ვის უშლის ხელს წმ. დიონისე?1
როცა ბრიტანეთის ფლოტის სიამაყე - საფლაგმანო გემი გერმანიის წყალქვეშა ნავმა ჩაძირა, ინგლისის პრემიერი ჩერჩილი2 ამ მოვლენას ორიოდ სიტყვით გამოეხმაურა: „ჩაძირეთ ბისმარკი". ბრძანება შეას-რულეს, ყველაზე დიდი გერმანული ლინკორი „ბისმარკი" ფსკერზე დაეშვა, ინგლისის ღირსება კი აღდგენილ იქნა.
რეფორმაციის გარიჟრაჟზე, თეოსოფიურ წრეებში, რომლებსაც ბუდე იტალიის შუაგულში ჰქონდათ მოწყობილი, გაისმა მოწოდება: „ჩაძი-რეთ დიონისე". პირველი, ვინც ამის კეთებას შეუდგა, იყო ერაზმ რო-ტერდამელი, ბ-ნი ოსიპოვის მანერით თუ ვიტყოდით, - „ლუთერამდე პროტესტანტი". რატომ განიცდიან დიონისე არეოპაგელის მიმართ ყველა ჯურის თეოსოფები და რეფორმატორები გადაულახავ სიძუ-ლვილს? ასე დაჟინებით რატომ ცდილობენ ეს ადამიანები იმის და-მტკიცებას, რომ დიონისე საერთოდაც არ არსებულა? ისევე, როგორც მათ თანამოძმეებს - ათეისტებს სურდათ იმის დამტკიცება, რომ არ არსებობდა ისტორიული პიროვნება - იესო ნაზარეველი, სახარება კი გვიანდელი წარმოშობის მითების კრებულია? ალბათ მთელს ისტო-რიაში ორმა ადამიანმა, იესო ნაზარეველმა და დიონისე არეოპაგელმა, გამოიწვიეს ასეთი დიდი ტალღა პროტესტისა და უარყოფისა. რაღა თქმა უნდა, ეს ურთიერთშეუდარებელი სიდიდეებია, მაგრამ, როგორც ჩანს, არეოპაგელმა იესოს მტრებს ძლიერ ატკინა გული. დიონისე არეოპაგელის ნაშრომები გამოქვეყნებული, როგორღაც აღმოჩენილი იქნა ერთ-ერთ იმ უნიურ კრებაზე (VI ს.), რომელიც უშედეგოდ ცდი-ლობდა დიოფიზიტობისა და მონოფიზიტობის მორიგებას. მონოფი-ზიტებმა დიონისეს თხზულებანი, რომელსაც „არეოპაგეტული კორ-პუსი" ეწოდება, კრების მონაწილეებს წარუდგინეს. ასე რატომ მოი-ქცნენ, უცნობია. იქნებ ეს მართლმადიდებლებისა და ბიზანტიის მთავრობის მიმართ განხორციელებული მეგობრული აქტი იყო, ან იმის ჩვენება, რომ მათ შემოუნახეს ეკლესიას ეს ფასდაუდებელი სულიერი საგანძური? მართლმადიდებელთა მხრიდან მხოლოდ ერთ-მა მონაწილემ - ეპისკოპოსმა ევგენიმ გამოთქვა ეჭვი და ისიც არა დიონისეს ავტორობის მიმართ, არამედ იმაზე, რომ შესაძლო იყო ერეტიკოსებს მათთან დაცული ხელნაწერების ინტერბოლაცია (ჩანა-რთები ტექსტის დამახინჯებით) მოეხდინათ. თუმცა კრების მონაწ-ილეთა მიერ ამ საკითხის კვლევამ დაამტკიცა დიონისეს თხზულე-ბათა უტყუარობა. საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორი გულმოდგინებით გამოიკვლიეს ბიზანტიელმა ღვთისმეტყველებმა თითოეული ხელნა-წერი, რამხელა ფილოლოგიურ-ისტორიული სამუშაო ჩაატარეს იქა-მდე, ვიდრე მას მიიღებდნენ (ამის გაკეთება მით უმეტეს იყო საჭირო ერეტიკოსების მიერ წარდგენილი ხელნაწერების მიმართ).
