მართლმადიდებლურ მსოფლხედვას აცდენილი თანამედროვე კაცობრიობის უმრავლესობისთვის, როგორც ვხედავთ, უცხოა სწავლება ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემის შესახებ. მოდერნისტ - ეკუმენისტები სულ უფრო ხშირად საუბობენ 2000 წლიანი ქრისტიანული ეპოქის დასასრულზე. ისინი ახალი დროის დასაწყისზეც ალაპარაკდნენ. მათი დამქაშები კი ხშირად იმეორებენ ტერმინს: „პოსტქრისტიანული მსოფლიო", ანუ - ადამიანის შეგნებაში ამკვიდრებენ აზრს, რომ ქრისტიანობამ მოჭამა თავისი დრო, ის უკვე ისტორიული წარსულია. ახალი ათასწლეულის დადგომის შემდეგ, „ახალი ერა", „მერწყულის ერა" დადგება.
ამ იდეოლოგიას ისინი ამერიკაში პოპულარული თეოსოფიური და ოკულტური მიმდინარეობის „New Age”-ის (ნიუ ეიჯ), ანუ „ახალი დრო"-ის მეშვეობით ახორციელებენ. ეს რელიგიურ - იდეოლოგიური მოძრაობა ფართო მასებისთვის ცნობილი 1975 წელს გახდა. ის თავდაპირველად ა.შ.შ. - ში, ხოლო შემდეგ ევროპაშიც გავრცელდა. „ნიუ ეიჯი" ერთი შეხედვით არც სექტაა, არც რელიგია; მას თითქოს არა აქვს მმართველობითი ცენტრი, ორგანიზაციული რელიგიური სტრუქტურა, არ გააჩნია განსაზღვრული სწავლება და დოგმატები და ა.შ. მაგრამ სიღრმისეული ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს არის ერთობ რთული ნაზავი რელიგიურ - ოკულტური მიმდინარეობებისა, როგორებიცაა: მუნიზმი, პანთეიზმი, გნოსტიციზმი, სხვადასხვაგვარი ოკულტური საზოგადოებებისა (თეოსოფიის სექტები, ერეტიკული სწავლებები და ა.შ.).
მათი მიზანია გარდაქმნან პიროვნება, ხოლო შემდეგ მთელი მსოფლიო. საამისოდ ისინი ყველანაირ საშუალებებს იყენებენ: პრესას, ტელევიზიას, კომპიუტერს, მასობრივ პოპ-კულტურას, ნარკოტიკებს, საზოგადოების გარყვნის სხვადასხვა ფორმებს. მუსიკის სფეროში გაჩნდა ახალი სტილი „ნიუ ეიჯი". ამ სტილის საუკეთესო ალბომისთვის დაწესებულია ყოველწლიური პრემია „გრემი". მრავალი ამერიკელი კონგრესმენი და „რომის კლუბის" გამოჩენილი წევრი ცნობილი ეკუმენისტის ენ ჩიტეს მიერ ჩატარებულ „ახალი დროის" (New Age) ყოველდღიურ ლექციებს ესწრებოდა.
დღესდღეობით, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, „ნიე ეიჯ-ის" წარმომადგენლები ყველაზე მდიდარი, განათლებული და წარმატებული ადამიანები არიან. „ნიუ ეიჯის" ინსტრუქტორები მუშაობენ ისეთ კომპანიებში, როგორიცაა „პროქტერ ენდ გემბლი", IBB, „ჯენე-რალ მოტორსი" და მისთ. მათ მიერ ისინი ხსნიან უნივერსიტეტებს, „ნიუ ეიჯის" ფონდებს. ასე რომ, „ნიუ ეიჯი" არა მარტო რელიგია, არამედ რელიგიურ - სოციალური მოძრაობაა, რომლის მიზანი ახალი „სულიერების", ახალი „რელიგიური შეგნებისა" და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაა. სინამდვილეში „ნიუ ეიჯი" კაცობრიობას, ანტიქრისტეს მოსვლისთვის ამზადებს. „ახალი დროის" ქაოსიდან შემდეგში ერთიანი მსოფლიო რელიგია უნდა დაიბადოს, რომელიც თავის თავში დედამიწაზე არსებული ყველა რელიგიის ელემენტებს რომ შეკრებს.
„ნიუ ეიჯის" მრავალი ელემენტი ოკულტიზმიდანაა გადმოღებული. აქ არა მარტო ცრურწმენისა და წარმართობის, არამედ ჯადოქრობისა და მაგიის ელემენტები შეინიშნება. „ნიუ ეიჯის" მსოფლმხედველობა მორალური ინდეფერენტიზმზეა აგებული. ცნობილი მაგისა და ოკულტისტის კროულის აზრით, „ნიუ ეიჯის" კანონი უნდა გახდეს - „აკეთე ის, რაც გინდა". ამ მოძრაობის მიმდევრები იბრძვიან ჰომოსექსუალისტებისა და ნარკომანების უფლებებისთვის, რითაც თანამე-დროვე მსოფლიოს ახალ სოდომად გადაქცევას ლამობენ.
დღეს „ნიუ ეიჯს" 22 მლნ. მიმდევარი ჰყავს. მარტო ამერიკასა და კანადაში „ნიუ ეიჯის" დაახლოებით 20 ათასი ორგანიზაციაა. ეს ორგანიზაციები სხვადასხვაგვარი მეცნიერული, პოლიტიკური, რელიგიურ - ფილოსოფიური მიმართულებისაა.
ბერძენმა ღვთისმეტყველმა ალექსის პანაგოპულოსმა დაწვრილებით განიხილა მოძრაობა „ნიუ ეიჯის" არსი და შემდეგი აზრი გამოიტანა: მათი მიზანი „ახალი მსოფლიო წესრიგის" თეორიის შემუშავება, ახალი მსოფლიო რელიგიის, „ახალი ეპოქის ქრისტეს" (ანუ ანტიქრისტეს) მოსვლაა.
ამრიგად, ახალი მსოფლიო წესრიგის ადეპტებმა ნელ-ნელა ჩამოიხსნეს ნიღაბი და გვიჩვენეს ანტიქრისტიანული სახე. მათი აღმსარებლობაა: რწმენა ერთიანი კაცობრიობისა, რომელიც ერთიანი „სულიერი" ცენტრიდან მართავს ყოველმხრივ დაცემულ ადამიანს.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე