მიტროპოლიტ ანტონი სუროჟელის (ბლუმი) (1914-2003) რელიგიუ-რი მსოფლმხედველობის მთავარი ღერძია მოდერნისტული რწმენა სამყაროს, სხეულის, ნივთიერების, მატერიის სულიერი (ორგანული) სიცოცხლის შესახებ. თუ ამ სწავლებას ქრისტიანობის ზებუნებრივ გამოცხადებას შევადარებთ, უნდა ვთქვათ, რომ მიტრ. ანტონი რელი-გიურ ინდიფერნტიზმს აღიარებდა.
მიტროპოლიტის აზრით, სარწმუნოების ჭეშმარიტებანი არ უნდა მი-ვიჩნიოთ მსოფლმხედველობად, სარწმუნოებრივ შეხედულებად: „არ არსებობს რწმენა, რომელიც დაფუძნებული და მიმართულია მსოფლ-მხედველობასა და შეხედულებაზე".¹
აქედან გამომდინარეობს, რომ თურმე ქრისტიანული „სარწმუნოება არ არის მსოფლმხედველობა. არსებობს მსოფლმხედველობა, რომე-ლიც რწმენას შეესატყვისება, მაგრამ თავად რწმენის არსი არ არის შეხედულებათა სისტემა".²
მიტრ. ანტონი წმიდა წერილის საპირისპიროდ ამტკიცებს, რომ აბრა-ამმა არაფერი იცოდა ღმერთზე: „აბრაამის რწმენა იმაში კი არ მდგო-მარეობს, რომ მას თავიდანვე ჰქონდა ცოდნა და რწმენა ღმერთისა, არამედ იმაში, რომ ის თავიდანვე, ბუნდოვნად, ამავე დროს უზარ-მაზარი ძალით პირისპირ შეხვდა ცოცხალ ღმერთს. მას სწამდა არა რაღაცის, არამედ ვიღაცის, და შესაძლოა, ეს არის თავად რწმენა".³
ამონარიდის ამ მონაკვეთში მიტრ. ანტონი ერთმანეთში ურევს რწმე-ნას, როგორც ღვთის საჩუქარი ჭეშმარიტ რწმენაში დარწმუნებულ-ობასთან. წმ. იოანე ოქროპირი გვასწავლის: „სხვა რწმენაა, რომლის შესახებაც საუბრობენ მოციქულები: „შემძინე ჩვენ სარწმუნოება" (ლუკ. 17, 5), და სულ სხვაა, როდესაც სასწაულების ქმნის გარეშეც ყველა ჩვენგანს კეთილსინდისიერი სარწმუნოების გამო ერთგულები გვეწოდება".⁴
ცნებების მსგავსი არევა მიტრ. ანტონს დოგმატური რწმენის დაკნი-ნებისათვის სჭირდება. მან მხოლოდ ღვთისმეტყველთა და სქოლა-სტიკოსთა საქმედ მრავალგზის წარმოაჩინა დოგმატიკა.
თუ რწმენა არ არის მსოფლხედვა, შედეგად, ღმერთზე არაფრის ცო-დნა არ შეიძლება გვქონდეს: ჩვენ ხომ მისი სახელიც კი არ ვიცით. ამ შეხედულების დასამტკიცებლად მიტრ. ანტონი იუდეველ ფილოსო-ფოს მაიმონიდს და მათ (იუდეველთა) მკრეხელურ სწავლებას მიმა-რთავს:
„ჩვენი გამოცდილება ღმერთის შესახებ ყოველგვარი გამოხატულებ-ის მიღმაა. ებრაელ მწერალ მაიმონიდს შემდეგი მაგალითი მოჰყავს: ჭაბუკი დადგა ლოცვად და თქვა: „უფალო შენ დიადი, დიდებული, ყველგანმყოფი და ყოვლისშემძლე ხარ. მოძღვარმა ის შეაჩერა და უთხრა: „ნუ მკრეხელობ; ყოველთვის როდესაც სიტყვა ღმერთს უმ-ატებ ახალ ზედსართავს, ამით მას უფრო მეტად აკნინებ; შენ თითქოს შემოსაზღვრავ მის არსებას და ჩვენი ენის ტყვედ აქცევ მას".5
იუდეველი მწერლის სიტყვები გარეგნულადაც კი არა ჰგავს ქრის-ტიანულ ღვთისმეტყველებასა და წმიდა მამათა სწავლებას. წმ. დიო-ნისე არიოპაგელი თავის წიგნში „О Божественных Именах» ამხელს მიტრ. ანტონისა და მაიმონიდის სწავლების უმართებულობას. თავად წიგნის დასახელება მეტყველებს ამაზე. ცხადია, ღმერთი თავისი მიუწვდომელი ღვთაებრივი ბუნებით, არსით შეუძლებელია სახელით გამოხატო; ღვთის სახელები მისი თვისებებისა და მოქმედებების გამომხატველია. ეს გარემოება არანაირად არ აკნინებს და არ ზღუდავს მის ღვთაებრიობას, არამედ პირიქით - კეთილმორწმუნეობით ღმერ-თის სიდიადის გამომხატველია. წმ. დიონისე არიოპაგელი წერს: „წმი-და წერილში ყველა ღვთისსაკადრისი ღვთაებრივი სახელწოდებით განიდიდება არა ნაწილობრივი, არამედ მთლიანი, ყოვლისმომცველი სრული ღვთაება. ყველა ეს სახელი განუყრელად, განუცალკავებლად და მთლიანად მიესადაგება ღვთის ყოვლადსრულ ბუნებას".6
იუდეველი მორალისტის სწავლება პოლემიკურად ქრისტიანობის წინააღმდეგაა მიმართული. მიტროპოლიტი ცდილობს ქრისტიანული ღვთისმეტყველების საპირისპირო სწავლების დამტკიცებას. შესაბამი-სად, ის სჩადის დანაშაულს მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ - მაიმონიდის სიტყვას ღმერთზე „ჭეშმარიტ სწავლებად" სთავაზობს ქრისტიანებს.