ეს მოწმობები იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ „არეოპაგეტული კორპუსი" მთელი მართლმადიდებელი სამყაროს მიერ იქნა მიღებ-ული. მართალია, იყო გამონაკლისიც: აპოლინარიუსის (IV ს.) მიმდე-ვრებმა უშედეგოდ სცადეს ერთ-ერთი წიგნის - „საეკლესიო იერარქიის შესახებ" - ავტორობა ამ ერეტიკოსისათვის მიეწერათ. მაქსიმე აღმსა-რებელმა დაამტკიცა, რომ წმ. დიონისე არეოპაგელის სწავლება მოცი-ქულთა საუკუნის მამათა სწავლებას უტოლდება და აპოლინარი-უსთან საერთო არაფერი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ სამი დიდი კაპადოკიელის შემდეგ არც ერთ ღვთისმეტყველს არ მოუხდენია ისეთი დიდი ზეგავლენა ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაზე, განსა-კუთრებით კი მისტიკურ ღვთისმეტყველებაზე, როგორც წმ. დიონისე არეოპაგელს. „დიონისეს ჩაძირვა" - ეს ნიშნავს მთელი ბიზანტიური ღვთისმეტყველების დისკრედიტაციას მაქსიმე აღმსარებლიდან გრიგ-ოლ პალამამდე, ასევე იმისაც, რაც დასავლეთის თეოლოგიას შემორჩა. ეს ნიშნავს, აბუჩად აიგდო მაქსიმე აღმსარებელი და იოანე დამასკელი, ასევე დასავლელი სქოლასტები და თომა აქვინელი (ამას იმ მნიშ-ვნელობით ვამბობთ, რა მნიშვნელობითაც დამოკიდებულნი არიან ისინი იოანე დამასკელზე და მიქაელ ფსელოსზე3. თავისთავად ისა-ხება მახინჯი და ამაზრზენი კარიკატურა: მოციქულად წოდებული მარჯვე ქურდი აღმოსავლეთის და დასავლეთის ღვთისმეტყველებს ხელზე იხვევს. დიდი ლოგიკური სისტემის შემქმნელი ფილოსო-ფოსები ვერ მიმხვდარან, რომ არავითარი დიონისე არ არსებულა და პატარა ბავშვების გულუბრყვილობას ავლენენ. დიდმა მისტიკოსებმა ღრმა სულიერი ინტუიციით ვერ იგრძნეს, რომ დიონისეს სახელს თაღლითი ან სულით ავადმყოფი ვიზიონერია ამოფარებული, ხოლო სიყალბე და სუროგატი მიიღეს, როგორც ეკლესიის გამოცდილება, როგორც მოციქულ პავლეს მოწაფეთა საიდუმლოთმცნობელობა. დასკვნა ნათელია: ასეთების ნდობა არ შეიძლება. თუკი უცნობი არეოპაგელი ავტორი ვიზიონერია, მაშინ ეკლესიის მამათა თხზუ-ლებებში ვიზიონერის, როგორც მაღალი ავტორიტეტის დამოწმება ასწლეულების განმავლობაში, ღიმილს ან წუხილს გამოიწვევს იმათი სიბრმავის გამო, ვინც ასე ადვილად მოტყუვდა. ეს კი ნიშნავს, რომ წმიდანებს არა აქვთ სულიერი ჭვრეტის უნარი, რომ ეკლესიის გა-დმოცემები სიცრუეა და წმ. მამათა თანხმობა წმ. დიონისეს ავტორ-ობის თაობაზე სხვა არაფერია, გარდა გულუბრყვილო ბავშვების ტი-ტინისა.
