წევრი 10
გვწამს, როგორც გვასწავლეს კიდეც მისი რწმენა, ესრეთ წოდებული და თავისი არსით ამგვარივე - წმიდა მსოფლიო სამოციქულო ეკ-ლესია, რომელიც ყველას მოიცავს ყოველგნით, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, - ქრისტეს მორწმუნეებს, რომლებიც აწ ქვეყნიურ მწირობაში იმყოფებიან და ჯერეთ არ დამკვიდრებულან ზეციურ სამშობლოში. მაგრამ სულაც არ აღვურევთ მოგზაურ (მწირობაში მყოფ) ეკლესიას სამშობლოში დამკვიდრებულ ეკლესიასთან, როგორც ამას ზოგიერ-თნი მწვალებელნ იქმან ოდენ იმის გამო, რომ ერთიცა და მეორეც არსებულია; (გვწამს), რომ ორივე (ეს ეკლესია) თითქოსდა ორ სამ-წყსოს შეადგენს ერთი მწყემსთმთავრისა - ღმერთისა და ორივე გა-ნათლებულ-განწმედილია ერთი სულიწმიდით. ამგვარი მათი შერევნა უადგილოა და შეუძლებელია, რადგან ერთი (მათგანი) მებრძოლია და ჯერეთ გზაშია, მეორე კი უკვე გამარჯვებას ზეიმობს. მას უკვე მიუღწევია სამშობლოსათვის და ჯილდოც მიუღია, რაც მთელს მსოფლიო (ქვეყნიურ მებრძოლ) ეკლესიასაც მოელის. რადგანაც ადა-მიანი სიკვდილსაა დაქვემდებარებული და მას არ ძალუძს გამუდ-მებით იყოს ეკლესიის მეთაური, ამიტომ თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვითარცა თავი (ეკლესიისა) არის მპყრობელი მისი მართვის საჭისა და წინამძღვრობს ეკლესიას წმიდა მამათა მეშვეობით. ამის-თვის სულმა წმიდამ კერძო (ადგილობრივ) ეკლესიებს, კანონიერად (სჯულიერად) დაფუძნებულთ და კანონიერად შემდგართ წევრთაგან, დაუდგინა ეპისკოპოსები ვითარცა მმართველები, მწყემსები, მეთა-ურნი და უფროსნი, რომელნიც ამგვარნი არიან არა ბოროტი გა-მოყენებით (ძალაუფლებისა), არამედ კანონიერ-სჯულიერად, მიუთი-თებს რა (სულიწმიდა) ამ მწყემსებში ხატზე ჩვენი ცხოვნების დასა-ბამისა და აღმსრულებლისა (ანუ უფლისა), რათა მორწმუნეთა საზო-გადოებანი ამ წინამძღვრობის ქვეშ მის ძლიერებაში აღმაღლდე-ბოდნენ. რადგანაც სხვა უკეთურ შეხედულებათა შორის მწვალებელნი იმასაც ამტკიცებდნენ, რომ უბრალო მღვდელი და მღვდელთმთავარი თანაბარნი არიან ერთურთს შორის; რომ შესაძლებელია ყოფნა მღვდელთმთავრის გარეშეც; რომ რამდენიმე მღვდელს შეუძლია ეკ-ლესიას ხელმძღვანელობდეს, რომ მღვდლად ხელდასხმა-კურთხევა ოდენ მღვდელთმთავარს კი არა, მღვდელსაც შეუძლია, ხოლო რამ-დენიმე მღვდელს მღვდელმთავრის ხელდასხმა ძალუძს, - და ყოველ-გნით ქადაგებენ (ეს მწვალაალნი), რომ (თითქოს) აღმოსავლეთის (მართლმადიდებელი) ეკლესია იზიარებს მათს ამ შეცთომილებას, - ამიტომ ჩვენ აღმოსავლეთის ეკლესიაში ძველთაგანვე გაბატონებული შეხედულების შესაბამისად, ვადასტურებთ, რომ ეპისკოპოსის წოდება იმდენად აუცილებელია ეკლესიაში, რომ უმისოდ არც ეკლესიას - ეკლესიად, არც ქრისტიანს - ქრისტიანად არათუ ყოფნა, სახელად წოდებაც კი არ ძალუძთ. რამეთუ ეპისკოპოსი, ვითარცა მოციქულთა მემკვიდრე, რომელსაც ხელდასხმითა და სულიწმიდის მოწოდებით აქვს მიღებული ღმერთისაგან მისთვის მემკვიდრეობითად ბოძებული ხელმწიფება შეკვრისა და განხსნისა, არის ღმერთის ცოცხალი ხატი ამქვეყნად და, სულიწმიდის