გიორგის შეკითხვა: ხშირად გვსმენია ამა თუ იმ ადამიანზე, რომე-ლმაც კარიერულ წინსვლას მიაღწია. მაგალითად, ბიზნესმენები, პოლ-იტიკოსები და ა.შ. ღმერთმა მოუმართოს ხელი. არადა თავისუფლად შესაძლებელია თავად ეს პიროვნება სულაც არ ცხოვრობდეს ეკლე-სიურად. შესაძლებელია თუ არა ბოროტიც უმართავდეს ხელს თავის მხრივ ადამიანს ამქვეყნიურ წარმატებაში და როგორ უნდა განვას-ხვავოთ ამქვეყნიური (ხაზს ვუსვამ ამქვეყნიურ წარმატებას) ღვთისგა-ნაა თუ ბოროტისგან?
პასუხი: გულთამხილველ ღმერთს ყველა ადამიანის ცხონება სურს. წმიდა მამები ამბობენ, რომ სიმდიდრე ადამიანს მოწყალების გაღები-სათვის ეძლევა. მდიდარს საამისოდ უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩ-ნია. ამიტომ ღმერთი არა მარტო ეკლესიურებს, არამედ არაეკლესიუ-რებსაც აძლევს სიმდიდრეს და მოწყალებით ცხონების საშუალებას.
რა თქმა უნდა, გარკვეულ შემთხვევებში, ბოროტიც უმართავს ხელს ადამიანს, როცა ეს პიროვნება შეგნებულად მიმართავს ბოროტ საშუა-ლებებს (ჯადოქრობას, მისნობას). ცნობილი ფაქტია, რომ თანამედრო-ვე მომღერლები (როკმენები) თუ სხვა „ვარსკვლავები" აჯადოებენ თა-ვის ალბომებს თუ კინოფილმებს ქურუმებთან და ათსაგვარ ჯადოქ-რებთან.
ადამიანის სულიერ - ზნეობრივ მდგომარეობაზეა დამოკიდებული ამქვეყნიური წარმატების მიზეზი. მე მყარად მჯერა, რომ ზნეობრივად და სულიერად გაწონასწორებული, შრომისმოყვარე, სწავლის (თუგ-ინდ ხელსაქმის) მოყვარე, განსაცდელების ღირსეულად დამთმენი, მლოცველი ადამიანი, ეტაპობრივად იღებს ღვთის მადლს პირად ცხოვრებაშიც და საქმიანობაშიც. „მცირესა ზედა სარწმუნო იყო, მა-ღალსა ზედა დაგადგინო შენ" - ამის მაგალითები უამრავი მინახავს ცხოვრებაში. შეიძლება ადამიანი არც იყოს ეკლესიური, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი სხვა თვისებები გააჩნდეს, და თავისი შრომისა და მო-თმინების შედეგად მიაღწიოს საწადელს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პიროვნება აუცილებლად მდიდარი უნდა გახდეს. როდესაც ადამიანს ეძლევა საჭიროებისამებრ, ეს უკვე ღვთის შეწევნას ნიშნავს.