მაგრამ ანტიდიონისური კრიტიკის შედეგები ამით არ ამოიწურება. ახლა პროტესტანტი ადგება და იტყვის: „შეხედეთ მართლმადი-დებლებს, რამდენად უპრინციპონი არიან: მღვდელი ეკლესიაში წმ. დიონისეს მიმართ ლოცულობს მისი ხსენების დღეს, სასულიერო აკადემიაში კი ღვთისმეტყველების პროფესორი ამბობს, რომ დიონისე, როგორც „არეოპაგეტიკის" ავტორი, არ არსებობს, ეს მხოლოდ „მით-იური პირია". რომელი ცრუობს - ეკლესია თუ აკადემიის პროფესურა? თუკი დიონისე ფსევდოა, მაშინ ტაძარში მდგომნი სიცარიელის მი-მართ ლოცულობენ. უფრო მეტიც, არარსებულისადმი ლოცვა „სიც-რუის მამის" წინაშე ლოცვას ნიშნავს. მართლმადიდებლები პრინცი-პულები რომ ყოფილიყვნენ, წმ. დიონისეს მსახურებას ამოიღებდნენ, უვიცებად გამოაცხადებდნენ იმ ღვთისმეტყველებს, რომლებიც „არეო-პაგეტიკას" ეყრდნობოდნენ, არეოპაგელის თხზულებებს აპოკრიფებს უწოდებდნენ. ხოლო თუკი ეკლესია მართალია თავის ლიტურგიკაში და გადმოცემებში, მაშინ ის გააძევებს ყველას, ვინც წმიდანებს შეუ-რაცხყოფს ზედწოდებით „ფსევდო", რაც „მატყუარას" ნიშნავს. მაგრამ წმ. დიონისეს დისკრედიტაციის მიზანი არც ესაა, არამედ სულ სხვა რამ - თეოსოფებს ყველა კონფესიისა და რელიგიის გათანაბრება სურთ. ანუ ღვთისმეტყველებაში რელატივიზმის4 ფარდობითობის და პლურალიზმის - ჭეშმარიტებათა სიმრავლის პრინციპის შემოტანას ელტვიან. რელიგია ადოგმატური უნდა გახდეს, შემდეგ კი ეგზის-ტენციურ ემპირიზმად5 გადაგვარდეს, ე.ი. ბნელ და უშინაარსო მის-ტიკურ შეგრძნებებად, სადაც არსებითად არც რელიგიის ობიექტია და არც მასთან კავშირი. ჭეშმარიტება ერთიანი, უბრალო და მონოდი-ურია, მაგრამ აბსოლუტური ღვთაებრივი ჭეშმარიტება არ შეიძლება ადამიანის გონებით ადექვატურად და სინთეზურად იყოს აღქმული. ეკლესიის ობიექტურ გამოცდილებაზე დაფუძნებული რელიგიური გამოცდილება ადამიანს მარადიულ, ღვთაებრივ ენერგიათა ველში რთავს, სულს ღვთაებივი ჭეშმარიტების ერთადერთობაში არწმუნებს, თუმცა ერთობა და ერთადერთობა წილადდებიან სიტყვიერ სფეროში და ანტინომიებით6 - გარეგნულად წინააღმდეგობრივი მტკიცებულე-ბებით გამოიხატებიან, რომლებიც თავად ადამიანის გონების, ანუ შემცნობი სუბიექტის შეზღუდულ შესაძლებლობებზეა დამოკიდე-ბული. სრულად აღქმული ვერ გამოიხატება სიტყვით, ამის გამო ის თავისებურებათა და გამოვლინებათა დანაწევრებული და ანალიტი-კური აღწერილობით იცვლება. თეოსოფებს, რომლებიც გარდაუვალი სიტყვიერი ანტინომიებით სპეკულანტობენ, ამ ანტინომიების გაო-ბიექტურება და თვით ღვთაებრიობის ყოფიერებაში დიალექტიკის პრინციპის ჩართვა უნდათ. ასე რომ, „ყველაფერი ჭეშმარიტება ხდება", ამავდროულად ჭეშმარიტება ქრება, ანუ ის ერთადერთობას და მო-ნოდიურობას წყვეტს და უამრავ შეფარდებით ჭეშმარიტებად გადა-იქცევა. ყველაფერი ერთდროულად „ჰოც" ხდება და „არაც".
