თანამედროვე სწავლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი, რომელიც არასწორად წარმართავს გოგონების განვითარებას, არის სწავლება ქალის მოკრძალებისაგან გათავისუფლების შესახებ.
ახალი დროის ფილოსოფოსთა აზრით, ქალი უნდა გამოვიყვანოთ იმ ფართო ასპარეზზე, რომელიც მამაკაცებმა მიითვისეს. ქალისათვის ნებადართული უნდა იყოს ყველანაირი საზოგადოებრივი თანამდებობა, მას უნდა ჰქონდეს ყოველგვარი ცოდნის მიღების საშუალება. ნებადართული უნდა იყოს ყოველგვარი მოღვაწეობა. მხოლოდ მაშინ იქნება ის თავისუფალი და ბედნიერი.
"როგორი მნიშვნელობაც აქვს მზეს სამყაროსათვის, ისეთივე მნიშვნელობა აქვს ქალს თავისი მცირე სამყაროს - ოჯახისათვის".
დღეს ცრუ განათლებით შენიღბული ბოროტი ძალები თავს ესხმიან ოჯახს და ათასგვარი ხერხით ცდილობენ ქალის გარყვნას. ისინი იწვევენ ქალს მისთვის არაბუნებრივი საზოგადოებრივი მოღვაწეობისაკენ, აღძრავენ მასში ცრუ თვითდაჯერებულობასა და კადნიერებას.
მცდარი იდეების მეშვეობით ისინი ქალში განაქარწყლებენ სარწმუნოებას, რაც შინაგანი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს, თესავენ სიწმინდისა და ოჯახური წეს-ჩვეულებებისადმი გულგრილობასა და სიძულვილს. ამის შედეგად ახალშექმნილ ოჯახში ვეღარ ვხვდებით ოჯახურ სითბოს, სტუმართმოყვარეობას. საზოგადოებრივი დატვირთვის გამო ოჯახი მიგდებული რჩება და ოჯახური სიმყუდროვე და სიყვარული იკარგება.
არქიეპისკოპოსი ამბროსი
თარგმნა: ნინო სილაგავამ
Xareba.net - ის რედაქცია