ზეციურზე იფიქრეთ, ზეციური ეძიეთ, რადგან ჩვენი მოქალაქეობა, პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, ზეცაშია1.
ჰოი, რა ბედნიერებას მალავს მონაზვნობა! ჰოი, ზეციურო საშვე-ბელო, რა წარმტაცი ხარ მონაზვნობასა და მდუმარებაში მცხოვრები, ამაო სოფელს განშორებული ადამიანისთვის! რარიგ მიიზიდება მყუ-დროებაში გონება ზეციურისკენ; შემეცნებიდან შემეცნებაში, ჭვრეტ-იდან ჭვრეტაში გადადის, ღვთაებრივი ტრფიალებით მოცული, გულ-ში ზეაღმავალი, მხოლოდ ღმერთს განიცდის! ჰოი, ღვთის სიმდიდ-რისა და შემეცნების სიღრმე! უდაბნოში მოხეტიალე შეუმჩნეველი მონაზვნები, ჭეშმარიტად, ღვთისმიერი ფილოსოფოსები იყვნენ. მიწა-ზე დააბიჯებდნენ, მაგრამ ჭვრეტითა და ღვთაებრივი ტრფიალებით ზეცაში იმყოფებოდნენ.
ჰოი, მონაზვნობავ, რა დიდებული ხარ! როცა ამქვეყნიურ აურზაურს განშორებული ადამიანი დამშვიდდება და გაწაფული მოძღვრის წი-ნამძღოლობითა და ზედამხედველობით მონაზონი ხდება, მაშინ ის მონაზვნობის შინაგან დიდებას მიეახლება.
ჩვენი ბრძოლა უფლებათა, მთავრობათა, ბნელ და უბოროტეს ძალ-თა, ძალზე გამოცდილ სამხედრო ნაწილთა, ხორცისა და ვნებათა სა-მყაროს წინააღმდეგაა მიმართული. ეს ჭრილობებს ჰგავს, რომლებიც საშინლად გვტკივა და მათ განსაკურნებლად ხერხი, დრო, მოთმინება და გულმოდგინებაა საჭირო.
ნახეთ, როგორი იყო წმინდა მამების მოღვაწეობის პირველი წლები! გულგრილობით, შემაძრწუნებელი იმედგაცრუებითა და მრავალი გა-მანადგურებელი განსაცდელით იტანჯებოდნენ. მოთმინება მტკიცედ შეინარჩუნეს, თავის იძულება არ შეუწყვეტიათ და ისინი მადლმა მო-იხილა იმის შესაბამისად, რაც მანამდე დაითმინეს.
***
როგორ შევძლებ ქალწულების მიუწვდომელი სიმდიდრის შეფასებ-ას?! ქრისტეს მსგავსად რომელ თიხის ენას შესწევს ძალა ხოტბა შეასხას ქალწულების დიდებას?!
ქალწულება ანგელოზთა სადარია. ის მიწიერ ადამიანს ქრისტესა და ღვთისმშობელს მიამსგავსებს, რადგან ორივენი ქალწულები იყვნენ. პირველქმნილი ადამიანებიც ცოდვით დაცემამდე ქალწულები იყვნენ. მცნების დარღვევის შემდეგ შეუღლდნენ2. მაშასადამე, პირველად ქა-ლწულება იქნა დადგენილი, ხოლო ქორწინება ურჩობის შედეგია. და ვისაც სურს სამოთხეში მყოფი პირველქმნილების სათნოებას მიაღწი-ოს, ქალწულებითა და სიწმინდით უნდა იცხოვროს.
ქალწულებასა და უბიწოებას ღვთის წინაშე დიდი კადნიერება აქვს. ამიტომ სიცოცხლის მსხვერპლად გაღებაც რომ გახდეს საჭირო, ქალ-წულება თვალისჩინივით დაიცავით. მის შესანარჩუნებლად მუდმივ-ად იმეორეთ იესოს ლოცვა და მოერიდეთ ცოდვის მიზეზებს: თვალს გაუფრთხილდით.
