– წმიდაო მამაო, გამუდმებით როგორ უნდა გრძნობდეს ადამიანი საკუთარ ცოდვილობას?
– ადამიანი შეძლებს დაინახოს საკუთარი ცოდვილობა, თუკი ყურ-ადღებით გამოიკვლევს თავს, რაც მეტი ყურადღებით იკვლევს თავს კაცი, მით მეტ ცოდვებს ხედავს მასში.
– ამგვარ მოღვაწეობას როგორ შეძლებს ის, ვინც მრავალი საზრუ-ნავით არის დამძიმებული?
– ძალიანაც კარგად, თუკი ასეთი ადამიანი დღის განმავლობაში თუნდაც მცირე ხანს დაუთმობს იესოს ლოცვას, ანდა, საკუთარი სუ-ლიერი დანაკარგების და შენაძენების აღსარიცხავად გამონახავს დროს. აბა შეხედეთ: საბანკოს პატრონი ფულს ყოველდღიურად ით-ვლის, საკუთარი ნამატი და დანაკლისი თუ არ აღრიცხა, გაკოტ-რდება, ვალი დაედება და შესაძლოა ციხეშიც მოხვდეს.
– წმიდაო მამაო, ზოგიერთმა ადამიანმა არ იცის რა თქვას აღსარ-ებაზე, რატომ?
– ეს იმის ნიშანია, რომ მისთვის საკუთარ თავზე სულიერი მუშაო-ბა სრულიად უცხოა. თუკი სულიერ ღვაწლს არ აღვასრულებთ, სა-კუთარ თავში თვით უხეშ შეცდომებსაც კი ვერ ვამჩნევთ ხოლმე. უნდა შევძლოთ, ჩვენი სულიერი თვალის განწმენდა. ბრმა ვერაფერს ხე-დავს. ცალთვალა ადამიანი ხედავს, მაგრამ ცუდად. ყველაფერს კა-რგად მხოლოდ ის ხედავს, ვისაც ორი ჯანმრთელი თვალი აქვს. მაგრამ თუკი თვით ასეთ ადამიანს ხელთ აქვს ტელესკოპი და მიკროსკოპი, მას შეუძლია ძალიან მკაფიოდ დაინახოს ისიც, რაც ძალიან შორსაა და ისიც, რაც ახლოსაა. ნებისმიერი ხატის ამოკვეთა მე შემიძლია სამ დღეში დავასრულო, მაგრამ შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში დავდებ ხოლმე, მერე კვლავ ხელში ავიღებ და ბევრ ნაკლს შევნიშნავ, ერთ ხატზე შეიძლება ვიმუშაო მთელი კვირა, მთელი თვე, ორი წელიც კი, თუ მოვინდომებ, შესაძლოა მასზე ხუთი წელი ვიმუშაო, თუმცა ასეთ შემთხვევაში მას გამადიდებელი შუშით ვაკვირდები. მინდა ვთქვა, რომ სულიერ მოღვაწეობას დასასრული არ აქვს. რაც მეტად წარემატება კაცი სულიერად, მისი სულის თვალები მეტად იწმიდება. და მაშინ საკუთარ ცოდვებს სულ უფრო დიდად და დიდად ხედავს იგი. ამგვარად ადამიანი მდაბლდება და მასზე საღვთო მადლი გა-დმოდის. „მე წყეული ცოდვილი ვარ". – ამბობდნენ წმიდანები და სჯეროდათ ეს, რადგანაც მათი სულიერი თვალი (სულიერ) მიკროს-კოპად იყო ქცეული. რაც მეტად წარემატებოდნენ, მით ძლიერ სუ-ლიერ მიკროსკოპს მოიპოვებდნენ და ამის გამო თავს უდიდეს ცო-დვილად თვლიდნენ. მაგალითად, ახლა შეუიარაღებელი თვალით ვუცქერ ჩემს ხელს და ის ლამაზად მეჩვენება. მაგრამ, თუ გამადიდე-ბელი შუშით დავხედავ, მაშინ ეს ბეწვები, ახლა რომ ძლივს მოჩანს, კვიპაროსის ტყედ იქცევა! როდესაც საკუთარ თავზე ამგვარ სულიერ ღვაწლს აღასრულებთ, თქვენში ძველ კაცს თრგუნავთ.
ჩვენი ძველი კაცი – ეს ჩვენში მცხოვრები ბოროტი „მოქირავნეა", იმისათვის, რომ ის წავიდეს, საცხოვრებელი უნდა დავუნგრიოთ და ახალი შენობის აგება დავიწყოთ – ახალი ადამიანის შენება.
(გაგრძელება იქნება...)