მრავალ თანამედროვე მისტიკურ სწავლებას საფუძვლად კაბალა უდევს. საიდუმლო სწავლება - კაბალა - ჩვენი წელთაღრიცხვის მიჯნაზე, მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე განათლებულ ებრაელთა წრეში გაჩნდა. კაბალა განმსჭვალულია იმ პერიოდის სხვადასხვაგვარი იდეებით, მასში ვპოულობთ მსგავსებას ბუდიზმთან, დაოიზმთან, ელინურ ფილოსოფიასთან, ეგვიპტურ და ქალდეისტურ მაგიებთან.
შემდეგში კაბალა საფუძვლად დაედო უამრავ "საიდუმლო სწავ-ლებას" - პირველი ქრისტიანული ერესებით, გნოსტიციზმითა და გერმატიზმით დაწყებული, შუასაუკუნოვანი ასტროლოგიით, ალქი-მიითა და თანამედროვე მაგიით დამთავრებული - მასონური ეზოთერიზმის გაგების გასაღებიც კაბალისტურ საიდუმლო სწავ-ლებაშია.
კაბალისტები მიიჩნევენ, რომ მოსემ თორაში (მოსეს ხუთწიგნეული) გაუნათლებლებისაგან დაფარა "საიდუმლო ცოდნა" მატერიალური და სულიერი სამყაროების შექმნის, სულიერ სამყაროში შეღწევისა და მოქმედების შესახებ. კაბალა ებრაელების ყველაზე გასაიდუმ-ლოებული სწავლებაა. ის გადაეცემოდა მასწავლებლიდან მოწაფეს მხოლოდ ხანგრძლივი შემოწმების შემდეგ. ყველა იმ პირს, ვისაც შეხება ჰქონდა კაბალასთან, კატეგორიულად ეკრძალებოდა უმნიშ-ვნელო დეტალის გამხელაც კი.
მაგრამ რა ხდება დღეს? "საიდუმლო სწავლება", რომელიც აქამდე ესოდენ გასაიდუმლოებული იყო ებრაელების მიერ, ყველასათვის მისაწვდომი გახდა. კაბალისტები მიიჩნევენ, რომ ახლა "მოქმედების დრო დადგა" - "საიდუმლო სწავლების" ფართო მასებში გავრცელება დააჩქარებს "მესიის" მოსვლას. კაბალა თავიდან ბოლომდე საიდუმლო ნიშნებზეა აგებული, კაბალისტი, სულიერი მოქმედებების შესწავლის დროს შესაბამის მიკროგამოსხივებებს ღებულობს. ეს გამოსხივება, მათი აზრით, განწმენდს და ამზადებს სულს შინაგანი სულიერი ენერგიების მისაღებად, რომელიც სულში სიამოვნების განცდას იწვევს.
სიამოვნების განცდა - არა მხოლოდ ძირითადი არსი, არამედ კაბ-ალისტის ცხოვრების მიზანია. სულიერი სიამოვნების მატერიალური შენაცვლება კაბალისტების მიერ ღვთისაგან განშორებადაა მიჩნეული. კაბალა ასწავლის სულის სხვა სულებში გადასახლებას, რომლის დროსაც ადამიანის მიერ ჩადენილი საქმეები თავის კვალს ტოვებს შემდეგ თაობებზე. კაბალის თანახმად, თაობების ცვლილება სამყაროში მხოლოდ ადამიანის გარეგნული გამომხატველია. ამ დროს ადამიანის "მე" (სურვილები, ხასიათი, აზროვნება, ტვინის უჯრედების სხვა ინფორმაციები, არ ქრება, მხოლოდ იცვლის მატარებელს. სხვათა შორის ეს თეორია შემდეგში საფუძვლად კომპიუტერის პრინციპებს დაედო.
კაბალა უარყოფს ადამიანის თავისუფალ ნებას. ყოველი ადამიანი, ნებაყოფლობით თუ ტანჯვით, ამ ცხოვრებაში ან შემდეგში, კეთილი გზით თუ ბოროტით, მიაღწევს ნეტარ ცხოვრებას, განსხვავება მხოლოდ გზების არჩევაშია. კაბალისტი მიიჩნევს, რომ ბოროტება - მსოფლიოს არსებობის აუცილებელი პირობაა, ისეთივე მარადიული, როგორც სიკეთე.
