როგორც იესო ქრისტეშია დატეული სისავსე ღვთაებრივი „რამეთუ მას შინა დატეულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისა ხორციელად" (კოლ. 2, 9). ასევე მის წმიდა საიდუმლოში, მის წმიდა სისხლსა და ხორცში. ქრისტეს კაცობრივ სხეულში თავსდება მთელი სისავსე და-უტევნელი ღვთაებისა და კრავში, ანუ იგივე პურში, მის თითოეულ ნაწილში, ყველგან მისი სრული ღვთაებრივი სისავსეა. დიდება ყოვ-ლისშემძლე სიკეთეს შენსას, ღმერთო!
● ● ●
ყველამ, ვინაც ლოცვის ღვაწლს შეუდგებით, ისწავლეთ ღმერთივით მდაბალი და მშვიდი იყოთ, მასავით მართალი გული იქონიეთ. ნუ გაიჩერებთ მზაკვრობას და ორგულებას გულში, ნუ იქნებით ცივები, ეცადეთ, მისი სული შეიძინოთ, რადგან, „უკუეთუ ვისმე სული ქრი-სტესი არა აქუს, იგი არა არს მისი" (რომ. 8, 9). უფალი თავის მსგა-ვსებასა და ხატებას ეძებს ჩვენში, რომ ამ მსგავსებას თავისი მადლი შერთოს. გახსოვდეთ, არცერთი სიტყვა, ლოცვისას წარმოთქმული, არ იკარგება; თუკი გულიდან ლოცულობთ, თითოეული სიტყვა შეის-მინება, აწონილია ყოველი მათგანი. ხანდახან იქნება ისიც კი გვე-გონოს, რომ ჩვენი სიტყვები უგზოუკვლოდ იფანტება ჰაერში, როგო-რაც ხმაჲ მღაღადებლისაჲ უდაბნოსა შინა. არავითარ შემთხვევაში! სულ უნდა გახსოვდეთ: ღმერთს ესმის ჩვენი ლოცვისა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ესმის ჩვენი სიტყვები - სწორედ ისე, როგორც სრულ-ყოფილ კაცს (ანუ წმინდანს), რომელიც ხატია ღვთისა, თავისი ლო-ცვის სიტყვებისა.
უფალი პასუხობს გულის ყველა წადილს, სიტყვაში გამოხატულს და გამოუხატავსაც.
(გაგრძელება იქნება...)