კითხვა: როგორ წარმოვადგინოთ კეთილმსახურების კატეხიზისური სწავლება მისი სწორი შემცველობით?
პასუხი: ამისათვის, მაგალითისამებრ წიგნისა „მართლმადიდებლუ-რი აღმსარებლობა", - რომელიც მოწონებულია აღმოსავლელი მართლ-მადიდებელი პატრიარქების მიერ, - შეიძლება საფუძვლად ავიღოთ პავლე მოციქულის გამოთქმა, რომ ახლანდელ ცხოვრებაში ქრისტი-ანის მთელ საქმიანობას უნდა წარმართავდეს შემდეგი სამი ცნება: სა-რწმუნოება, სასოება, სიყვარული.
„აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲდა სიყუარული" (1 კორინ. 13, 15).
უპირველესად, ღვთის მიმართ რწმენისა და იმ საიდუმლოთა შეს-ახებ სწავლება, რომლებსაც იგი გვიცხადებს;
მეორე, ღმერთზე სასოებისა და იმ საშუალებათა შესახებ სწავლება, რომლებიც ამ სასოებაში განგვამტკიცებს;
მესამე, ღმერთისა და ყოველივე იმისდამი სიყვარულის შესახებ სწა-ვლება, რის შეყვარებასაც იგი გვიბრძანებს.
(გაგრძელება იქნება...)