სულიერი ზეცა - ნათელი სულების სავანეა, კოსმოსი კი - ადამიანი-სთვის მიცემული თვალშეუდგამი სამეფო. ეს არის ერთი მხატვრის მიერ დაწერილი ორი სურათი, ერთი შემოქმედის მიერ შექმნილი ორი სამყარო, ერთმანეთის მსგავსი და განსხვავებული, ერთმანეთს დაშო-რებული და ამავდროულად ურთიერთგანმსჭვალავი. ეს ყოფიერების ორი ფორმაა, რომელთაგან ერთი ჩამოყალიბების პროცესშია, დროის დინებაშია; მეორე - ადამიანური ენით აუწერელ, გონმიუწვდომელ, სულისთვის უცნობ მარადისობაში, რომელიც თავისთავად ჯერაც გა-უცხადებელ საიდუმლოს წარმოადგენს. მაგრამ აქ, კოსმოსის ამ სურა-თებში, არეულ ჩრდილებს, ნიშნებს და სულიერი ზეცის სიმბოლოებს ვხედავთ. ამ სიმბოლოთა მეშვეობით სასრული უსასრულოს ეხება, ხო-ლო მარადისობის ფერმკრთალ ჩრდილებს სული მთრთოლვარე აღტ-აცებაში მოჰყავთ. მიწიერი ცხოვრება, ზეცას მოწყვეტილი, მარადის-ობის პერსპექტივის დამკარგავი, იქიდან ამოვარდნილი, როგორც ბა-რტყი ბუდიდან, ღვთაების შუქით გაუსხივოსნებელი - უაზრო ტრაგე-დიად, სულისა და იმედების მსხვრევად, გამუდმებულ მოწამეობად იქცევა, მაგრამ მოწამეობად არა ქრისტესთვის, არამედ ვნებათა მეხო-ტბის, ეშმაკისათვის. ეს არის წინააღმდეგობრიობათა გორგალი, რომ-ლის გამოხსნაც შეუძლებელია. მაგრამ ჩვენი სული ზეცის ნაწილაკია. თუკი ის თავისი ზეციური სამშობლოს ძებნას და მარადისობისაკენ სწრაფვას დაიწყებს, მისთვის მიწიერი ცხოვრება გაიხსნება არა როგ-ორც შემთხვევითობათა ჯაჭვი, არამედ როგორც ამოცანა, რომელიც უნდა ამოიხსნას; როგორც ბრძნული იგავი, რომელიც უნდა განიმარ-ტოს; როგორც გამოცანა, რომელიც უნდა გამოვიცნოთ და მაშინ ად-ამიანის სული დროებითში მარადიულის, ხრწნილებისა და სიკვდ-ილის სამყაროში - უკვდავების, ხოლო ამ ცხოვრების ბინდში - ჩა-უმქრალი სულიერი ნათლის ძიებას დაიწყებს. მაშინ ქვეყნიერების ხილული სურათები იქცევიან ასოებად, რომლებითაც დიადი პოემა იწერება, ან სიმებად, რომლებთან შეხებითაც სული ღმერთს უგალობს. როდესაც ღირს ანტონ დიდს ჰკითხეს, თუ მან, უმეცარმა, როგორ შე-იძინა ისეთი დიადი სიბრძნე, რომ ფილოსოფოსებს აღემატა, ღირსმა ანტონმა უპასუხა: „ჩემს წინ გადაშლილი წიგნია, რომლის ერთი გვე-რდი მიწაა, მეორე კი - ზეცა და მე ამ წიგნით განვისწავლები".
მთები - ეს ასკეზის სიმბოლოებია; ვეება ქვები მოღვაწის სულის სი-მტკიცეა; მთის ბილიკები ხელთუქმნელი ტაძრის საფეხურებით გონე-ბის აღსვლაა ღმერთთან; უფსკრულები და კლდის ქიმები განსაცდე-ლები და დემონური ცდუნებებია სულიერ გზაზე; ბინდში, თითქოსდა ნისლის გროვაში გაწოლილი ხეობები მისტიკური ჭვრეტის საიდუმ-ლოებანია. მთის ქვიან, დაღარულ ფერდობებზე მორაკრაკე ნაკადულ-ები - გულში აჟღერებული ლოცვაა; თოვლით დაფარული მწვერვა-ლები - ეს სულია, რომელიც ღმრთაებისკენაა მიმართული და მის შუქს ირეკლავს; მთებზე შემოხვეული, საჰაერო კუნძულებივით ღრუ-ბლები წვიმისა, - ღვთის მადლია, მეუდაბნოეთა გულებს რომ ავსებს ზეციური წვიმით; ცის ლაჟვარდი - მარადისობის სახეა, ღვთაებრივი სილამაზის ჩრდილია, რომელიც ადამიანისთვის ისევე იხსნება ლოც-ვაში, როგორც ცა გარღვეულ ღრუბელში; მყინვარები კი სახეა სიწმი-ნდისა და უვნებობისა. რაც მეტად მაღლა მიიწევს მთებში მგზავრი, მით ნაკლებ ბალახსა და ყვავილს ხედავს. იქ ხუნდებიან საღებავები, ცისარტყელას ფერები თითქოს თავიანთ პირველქმნილ ნათელში ბრუნდებიან. რაც უფრო ახლოა ადამიანი ღმერთთან, მით ნაკლები რჩება მასში გრძნობიერი, ემოციური, მშვინვიერი, მით მეტად იკრიბე-ბა მისი გონება, მით ნაკლებ სიტყვას საჭიროებს ლოცვა, რომელიც მის გულს ერთვის. და აი, მოღვაწე თავის გარშემო ქვათა ახლებურ სილ-ამაზეს ხედავს. თითქოს მის წინაშე ბაღია უმშვენიერესი ქვის ყვავი-ლებით, თითქოს მთათა ქიმები და ფლატეები მიწაში ფესვებით ჩა-ზრდილი ვეება მცენარეებია.
მთების სიჩუმეში ადამიანს ესმის ხმა საკუთარი სულისა, რომელსაც ჩვეულებრივ ვნებები ახშობენ, როგორც ბულბულის შორით გალობას ახშობს ღორების ღრუტუნი და მამლის ყივილი. ის ამ სიჩუმის, თოვ-ლიანი მწვერვალების და გულის მდუმარების სიხარულს განიცდის, თითქოსდა მივიწყებული ბავშვობა დაუბრუნდა; მთა ხომალდად, ქვე-ყანა კი ბობოქარ ზღვად ეჩვენება. დაბლა, ქვეყანაში, ყველაფერი მოძ-რაობს, მირბის, ყველა ბორგავს დროის ორომტრიალში. მთაში კი, თი-თქოს დრო გაჩერდაო, ადამიანი მარადისობის სუნთქვას შეიგრძნობს.
როცა მოღვაწე იესოს ლოცვას ლოცულობს, ეჩვენება, რომ ცაში მოლ-ივლივე არწივი იმეორებს ამ ლოცვას, რომ მთები ჰიმნს უხმოდ უგა-ლობენ ღმერთს, რომ კლდეები ჭაღარა ბერიკაცებივით წრეში დამსხ-დარან და ღმერთზე ფიქრობენ, ლოცვას უსმენენ ნაპრალებში შემალ-ული გველები, ხეები კი მას ფოთოლთა შრიალით იმეორებენ, რომ მთის ხეობებში მოთარეშე ქარი ოხრავს და გაბმით ჩურჩულებს: "შე-მიწყალე, შემიწყალე”.