დიალექტიკის სული - ეს არის სწავლება წინააღმდეგობრიობათა ერ-თიანობის შესახებ. პანთეისტმა აინშტაინმა7, რომელმაც ფიზიკაში რე-ლატივიზმის პრინციპი დაამკვიდრა, მას შემდეგნაირი ფორმულირება გაუკეთა: „ღმერთი და დემონი - თანაბარი სიდიდეებია, მხოლოდ განსხვავებული ნიშნებით „+" და „-". თანამედროვე თეოსოფ - დი-ალექტიკოსების ოცნებაა ღმერთისა და სატანის ტოლფასობა დაამკ-ვიდრონ, კულტად გაიხადონ ერთგვარი ღმერთ - სატანური არსება, როგორც წინააღმდეგობრიობათა სრული ერთიანობა, როგორც ყოვე-ლი არსებულის ბუნებრივი მდგომარეობა. და აქ, სატანური დიალე-ქტიკისაკენ მიმავალ გზაზე, რომლის სათავეც საუკუნეთა სიღრმეში იკარგება, ეტაპობრივად თავს იჩენს ნეოპლატონიზმი8, ბოემეს თეოს-ოფია9 და ჰეგელის10 დიალექტიკა. ისინი წინააღმდეგობას წმ. დიო-ნისე არეოპაგელის ღვთისმეტყველებაში წააწყდნენ. სახელდობრ მის გონებაჭვრეტით მეთოდში ანტინომიების შეთვისებისა და ჰარმონიუ-ლი შერწყმისა ღვთისათვის ნიშანდობლივი ზეკატეგორიული ყოფიე-რებისა და თვისობრიობის ცნებაში.
ფილოსოფიაში ამ მეთოდს დიალექტიკურ ნეგაციას უწოდებენ, ამი-ტომ ჩვენ ამ არცთუ ზუსტ ტერმინს პირობითად ვიყენებთ. აი დია-ლექტიკური ნეგაციის უმარტივესი მაგალითი: 1) ღმერთი არსებაა; 2) ღმერთი არ არის არსება იმდენად, რამდენადაც არსებებად მისი ქმნი-ლებები იწოდებიან; 3) ღმერთი ზეარსებაა. აქ „ჰო" და „არა" წინააღ-მდეგობაში არ არიან, ერთმანეთის „პარალელურად" არ თანაარსებო-ბენ, არამედ უმაღლეს „ჰოდ" იქცევიან და ამასთან ზეკატეგორიულ „ჰოდ". აქ რელატივიზმის პრინციპი უქმდება და დოგმატები უმაღლეს მდგრადობას - აბსოლუტური ჭეშმარიტების ზეხარისხს იძენენ. ღვთი-სმეტყველურად და ფილოსოფიურად წმ. დიონისესთან ბრძოლას ვერ ბედავდნენ, მის თხზულებებთან ამ კრიტიკული ყეფის შედარების შემთხვევაში მათი ფილოსოფიური სიღატაკე მეტისმეტად ნათელი გახდებოდა და ამიტომ სხვა ხერხს მიმართეს: დიონისეს პიროვნების დისკრედიტაციას, მტკიცებას, რომ ის ნიჭიერი მატყუარაა, რომელმაც წმ. მამები მარჯვედ გააცურა და თავისი შრომები სამოციქულო სახ-ელს ამოფარებულმა უკვდავყო. იარლიყი „ფსევდო" განსაკუთრებით ანტიბიბლიური კრიტიკის შემდეგ შემოვიდა მოდაში და ლესინგის სახით მეტად აგრესიული ხასიათი მიიღო. ლესინგმა