***
მინდა, ახლა უფრო შეიყვარო ქრისტე, რაკი მასთან დაწინდვას დათ-ანხმდი. ჩემო გოგონა, ნახე, როგორი სიყვარული გიჩვენა მან - ერიდან გამოგიყვანა და ახლა ერთ მყუდრო მონასტერში ლოცვითა და გალ-ობით ცხოვრობ და, რაც მთავარია, საუკუნო ცხოვრების დამკვიდ-რებისა და ღვთის ანგელოზებთან ერთად გალობის იმედი გაქვს! განუწყვეტლივ მადლობდე ღმერთს, რომელმაც ამდენი კურთხევა სიყვარულით მოგმადლა.
***
შვილო, სიწმინდეზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან ეს მონაზვნურ სულს აღანთებს. სიწმინდე იმის საუკეთესო მოწმობაა, რომ მონაზვნური მოქალაქეობა ანგელოზებრივია. სიწმინდეს სულიწმინდა მოხედავს, მასში დაემკვიდრება და მონაზონს სამოთხის განცდა დაეუფლება. ეშმაკი თავს ესხმის სიწმინდეს, ხელი რომ შეუშალოს სულიწმინდის მიერ მის მოხილვას.
ამიტომაც გვაწუხებენ, შვილო, ბოროტი გულისსიტყვები, რომ სულ-იწმინდის ჭურჭელი არ გავხდეთ და არ ვიგრძნოთ, რომ მონაზვნური ცხოვრება ანგელოზებრივია. მაშ ასე, მოდი, ვიბრძოლოთ, ღვთის მა-დლით სულისა და ხორცის სიწმინდე მოვიპოვოთ.
***
სქემაში აღკვეცის დროს მადლი ზოგს დიდად მოიხილავს, ზოგს - მცირედ. თუმცა ეს მონაზვნის მომავალ ცხოვრებაზე არ მეტყველებს.
ანგელოზებრივი სქემის მადლი ზოგმა საერთოდ ვერ იგრძნო, თუ-მცა შემდგომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. სხვებთან კი საწი-ნააღმდეგო მოხდა. მონაზვნის მიზანი გულის სიწმინდეა, საიდანაც სრული სიყვარული აღმოცენდება.
ამაზე ვიფიქროთ და ვნახოთ, გვაქვს თუ არა მოთმინება და სიმამაცე ეშმაკთან ბრძოლაში, წმინდა სიყვარული, განკითხვისა და ძვირის-ზრახვისგან თავისუფალი ენა.
მონაზონს ორი სიხარული აქვს: ერთი, როცა მონაზონი ხდება და მეორე, როცა სიკვდილს უახლოვდება. მონაზვნის ცხოვრება განა სხვა რა არის, თუ არა მუდმივი მოწამეობა? ამიტომ, სიკვდილი სიხარუ-ლია, რადგან ფიქრობს, რომ ტანჯვასა და ბოროტის ბრძოლას თავს დააღწევს.
ახლა, სანამ ახალგაზრდა ხარ და ვნებებს ფესვები არ გაუდგამს, თავი განიკურნე, რომ სიბერეში განსვენება ჰპოვო. რადგან კეთილი ცხოვ-რება კეთილ სიბერესა და კეთილ აღსასრულს მოიტანს.
***
თუ ჩემი სიყვარული გაქვს, გთხოვთ, ეკრძალეთ საკუთარ თავს, ნუ დაივიწყებთ მიზანს, რომლისთვისაც ერიდან გამოხვედით და რო-მლის მისაღწევადაც ბრძოლა გვმართებს. რა სარგებელს ვნახავთ, თუ რაიმე ამსოფლიურს მივაღწევთ და ფასდაუდებელ უკვდავ სულს და-ვაზარალებთ?
ჩვენი - მონაზვნების - მიზანი ზეაღსვლა და ზეცაში მოქალაქეობაა. ანგელოზთასწორ სიწმინდეში მცხოვრებნი უმაღლესზე ვფიქრობთ და არ შეგვფერის ყოვლადძლიერი იარაღის - ლოცვის მიტოვება და ყო-ველი უჯერო გულისსიტყვის წინაშე უკან დახევა.
