განდგომილნი ამბობენ: „რანი არიან დღეს თქვენი მოძღვარნი?
ამქვეყნიურ ამაოებებს ელტვიან და ცოდვებში ჩაფლულან. შეიძლება, ასეთი ადამიანი მოძღვრად
გაიხადო? შეიძლება მათთან ეზიარო, ან მათგან რაიმე ისწავლო? მარტო თქვენი მღვდლებიც
კმარა იმისათვის, რომ თქვენსკენ გამოხედვაც არ მოგვინდეს!" რა უნდა ვუპასუხოთ ამაზე,
რით მოვიყვანოთ გონს და დავუმტკიცოთ, რომ მათი სიტყვები მცდარია?