს არ ააოხრებდა. მაგრამ არჩილის მტრებმა ამირას ამბავი მიუტანეს, რომ მეფემ იცოდა ადგილი, სადაც ბიზან-ტიის იმპერატორ ირაკლის მიერ სპარსეთიდან წამოღებული განძი ინახებოდა და არაბებს უმალავდა. ასიმმა მეფისათვის ბორკილის დადება და სასამართლოზე მიყვანა ბრძანა. არჩილმა ამირას უპასუხა, რომ მას ჯერ კიდევ ბავშვობაში გაეგონა პაპისაგან ბიზანტიელების მიერ სპარსეთის შაჰის, ხოსროს საჭურჭლის მოტაცების შესახებ, რო-მელიც სამშობლოში წაიღეს, ნაწილი ქუთაისში დატოვეს, მაგრამ შე-მდგომ, არაბების შიშით, დარჩენილი ოქროც კონსტანტინოპოლში გა-ამგზავრეს. ამირამ ისედაც იცოდა, რომ ეს ბრალდება ცრუ იყო: ბე-რძნებს არ სჩვეოდათ თავიანთი ხორბლის სხვის ბეღელში შენახვა, მაგრამ გადაწყვიტა ტყვე ცოცხალი არ გაეშვა. არჩილ მეფე ხალხს უყ-ვარდა და ასიმის წინამორბედნიც პატივს სცემდნენ, უზურპატორ-ისათვის კი ეს ყველაზე დიდი დანაშაულია, რისთვისაც არ არის და-ნდობა. მეფის ბედი გადაწყვეტილი იყო. ამირამ მას ისლამის მიღება მოსთხოვა და წამებითა და სიკვდილით დაემუქრა. მეფემ უპასუხა, რომ მისთვის რწმენისაგან განდგომაა სიკვდილი. ქრისტესთვის მო-წამეობა კი - საუკუნო სიცოცხლეა. ამირამ იცოდა, რომ მეფეს ტანჯვა ვერ გასტეხდა და მისთვის მაშინვე თავის მოკვეთა ბრძანა. ჯალათი ბრძანებას დაემორჩილა და ტყვე ბანაკიდან არც კი გამოუყვანია, თავი ისე მოკვეთა ამირას კარვის შორიახლოს. ტანი მხეცებს მიუგდეს, მაგრამ ისინი, თითქოს თაყვანი სცესო, არც კი მიჰკარებიან. იწვა მეფე მინდორზე და ხრწნის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა. სოფელ ტბის მცხოვრებლებმა ჩუმად გამოიტანეს მოწამის სხეული და მთებში, სოფელ ნადოკრაში, არჩილის მიერ აშენებულ ტაძარში დაკრძალეს, თითქოს სიცოცხლეშივე მოიმზადა მეფემ განსასვენებელი. ეს ტაძარი ხშირი ტყით დაფარულ მთის ფერდზე დგას. აქ ყოველთვის სიჩუმეა. მარტოხელა ჩიტის გალობა და ხეთა შრიალიც არ არღვევს მეფის მარადიულ ძილს. აქ ჰაერი რაღაც განსაკუთრებული სისუფთავითაა გაჯერებული, თითქოს მეფის სუნთქვითაა განწმედილი. ეს მთა ჰგავს ტახტს, რომლიდანაც მეფე არჩილი თავის სამფლობელოს გადაჰყუ-რებს.
გეჩვენება, რომ ტაძრის ბინდბუნდში უხილავი სინათლეა, მეფის საფლავის ქვაზე კი წერია სიტყვები: „ესე არს ადგილი, რომელიცა შევიყვარე; ესე არს საუკუნო განსასვენებელი ჩემი".
1გამოს. 14, 15.
2იგულისხმება მდ. აბაშისწყალი და მდ. ცხენისწყალი. იხ. ს. ყაუხჩიშ-ვილის „ქართლის ცხოვრება; ჯუანშერის ქრონიკა" (ტ. 1, გვ. 237).