ქრისტეს სახარების გავრცელების საწინააღმდეგოდ, ბოროტების მო-ღვაწენი, ბოროტებას ყველა შესაძლო სახით გაავრცელებენ და გა-აფართოებენ. რათა სახარების ქადაგებას წინ აღუდგნენ, ისინი თავს მოუყრიან მთელ სიცრუეს, მთელ ბოროტებას, ყოველგვარ ძალადო-ბას, ყველა საშინელებას და მათ ქრისტიანებზე მიმართავენ, რათა აცდუნონ - თუ შესაძლებელია, - რჩეულნიც. ბოროტების ჭკუამოკლე თაყვანისმცემელნი ბოროტებაში წარმატებას მიაღწევენ; თაფლის წვეთს ისინი შხამს შეურევენ; ბოროტებას მომხიბლავი ნიღბებით შე-ღებავენ; უსჯულოებას საშინელებამდე გაამრავლებენ; ქრისტესმბრ-ძოლ სულებში შეღწევისას, გააფთრებული ბოროტება მათში ძვრებს გამოიწვევს. მათ დენთით დატენის და ისინი ყოველივე ქრისტია-ნულზე უსირცხვილო ლანძღვა-გინებით აფეთქდებიან; ბოროტების საიდუმლო მრავალს მიიზიდავს, ჭკუიდან გადააცდენს; თავისი ცრუ ბრწყინვით და დროებითი წარმატებით, ბოროტება ბევრს აცდუნებს.
ბოროტების მთელ ამ ცოდვიან სერობას, მოციქული უსჯულოების საიდუმლოს უწოდებს, რომელიც წინააღმდეგობის ძეებში („მხდომი") მოქმედებს (2 თესალონიკელთა, 2, 7), ყველა ქრისტესეულისა და ღმრთიურის წინააღმდეგ მოქმედებს და იმას აკეთებს, რომ ადამიანები უფალ ქრისტეს განუდგებიან (2 თესალონიკელთა, 2, 3). ღმრთის საიდუმლოს, ქრისტეს საიდუმლოს - ანუ ეკლესიის - წინააღმდეგ გამოდის სატანის საიდუმლო, ბოროტების საიდუმლო. მოხერხებუ-ლად შენიღბული ბოროტება, უკანასკნელ დღეებში ცრუქრისტეებისა და ცრუწინასწარმეტყველთა საშუალებით წარმატებით იმოქმედებს (მათე, 2, 4, 5). ამ ჟამის აღწერისას, უფალი ამბობს: „რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცდუნებდენ" (1 ტიმოთე, 4, 1). ისინი, სიცრუ-ით საკუთარ სულსაც გაატიალებენ, თვისი სურვილების შესაბამისად იცხოვრებენ და ყოველივე ქრისტესეულს დასცინებენ (2 პეტრე, 3, 3; იუდა, 1, 18; 1 ტიმოთე, 4, 2). ბოროტებით ჭკუიდან გადაცდენილნი, ისინი „სიცოცხლისა ამისა მოძღვრობასა არა თავს - იდებდნენ, არამედ გულისთქმუმისაებრ თავისა თვისისა შეიკრებდნენ მოძღუართა ქავი-ლითა ყურთაითა; და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისნი გარე - მიიქცინენ და ზღაპრებსა მიექცენ" (2 ტიმოთე, 4, 3-4).
თავისი ღმერთკაცობრივი ზეციური სადარაჯო კოშკიდან, უკანასკ-ნელი ჟამისა და იმ პერიოდის ურიცხვი ბოროტების განხილვისას, პავლე მოციქული ტიმოთეს სწერს: „ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკ-ანასკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი. და იყვნენ კაცნი თავ-ის მოყუარე, ვერცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმო-ბარ, მამა - დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ, უწირავ, მას-მენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშვიდებელ, კეთილის მო-ძულე. შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყ-უარე უფროის, ვიდრე ღმრთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთისმ-სახურებისაი, და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდნენ" (2 ტიმოთე, 3, 1-5). ბოროტება კი ძალზე გამრავლდება, ერებსა და სამეფოებს დენთით დატენის და „აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაი მეუ-ფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად - ადგილად (მათე, 24, 7), საშინელებანი (ლუკა, 21, 11), შფოთნი (მარ-კოზი, 13, 8) და ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფ-ლისაით, ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს (მათე, 24, 21) და გამ-რავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთაი (მათე, 24, 12), და მაშინ დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი (მათე, 24, 10), სა-ძაგელი იგი მოოხრებისაი მდგომარე ადგილსა წმიდასა (მათე, 24, 15). ხოლო მო - რაი - ვიდეს ძე კაცისაი, პოვოს - მეა სარწმუნოებაი ქვეყანასა ზედა?"