მღვდელოქმედებითი ძალის მიერ - უხვი წყაროც მსოფლიო ეკლესიის ყოველთა საიდუმლოთა, რომლებითაც ცხოვნება შეგვეძინება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეპისკოპოსი იმდენადვეა აუცილებელი ეკლესიისათვის, როგორც სუნთქვა ადამიანისათვის და მზე - ქვეყნიერებისათვის. ამიტომაც ზოგიერთნი სამღვდელმთავრო ხარისხის შესაქებად კარგად იტყვიან: „რაც ღმერთია პირველშო-ბილთა ეკლესიაში ცათა შინა და რაც მზეა ამა ქვეყნად, - იგივეა ყოველი ეპისკოპოსიც (მღვდელმთავარიც) თავის კერძო ეკლესიაში; ისე, რომ მის მიერ სამწყსო განათლდება, განტფება და შეიქნება ტაძრად ღმრთისა". ეპისკოპოსობის დიდი საიდუმლო და წოდება რომ მემკვიდრეობითად გადმოგვეცა ჩვენ, - ეს ცხადია. რამეთუ უფალი, რომელმაც აღგვითქვა ჩვენ თანა იყოს საუკუნეთა გასულამდე, მა-რთალია მადლისა და საღმრთო კეთილმოქმედებათა სხვა სახეებით ჩვენ თანა იმყოფება (მარადის), მაგრამ საეპისკოპოსო სამღვდელო მოქმედების მეშვეობით თანაგვეზიარება ჩვენ განსაკუთრებულად, იმყოფება ჩვენთან და გვიერთდება ჩვენ წმიდა საიდუმლოთა მე-შვეობით, რომელთა უპირველესი აღმსრულებელი და მღვდელ-მოქმედი, სულიწმიდის ძალით, არის ეპისკოპოსი და არ დაუშვებს ჩვენს შთავარდნას მწვალებლობაში. ამიტომაც წმიდა იოანე და-მასკელი თავის მეოთხე ეპისტოლეში აფრიკელთადმი ამბობს, რომ მსოფლიო ეკლესია ზოგადად ეპისკოპოსებს აქვთ მინდობილი (ღმერთის მიერ); რომ პეტრეს მემკვიდრეებად აღიარებულნი არიან: რომში - კლიმენტი, პირველი ეპისკოპოსი; ანტიოაქიაში - ევოდე, ალექსანდრიაში - მარკოზი; რომ წმიდა (მოციქულმა) ანდრიამ კონ-სტანტინოპოლის საყდარზე დაადგინა იაკობი, ხოლო დიდ წმიდა ქალაქ იერუსალიმში უფალმა ეპისკოპოსად დაადგინა სტაქე; ხოლო მის შემდგომ - კიდევ სხვა, და ასე ჩვენს დღეებამდე. ამიტომაც ხმობს ტერტულიანე, თავის წერილში პაპიანესადმი, ყველა ეპისკოპოსს მოციქულთა მემკვიდრეებად. მათი მემკვიდრეობითობის, სამოცი-ქულო ღირსებისა და ხელმწიფების შესახებ ევსევი პამფილეც და მრავალნი სხვანიც მოწმობენ წმიდა მამათაგან, რომელთა ჩამოთვლაც ზედმეტი იქნებოდა, ასევე (ამას მოწმობს) მსოფლიო ეკლესიის სა-ზოგადო და უძველესი ჩვეულება. ცხადია, აგრეთვე, რომ საეპ-ისკოპოსო წოდება განსხვავდება უბრალო მღვდლის წოდებისაგან. რამეთუ მღვდელს ეპისკოპოსი დაასხამს ხელს (აკურთხებს), ხოლო ეპისკოპოსი ხელდაისხმება არა მღვდელთა მიერ, არამედ სამო-ციქულო კანონის მიხედვით, ორი ან სამი მღვდელმთავრისაგან. ამასთანავე, მღვდელს (თვით) ეპისკოპოსი აღირჩევს, მღვდელმთავარს კი მღვდელნი, პრესვიტერნი და საერო ხელისუფალნი კი არ აღ-ირჩევენ, არამედ (იგი აღირჩევა) იმ მხარის უმაღლესი ეკლესიის კრების მიერ, სადაც მდებარეობს ის ქალაქი, რომლისთვისაც და-იდგინება ხელდასასხმელი, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში იმ ოლქის (საეკლესიო) კრება, სადაც უნდა იყოს იგი ეპისკოპოსად. თუმცა ზოგჯერ მთელი ქალაქიც ირჩევს ეპისკოპოსს, ოღონდ პირდაპირ კი არა, არამედ თავის არჩევანს (საეკლესიო) კრებას წარუდგენს და