თუმცა, ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, ვინაიდან მისი აზრით, ღმერთ-ზე ჭეშმარიტების ცოდნა შეუძლებელია: „სახარება არა რაღაცის, არა-მედ ვიღაცის მიხედვით განსაზღვრავს ჭრშმარიტებას. ქრისტე ამბობს: „მე ვარ ჭეშმარიტება" (იონ. 14. 6), ამით უფალი სრულიად გამორიც-ხავს შესაძლებლობას, რაც უნდა იყოს, გამოხატო სიტყვებით ან გამო-ხატულებით, და ის იწოდებოდეს საბოლოო ან სრულ ჭეშმარიტებად, ვინაიდან სრული ჭეშმარიტება პირადულია და არასოდეს ნივთობ-რი".7
მიტრ. ანტონი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლები ვცრუობთ, როდ-ესაც ვამბობთ, რომ ვფლობთ ჭეშმარიტებას: „როდესაც მართლმადი-დებლები ვამბობთ, რომ ვფლობთ სრულ ჭეშმარიტებას, საბოლოო ჯამში, რაღაც სიცრუეს ვამბობთ. ქრისტეა ჭეშმარიტება; ღმერთია ჭეშმარიტება; რისი თქმაც შეგვიძლია მასზე ეს მხოლოდ მიახლოვებაა ჭეშმარიტებასთან: შესაძლოა კარგი, შესაძლოა ფარდობითიც".8
როგორც ვხედავთ, მიტრ. ანტონი ყველგან ცდილობს გაექცეს კონკ-რეტიკას: „თურმე არ შეიძლება სრული ჭეშმარიტების ცოდნა". ნეტავ, მისი სწავლებით, ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად აღიარება სრული ჭეშმარიტებაა, თუ ნაწილობრივი? ეს ჭეშმარიტებაა თუ მიახლება მა-სთან?
ნაწილობრივი ჭეშმარიტება არც შეიძლება იწოდებოდეს ამ სახელწ-ოდებით. ეს უკვე ეჭვია, ვარაუდი, მაგრამ არა ჭეშმარიტება. ამიტომ მიტრ. ანტონი მშვიდად ამბობს, რომ ეკლესია „უძლური გადმოგვცეს რა არის ღმერთი და როგორია მისი გზა".
ასეთი განცხადების შემდეგ რაღა უნდა ითქვას მისი დოგმატური შე-ხედულებების შესახებ. როგორც ნებისმიერი ადოგმატისტი, მას შეუ-ძლია აღიაროს ნებისმიერი შეხედულება და თან იფიქროს, რომ ეს მხოლოდ ფარდობითი ჭეშმარიტებაა.
¹Антоний (Блюм) митр. Проповеди и беседы. М. Либрис. 1991. გვ. 86.
²იქვე გვ. 83.
³იქვე გვ. 83.
⁴И. Злотоуст. Св. На Псалом 115.Творения. Т5. СП. 1891.
5Антонии (Блум). Митр. Беседы о вере и Церкви. СП. 1991. 94.
6Дионисий Ареопагит. Св. О Божейственных Именах. Буэнос-Аирес. 1957. გვ. 32.
7Антоний (Блум) митр. Беседы о вере и Церкви. М. СП. 1991. გვ. 84.
8იქვე გვ. 84.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