დაწერა ცნო-ბილი პიესა - „ნათან ბრძენი". ეს პიესა ჯვაროსანთა ლაშქრობის პერ-იოდს ეხება. მას სურდა ეჩვენებინა იუდეველთა და მაჰმადიანთა ზნეობრივი უპირატესობა ქრისტიანობაზე. ნათან ბრძენი - რჯულ-შემწყნარებელი ბრძნის სახე - თეოსოფების იდეალია. არავინ იცის, ლესინგმა შექმნა ბრძენი ნათანი თუ ნათან ბრძენმა - ლესინგი; მაგრამ ქრისტიანობის დისკრედიტაციაში ორივეს მონაწილეობა უეჭველია. სამწუხაროდ სიტყვა „მეცნიერებით" დაჰიპნოზებულმა მართლმადი-დებელ ღვთისმეტყველთა უმრავლესობამ დიონისეს სახელთან პაწია სიტყვის - „ფსევდოს", ანუ „ცრუს" მიბმა დაიწყო. რატომ? ვფიქრობთ „ევროპულობისა გამო შიშით". ნუთუ რელატივიზმის „ტროას ცხენი" ჩვენი დოყლაპიობით ჩვენივე აკადემიის ალაყაფში უნდა შემოვიდეს?
1დიონისე არეოპაგელი (Dionysios no Areopagitлs) - ათენის ძველი სასამართლო კოლეგიის - არეოპაგის წევრი, მოაზროვნე, გვიანი პა-ტრისტიკის წარმომადგენელი. „არეოპაგეტული კორპუსის" („ჩორპუს არეოპაგიტიცუმ") ავტორი. ეს ნაშრომი შეიცავს ოთხ ტრაქტატს: „ზე-ციური იერარქიის შესახებ"; „საეკლესიო იერარქიის შესახებ"; „ღვთა-ებრივ სახელთა შესახებ"; „საიდუმლო ღვთისმეტყველება", ასევე 10 ეპისტოლეს. დიონისე არეოპაგელის სწავლებამ ოფიციალური აღია-რება ბიზანტიაში თავდაპირველად მაქსიმე აღმსარებლის მიერ მისი ინტერპრეტაციის შემდგომ ჰპოვა. მე-9 საუკუნიდან დასავლეთში „არ-ეოპაგეტული კორპუსი" ფართოდ გახდა ცნობილი. მასზე კომენტ-არებს წერდნენ ასევე თომა აქვინელი და ფიჩინო.
2ჩერჩილი - უინსტონ ლეონარდ სპენსერ (1874-1965) დაიბადა ოქსფო-რდშირში. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე, ჰერცოგ ჯონ ჩერჩილ მალბოროს არისტოკრატული გვარის შთამომავალი. 1939 წ. სექტემბერში სამხედრო საზღვაო მინისტრის პოსტი დაიკავა, ხოლო 1940 წლის მაისში კოალიციური მთავრობის პრემიერ მინისტრი და სამხედრო კაბინეტის მეთაური გახდა. გარდაიცვალა ლონდონში.
3მიქაელ ფსელოსი (Mίχაηλ Ψελλόს) XI ს-ის ბიზანტიელი მწერალი, ფილოსოფოსი, მეცნიერ-ენციკლოპედისტი და სახელმწიფო მოღვაწე.
4რელატივიზმი (ლათ. რელატივუს - შეფარდება) შემეცნების თეორი-აში: იდეალისტური მიმართულება, რომელიც ჩვენს ცოდნას მხოლოდ შეფარდებითად მიიჩნევს და ობიექტურ ჭეშმარიტებას უარყოფს.
