სახარება მეზვერისა და ფარისევლის იგავით გვაძლევს ლოცვის მაგალითს. მეზვერის ლოცვა განმსჭვალულია ცოდვის შეგძნებით, რომელსაც მისი ცხოვრებისა და საქმეების გამო არ ჰქონდა უფლება ღვთისგან გადარჩენა ეთხოვა, იგი მინდობილი იყო ღვთის გულმოწყალებას და როგორც ყველაზე ცოდვილი იდგა ტაძრის კუთხეში, ცის უღირსი, ის ვერ ბედავდა მზერის მაღლა აპყრობას, იდგა თავდახრილი, სინანულით სავსე, ლოცვას შეერთებული აღსარებით ამბობდა: "ღმერთო, მილხილე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე".