მტკიცედ, დაუეჭვებლად უხმე სული წმიდას, კარგად იცნობ მას, ხშირად უხმობ, რომ გადმოვიდეს წმიდა მსხვერპლზე, შენი ლოც-ვითაა, რომ უსათუოდ და მუდმივად გარდაქმნის მას. შენ ხარ სწორედ ის, ვინაც მრავალჯერ იხმიე მისი ღვთაებრივი მოქმედების ნაყოფი.
***
მამა ღმერთი - სიცოცხლეა, ძე ღმერთი - სიცოცხლეა, ღმერთი სული წმიდა - სიცოცხლეა; წმიდა სამება - სიცოცხლეა. სიცოცხლეა მამის, ძისა და სული წმინდის სახელში. განუდგები გულით მამას - სა-კუთარი გულის სიცოცხლეს მოიშლი, განუდგები ძეს - საკუთარ სიცოცხლეს მოაკლდები, განუდგები სული წმინდას - საკუთარ სი-ცოცხლეზე იტყვი ამით უარს და მერე შენი ეჭვი მოგიკლავს გულს, წუხილს ჩაგისახლებს შიგ, გაგტანჯავს; ღმერთი კი ისევ სიცოცხლის ღმერთი იქნება სამ იპოსტასში. მოიშორებ გულიდან ეჭვს, მთელი გულით აღიარებ სამივე იპოსტასს ღმერთში და ისევ დაუბრუნდება გულს სიცოცხლე. ღმერთი, წმინდა სამებაში თაყვანისცემული, მხო-ლოი არს. ამინ!
(გაგრძელება იქნება...)