ყველა ადამიანი, ისევე როგორც რომ ანგელოზები ღვთისა - სუნთ-ქვაა ღმრთისა და ამიტომაცაა, ანგელოზებს სულებს ვუწოდებთ. კაცის სულს - სამშვინველს ვეძახით, რადგან იგი ღმერთმა შთაბერა (ფშივ-ნუა - სუნთქვა) ადამიანს და დღემდე ღვთით სუნთქავს. საერთოდაც, განა ყველანაირ ქმნილებას სულს არ ვუწოდებთ?... „ყოველი სული აქებდით უფალსა" (ფს. 150, 6). რადგან ისინიც ღვთის სულისგან მო-დიან, თუმცაღა, თავისუფალი ნება და გონება არ გააჩნიათ და სწორედ ამიტომ, ყველანაირ ქმნილებას გაფრთხილება სჭირდება, არ იქნება მათი ცემა და წვალება. ნეტარია კაცი, თუკი პირუტყვსაც კი ებრალება (1 კორ. 9, 9).
● ● ●
უფალო! შენ, ვისი სიყვარულიც სჭარბობს ყველანაირი მამის, დედ-ის, ყველაზე უნაზესი ცოლის სიყვარულს, შენ შეგვიწყალე!
(გაგრძელება იქნება...)