გარეგნულად ადამიანის მართვა ორი მეთოდით სიამოვნების გრძნო-ბით, ან ტკივილის გრძნობით, ბედნიერებით ან ტანჯვით ხორ-ციელდება. სამოთხე საჭიროა მხოლოს აქ და ამჟამად - დედამიწაზე. კაბალისტის აზრით, ამ ქვეყნად ტანჯვით მიიღებს საზღაურს. და თუ ტანჯვა ვერ კომპენსირდება სიამოვნებით, მაშინ ეს გარემოება არ ანიჭებს ადამიანს სიხარულს. მხოლოდ სიმოვნების მიმზიდველი ძალა მართავს ადამიანს. სიამოვნების ნაირსახეობის არჩევაც არ არის დამოკიდებული ცალკეულ პირებზე, ის იკარნახება საზოგადოების ნორმებითა და გემოვნებებით. დღეს კაბალისტური პრინციპი "იცხოვრე დღევანდელი დღით და ისიამოვნე" რეკლამის საშუალებით ინერგება ადამიანებში. გაიხსენეთ ეს მოწოდებები: "იცხოვრე ლაღად", "იგრძენი ცხოვრების გემო" და ა.შ. რეკლამის საშუალებით გვმოძღვრავენ: არ მოიკლო არანაირი სიამოვნება და ამავე დროს "იყავი მზად დიდი ცვლილებებისათვის!"
თორა* იყოფა ორ ნაწილად! ღია და საიდუმლო. კაბალისტი სუ-ლიერი ვარჯიშის დროს გადის ხუთ საფეხურს. ყოველი მათგანი კიდევ ხუთი საფეხურისაგან შედგება, ხოლო შემდეგი კიდევ ხუთისაგან და ა.შ. სულ 125 საფეხურია, რომელსაც სამყაროებს უწოდებენ. კაბალისტი გრძნობს მხოლოდ იმ ადამიანების არსებობას, ვინც მასთანაა სამყაროში. მაგრამ კაბალისტი მიიჩნევს, რომ უმაღლესი საფეხურის მიღწევის შემთხვევაში, საიდუმლო ნიშნების გამოყენებით შეუძლია შეაღწიოს სხვა სამყაროშიც. მიშიახის (ახალი მესიის) მოსვლამდე ყველა 125 დონის გადალახვა შეუძლებელია. მხოლოდ მესიის თაობა შეძლებს უმაღლეს საფეხურზე ასვლას და შეუერთდება შემოქმედს.
რაბინმა შიმონმა "ზოგარ"-ის ავტორმა ძველად გადალახა 125-ვე სა-ფეხური და აღწერა ისინი. ჩვენს დროში გაჩნდა "ზოგარის" მიხედვით გაკეთებული კომენტარი - "სულამი", რაც იმის მანიშნებელია, თუ რამდენად დარწმუნებულია კაბალისტი მესიის მოახლოებაში. იმის დასადასტურებლად, რომ თანამედროვე თაობა მესიის პერიოდში ცხოვრობს, კაბალისტებს "ზოგარიდან" რაბინის შიმონის სიტყვები მოაქვთ: "როდესაც მოახლოვდება მიშიახის მოსვლის დღეები, ბავშვებისათვისაც კი გაიხსნება მისი საიდუმლოებანი. ისინიც შეძლებენ მომავლის გამოთვლასა და შესწავლას, და მაშინ ის გაიხსენება ყველასათვის". ხოლო კაბალისტმა აბრაამ აზულამ თქვა: "ჩვენ დროში კაბალის შესწავლა ყველას შეუძლია - ბავშვებსაც და უფროსებსაც, სწორედ ეს გარემოება განაპირობებს მესიის მოსვლას".
კაბალისტები, საიდუმლო ორგანიზაციების მეშვეობით ამზადებ-დნენ ანტიქრისტეს მოსვლას. ამის შესახებ ქრისტიანებს ორი ათასწლოვანი მოწმობა გააჩნიათ. იოანე ღვთისმეტყველის გამოც-ხადებაში, სახარებაში, მოციქულების ეპისტოლეებში, წმიდა მამათა ნაშრომებში, მინიშნებულია ბოლო ჟამის დადგომის ნიშნების შესახებ. მრავალი ცდუნდება მაშინ ანტიქრისტეს მზაკვრობის შედეგად. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანტიქრისტეს გამოჩენას აუცილებლად მოჰყვება მაცხოვრის იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა. ხოლო შემდეგ-საშინელი სამსჯავრო! სად იქნებიან მაშინ ისინი, ვინც სამოთხეს დედამიწაზე ეძებდნენ? უკანასკნელ ჟამს ადამიანებს ორმაგი ყურადღება გვმართებს, რათა არ ვანაცვალოთ ბოროტება-სიკეთეს, მაცხოვარი-ანტიქრისტეს, მაცხოვნებელი სწავლება - "საიდუმლო მაგიურ ცოდნას".
*თორა - სწავლება: შედგება წერილობითი ნაწილისაგან (მოსეს ხუთწიგნეული) ზეპირი ნაწილისაგან (მიშნა და თალმუდი) და მისი კომენტარისაგან.