ირანის სივრცეში წარმოშვა განვითარებული რელიგიები. ირანელთა მსოფლმხედველობა აღმოსავლეთის სხვა ხალხების აზროვნების ფო-ნზე პროგრესულ ელემენტებს შეიცავდა. ძველ ირანელებს არ ჰყავდათ კერპები და მათი რელიგია აბსტრაქტულ და განყენებულ ხასიათს ამჟღავნებდა... ისინი თავიდანვე მიისწრაფოდნენ სინათლის გაღმერ-თებისაკენ, რაც მორალურ ასპექტში სიკეთესთან ასოცირდებოდა. მა-გრამ სინათლე თავის თავში დაპირისპირებასაც შეიცავს, სახელდობრ, სიბნელეს. სპარსელების რელიგიაში ამ დაპირისპირებას ჰორმეზდი და აჰრიმანი ქმნიან. ჰორმეზდი სინათლის საუფლოს, კეთილის ბატ-ონია, აჰრიმანი - სიბნელის სამეფოსი, ბოროტისა, მაგრამ არსებობს უფრო მაღალიც, რომლისგანაც ერთიც და მეორეც არიან წარმომდ-გარნი და მას ზარვანი ეწოდება, ანუ შეუზღუდავი ყოვლადობა.
ირანული რელიგიების მიღმა, უპირველესად, უნდა ვიგულისხმოთ ზოროასტრიზმი, ერთ-ერთი ადრეული და დოგმატურ-იერარქიული კუთხით ჩამოყალიბებული რელიგია, მისი ფუძემდებელია ზარატუს-ტრა.
ზოროასტრულ კულტში მნიშვნელოვან ფუნქციებს ბუნებრივი სტი-ქიები ასრულებდა. უმთავრესი რიტუალური ფუნქცია ენიჭებოდა ცე-ცხლს. ცეცხლი ზოროსტრული კულტის განუყოფელი კომპონენტია. იგი, ისევე როგორც ცა, ლითონი და ქარი, „მამრობითი სქესისაა". ის, ვინც ცეცხლს ჩააქრობდა, ზოროასტრული სწავლებით, ჯოჯოხეთში დაისჯებოდა.
ყოველდღიური ლოცვებისა და რიტუალებისთვის იგებოდა უფრო დაბალი რანგის ტაძრები, სადაც იყო ცეცხლის საკურთხეველი. ცე-ცხლის ტაძარში სიარული საჭიროა იმიტომ, რომ განაგდო უსხეულო დემონები და სიზარმაცე. მავნე ქმნილებების განადგურების გვერდით ცეცხლის დაცვა ცოდვებისაგან გამოსყიდვის ერთ-ერთი გზაა. ცეც-ხლის დიდება იზრდება მაშინ, როდესაც ნადგურდება მავნე ქმნი-ლებები და მისთ.
ზოროასტრულმა რელიგიამ მოახერხა იერარქიული სტრუქტურის მოწესრიგება. ეს უკავშირდება სასანიდების ეპოქას. ამ პერიოდის წე-რილობითი ძეგლები შეიცავს ცნობებს მაზდეანობის იერარქიაზე. მათი მეშვეობით ვიგებთ, რომ მოგვები შეადგენდნენ ქურუმთა კლასის ყველაზე უფრო დაბალ და მრავალრიცხოვან ნაწილს. ფარულ ძეგლებში დასახელებულია ქურუმთა მოვალეობების მტკიცე რწმენა, ღვთაებათა თაყვანისცემა შესაბამისი სახით. მათ ევალებოდათ რიტუ-ალების ჩატარება.
ზოროასტრიზმში სიცოცხლე განიხილებოდა, როგორც აჰურა მაზდ-ას მიერ ბოძებული სიკეთე, ხოლო სიკვდილი - აჰრიმანისგან გამო-მავალი ბოროტება... მშობიარობა, ბავშვის დაბადება ითვლებოდა ორ-განიზმის სიწმინდის შებილწვად. მშობიარობისას ქალის სიახლოვეს ანთებდნენ ცეცხლს, რომელიც ბოროტ სულებს დევნიდა.1
კიდევ მრავალი მსგავსი აბსურდი ახასიათებდა ზოროასტრიზმს, როგორც ხსენებულ სხვა რელიგიებს, ვფიქრობთ, ზედაპირული მიმ-ოხილვაც კი ცხადყოფს, თუ რა მძიმე კერპთაყვანისცემაში იმყოფებ-ოდა იმდროინდელი კაცობრიობა.
1იქვე გვ. 90-94.
მომაზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