უხილავ მტერთან ბრძოლისას, სასო არ წარიკვეთო, გაჭირვებისა და სულის შეიწრებისას, ყველაზე მძიმე მომენტებშიაც კი, ადიდე უფალი. ბრძოლა და ვნება, მისი სახელისთვისაა, მისი გულისთვის იგესლები დაუნდობელი გველისგან ყოველ წამს. შენ რომ ღვთისმოშიში ცხო-ვრება არ აგერჩია, ღმერთთან სიახლოვეს არ დაშურებოდი, მტერი ახლოსაც არ გაგეკარებოდა, არ გაწამებდა.
***
გულითადი რწმენა აუცილებელია ადამიანისათვის, რადგან ჩვენი გონების შუქი ჭრაქივით ბჟუტავს, გონიერ სინათლეს, უფალი ღმე-რთის ზღვარდაუდებელ ნათელს ვერ იტევს; ეს სოფელი, უფსკრულია მისი ყოვლისშემძლეობისა, სიბრძნისა. ჩვენში, ერთობ მცირედი, შე-იძლება ითქვას, წვეთია მისი ძლევამოსილებისა, სიბრძნისა, რადგან მხოლოდ ამდენს და მეტს ვერ დავიტევდით ჩვენს ხრწნად სხეულში.
(გაგრძელება იქნება...)