მონაზვნის სხეული ღვთის ტაძარია და მოვალენი ვართ ეს წმინდა ტაძარი ყოველგვარი სიწმინდით გავამშვენოთ, რომ ღვთისთვის სა-თნო გახდეს. ის, ვინც ამ ტაძარს შეაგინებს, უფალს დაამწუხრებს. ფრთხილად იყავით სიწმინდესთან მიმართებაში.
ანგელოზების მსგავსად ქალწულება იმათი განსაკუთრებული ნიშა-ნიცაა, ვინც გადაწყვიტა თავი ღვთისთვის მიეძღვნა. ეშმაკს, როგორც არაწმინდასა და ღვთისგან გაუცხოებულს, უსაზღვროდ სძულს ქალწ-ულება, ამდენი უხამსი გულისსიტყვაც იმიტომ მოაქვს, რომ უბიწო-ების მშვენიერება შეაგინოს და მას ანგელოზებრივი ბრწყინვალება დააკარგვინოს.
***
ჩემო გოგონა, ათასი კურთხევა მოგმადლოს უტკბესმა ჯვარცმულმა, რომელსაც ქალწულება - ანგელოზთა ქალწულების სულიერი და - ასე ძალიან უყვარს.
ზეციური მამა ქალწულია, მისი ძე - უფალი ჩვენი იესო - ქალწული, ქრისტეს საყვარელი მოწაფე იოანე - ქალწული, მაგრამ რა ადგილი მივუჩინო ქალწულ მარიამს, ჩვენს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომელიც მებრძოლ ქალწულთა მცველი ზღუდეა?!
ჩემო გოგონა, გისურვებ, ცხოვრებაში ეს უწმინდესი სათნოება, ანგ-ელოზებრივი სამკაული - ქალწულება - აირჩიო.
ქალწულების გარდა შესაძლებელია ყოველგვარი დანაკარგის თავი-დან შეძენა. ეს არის უწმინდესი ცხოვრება უსჯულოებათა და უხამს შეცოდებათა გარეშე. ანგელოზთა მხედრობა ხარობს, როცა თუნდაც ერთი თანამოღვაწე ემატება. საშურია ეს ადგილი. შვილო, განა შენც არ ისურვებდი ამ ადგილის დაკავებას? იმედი მაქვს, ეს მადლის საქმე შენში დიდებით გასრულდება ჯვარცმული უფლის სადიდებლად.
ჰო, შვილო, ჩვენი იესო შეიყვარე და მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ მას ემსახურე. დაე, იესო იყოს შენი გულის სიხარული და როგორც უნდა მოიწადინოს ამაო სოფელმა შენი იძულება, ეს წმინდა სიყვარული მიწიერ სიამოვნებათა სიყალბეზე არასოდეს გაცვალო.
იესოს დაემოწაფე, სახარებისეული მენელსაცხებლე დედების მსგა-ვსად შენს მოძღვარს მრავალსასყიდლიანი ნელსაცხებელი - ქალწულ-ებრივი სიწმინდე - მიართვი.
ყოველივე მიწიერი სიზმარივით ქრება. მუდმივად და უცვლელად ამ სოფელში არაფერი რჩება. მაშ, წარმავალი და დროებითი მარად-იულზე მეტად რატომ უნდა შევიყვაროთ?
სიკვდილი ყოველ წამს გვემუქრება, რომ საიქიოში ღვთის სამსჯა-ვროზე გაგვგზავნის. მაშ, რა დაგვრჩენია, თუ არა მოვემზადოთ ღვთის წინაშე კეთილი სიტყვისგებისთვის ჩვენი ცოდვების გამო!
ყოველი შენი აზრი, რომელიც კეთილი კი არა, ცოდვიანია, მოსვ-ლისთანავე განაგდე. ჩვენი იესოს სახელი მუდამ გახსოვდეს, რადგან მისი უწმინდესი სახელი ყოველგვარ ცოდვას დაგაძლევინებს.
1 იხ. ფილიპ. 3, 20.
2"და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა... ხოლო ადამ იცნა ევაჲ, ცოლი თვისი და მიდგო-მილმან შვა კაინ" - დაბ. 3, 23; 4, 1.
ბერი ეფრემ ფილოთეველი