5ემპირიზმი - ფილოსოფიური სწავლება, რომელიც მგრძნობელობით გამოცდილებას ცოდნის ერთადერთ წყაროდ თვლის. არსებობს როგ-ორც იდეალისტური, ასევე მატერიალისტური ემპირიზმი. იდეალის-ტური ემპირიზმი გამოცდილებას შეგრძნებათა ან წარმოდგენათა თავმოყრით შემოფარგლავს, ამასთან უარყოფს იმას, რომ გამოცდი-ლებას საფუძვლად მატერიალური ბუნება უდევს, მატერიალისტური ემპირიზმი თვლის, რომ მგრძნობელობით გამოცდილებას მატერ-იალური ბუნების საგნები უდევს საფუძვლად.
6ანტინომია - კანონთა წინააღმდეგობრიობა (ბერძ.). ტერმინი, რომე-ლიც იმ ორ ურთიერთგამომრიცხავ ვითარებებს შორის წინააღმდე-გობას აღნიშნავს, რომლებიც ამავდროულად თანაბრად ჭეშმარიტ მდგომარეობებად მიიჩნევიან.
7აინშტაინი (Einstiein) ალბერტ (1879-1955). დაიბადა ქ. ულმში (გერ-მანია), ელექტროტექნიკურ ხელსაწყოთა მაღაზიის მფლობელის ოჯ-ახში. გერმანელი ფიზიკოსი. სწავლობდა მიუნხენში, მილანში, ციურ-იხში. 1905 წელს გამოქვეყნებულმა ნაშრომმა ახალი ეპოქა შექმნა ფი-ზიკაში. აინშტაინის, ნიდერლანდელი დე-სიტერის, საბჭოთა ფიზიკ-ოსის ა. ფრიდმანის, ბელგიელი ლემეტრისა და სხვათა შრომებმა რელ-ატივისტური კოსმოლოგია თანამედროვე ფიზიკისა და ასტრონომიის ერთ-ერთ მოწინავე დარგად აქციეს.
8ნეოპლატონიზმი - რომის იმპერიის დაცემის ეპოქის (III-VI ს.) რე-აქციულ-მისტიკური ფილოსოფია. რეალური სამყაროს, როგორც „იდ-ეათა" ზეგრძნობითის, აჩრდილის შესახებ პლატონის იდეალისტურმა სწავლებამ ნეოპლატონიზმში მატერიალური სამყაროს სულიერი პირ-ველსაწყისიდან მისტიკური ემანაციის (გამოსხივების, გამოდინების) ფორმა მიიღო. ნეოპლატონიზმისთვის მატერია - მარტოოდენ უმდა-ბლესი რგოლია სამყაროს იერარქიისა, ერთგვარი ღვთაების, „სამყაროს სულის" ემანაციაა (გამოდინება).
9თეოსოფია - (ბერძ. ღმერთი და სიბრძნე) - რეაქციული ცრუმეც-ნიერება, რომელიც თავის მიზნად აცხადებს „ღვთაების შემეცნებას" იმქვეყნიურ სამყაროსთან უშუალო „ურთიერთობის" გზით. ის, როგ-ორც ბნელეთის მბრძოლი ძალების ნიმუში, უარყოფს კულტურის ყველა მიღწევას და აშკარად უწევს პროპაგანდას ჯადოქრობასთან, მჩხიბავობასთან, ძველ და შუასაუკუნეების მაგიასთან დაბრუნებას. „თეოსოფიური საზოგადოებები" განსაკუთრებულად გავრცელდა ინ-გლისში და აშშ-ში. მთელ რიგ ამერიკულ უნივერსიტეტებში შეიქმნა საგანგებო „თეოსოფიური" კათედრები.
10ჰეგელი (1770-1831) გერმანელი ფილოსოფოსი, დიდი როლი ითა-მაშა განვითარების დიალექტიკური თეორიის შემუშავებაში.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)