თუკი იგი კანონთა შესაბამისად არჩეული აღმოჩნდება, მაშინ ამორჩეულს საეპისკოპოსო ხელდასხმის მეშვეობით და სულიწმიდის მოწოდების გზით (ეპისკოპოსად) დაადგენენ. გარდა ამისა, მღვდელი მღვდლობის ხელმწიფებასა და მადლს მხოლოდ თავისთვის მიიღებს, ეპისკოპოსი კი მას სხვებსაც გადასცემს, პირველი, მიიღებს რა ეპისკოპოსისაგან მღვდლობას, აღასრულებს მხოლოდ წმიდა ნათლობას ლოცვები-თურთ, მღვდელმოქმედებს უსისხლო მსხვერპლის შესაწირავად, ურ-იგებს (მორწმუნე) ერს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წმიდა სხეულსა და სისხლს, წმიდა მირონს სცხებს მონათლულთ, ჯვარს დასწერს (გვი-რგვინოსანჰყოფს) კეთილმსახურად სჯულიერად შემავალთ ქორწი-ნებაში, ლოცულობს სნეულთათვის, ყოველთა ადამიანთა ხსნისათვის და ჭეშმარიტების შეცნობად მოყვანისათვის, უპირატესადრე კი - მოსატევებლად და ცოდვათა შესანდობად მართლმადიდებელთა, ცოცხალთა და სესვენებულთა, და ბოლოს, რაკი იგი გამორჩეულია ცოდნითა და სათნოებით, ამიტომ, ეპისკოპოსის მიერ მისდა მო-ნიჭებული ხელმწიფებით, იგი დამოძღვრავს კიდეც იმათ მართლ-მადიდებელთაგან, რომელნიც მასთან მოდიან, უჩვენებს რა მათ გზას ცათა სასუფეველის დასამკვიდრებლად, და დაიდგინება მქადაგე-ბლად წმიდა სახარებისა. მღვდელმთავარი კი, გარდა იმისა, რომ ყოველვე ამას აღასრულებს (რამეთუ ვითარცა ითქვა, არის წყარო საღმრთო საიდუმლოთა და ნიჭთა სულიწმიდის ძალით), ერთა-დერთია, ვინც წმიდა მირონის მოხარშვას აღასრულებს; მხოლოდ მას ერთს მიეკუთვნა ხელმწიფება ყველა საეკლესიო ხარისხსა და მოვალეობაში კურთხევისა; ოდენ მას განსაკუთრებულად და უპი-რატესად აქვს ხელმწიფება შეკვრისა და განხსნისა და, უფლის მცნებისამებრ, ღმერთისათვის სათნო მსჯავრის აღსრულებისა; იგი ქადაგებს წმიდა სახარებას და მართლმადიდებელთ განამტკიცებს (ჭეშმარიტ) სარწმუნოებაში, ურჩთ კი, ვითარცა წარმართთ და მეზ-ვერეთ, განკვეთს ეკლესიიდან, ხოლო მწვალებლებს განგდებასა და ანათემას გადასცემს და თავის სულსაც დასდებს ცხოვართათვის. ყოვლის მხრიდან განცხადდება (ჩვენთვის) ეპისკოპოსის უდავო განსხვავება უბრალო მღვდლისაგან, ამასთანავე კი ისიც, რომ უმისოდ მთელს ქვეყნიერებაზე მყოფ ყველა მღვდელსაც კი ერთად არ ძალუძს ღმერთის ეკლესიის დამწყსვა და მისი სრულყოფილი წინამძღვრობა (ხელმძღვანელობა). მაგრამ სამართლიანად შენიშნა ერთმა (წმიდა) მამათაგანმა, რომ ძალზე ძნელია მწვალებელთა შორის გონიერად განმსჯელი ადამიანის პოვნა, რადგან რაკი ისინი ეკლესიას სტოვებენ, სულიწმიდისაგანაც მიტოვებულნი შეიქნებიან და მათში აღარ რჩება არც ცოდნა-გულისხმისყოფა, და არც ნათელი, არამედ მხოლოდ წყვდიადი და დაბრმავებაა (მათი ხვედრი). რამეთუ ასეთი რამ რომ არ სწეოდათ, მაშინ არც უარყოფდნენ ყველაზე უცხადესს, როგორიცაა, მაგალითად, ჭეშმარიტად დიადი საიდუმლო ეპისკოპოსობისა, რომ-ლის შესახებაც საღმრთო წერილიც იტყვის, საეკლესიო მატიანეც მოიხსენიებს და წმიდა (მამათა) ნაწერებშიცა ნათქვამო და რომელსაც ყოველთვის აღიარებდა და ადასტურებდა სრულიად მსოფლიო ეკ-ლესია.