სიტყვა ღვთის გამოუკვლეველი განგებულების შესახებ და იმ ბერზე, რომელიც საღმრთო განგებულებაში ჩაწვდომის უნარს ლოცვით სთხოვდა ღმერთს
იმის ნაცვლად, რომ ღვთის გამოუკვლეველი განგებულებით ჩვენ-თვის დადგენილი გზების წინაშე ქედი მოვიხაროთ და მორჩილებით ვუცქერდეთ უფლის ქმედებას, ხშირად კადნიერად განვსჯით ხოლმე ღვთის მიერ დადგენილს, ზოგჯერ კი ვდრტვინავთ კიდეც მასზე. მაგრამ ეს ასე არ შეიძლება. საღმრთო განგებულების გზები თუმცა გამოუკვლეველია, მაგრამ ჩვენზე ყოველთვის კეთილად მოქმედებს და ყოველთვის კეთილი მიზნებისაკენ მივყავართ.
ერთი განდეგილი ევედრა ღმერთს, რომ მისთვის თავისი ზრახვე-ბის მიმართულება დაენახებინა და ამისათვის მარხვა დაიდგინა. თუმცა ღმერთმა არ განუცხადა მას ის, რისი ცოდნაც სურდა. მიუხე-დავად ამისა, ბერი ლოცვას არ წყვეტდა და ბოლოს ღმერთმა გან-აბრძნო იგი. როდესაც იგი მოშორებით მდგარ ერთ წმინდა განდე-გილთან გაემგზავრა, ბერის სახით მას ანგელოზი გამოეცხადა და მეგზურობა შესთავაზა, განდეგილი ძალიან გაახარა ამ წინადადებამ და ისინი ერთად წავიდნენ. როდესაც მოსაღამოვდა, მათ ღამის გა-თევა ერთ ღვთისმოსავ კაცთან განიზრახეს და მანაც ისეთი პატივით მიიღო, რომ საჭმელიც კი ვერცხლის ლანგრით მიართვა! მაგრამ აი საოცრება! ტრაპეზის დამთავრებისთანავე ანგელოზმა ლანგარი აიღო და ზღვაში გადააგდო. განდეგილი ვერაფერს მიხვდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მეორე დღეს მათ გზა განაგრძეს და საღამოს ღამის გა-სათევად მეორე, ასევე ღვთისმოსავ ადამიანთან შეჩერდნენ. მანაც დიდი სიხარულით ისტუმრა ისინი, ფეხიც დაბანა და ყოველგვარი პატივიც მიაგო. მაგრამ კვლავ უბედურება! როდესაც განდეგილი თანამგზავრთან ერთად წასვლის სამზადისს შეუდგა, მასპინძელმა მათ თავისი მცირეწლოვალი ვაჟი წარუდგინა, რათა დაელოცათ იგი. მაგრამ კურთხევის სანაცვლოდ ანგელოზმა ხელი შეახო მას და სული გამოუღო. ვერც შეძრწუნებულმა ბერმა და ვერც სასოწარკვეთილმა მამამ სიტყვის დაძვრა ვერ შეძლეს. ბერი გამოიქცა იქიდან, ხოლო თანამგზავრი კვლავ უკან მიჰყვა. მესამე ღამეს ერთი ნახევრადდან-გრეული და ყველასგან მიტოვებული სახლის გარდა ღამის გასათევი ვერსად ნახეს და თავი იქ შეაფარეს. ბერი საზრდელის მისაღებად ჩამოჯდა, ხოლო თანამგზავრმა მისდაგასაკვირად კვლავ საკვირველ საქმეთა აღსრულება განაგრძო. მან ჯერ სახლის დანგრევა დაიწყო და ბოლომდე რომ დაანგრია, მის ხელახლა შენებას შეუდგა. ყოველივე ამის მხილველმა განდეგილმა ვეღარ მოითმინა:
-ბოლოსდაბოლოს, ვინ ხარ შენ, ეშმაკი თუ ანგელოზი? რას აკეთებ?-მრისხანედ მიმართა მან თანამგზავრს.
-კი მაგრამ, ასეთს რას ვაკეთებ?!-გაოცდა ანგელოზი.
-როგორ თუ რას?!-განაგრძობდა ბერი.-სამი დღის წინ ერთ კეთილ ად-ამიანს საკვები გამოართვი და ზღვაში გადააგდე, გუშინ ყმაწვილი გამოასალმე სიცოცხლეს. ან დღეს ეს რაღად გინდოდა, რომ სახლი მთლიანად დაანგრიე და ახლა ხელახლა აშენება დაიწყე?-მაშინ ანგე-ლოზმა მიუგო მას:
-ნუ გიკვირს, მამაო და ნუ ცდუნდები ჩემდამი. არამედ მომისმინე, რა უნდა გითხრა: ის პირველი კაცი ჭეშმარიტად ღვთისმოსავი იყო, მაგრამ ლანგარი, ჩვენ რომ მოგვართვა, უსამართლოდ ჰქონდა მიღე-ბული და იმიტომ გადავაგდე, რომ მისი საშუალებით არ დაეკარგა დამსახურებული ჯილდო. მეორე კაციც უაღრესად კეთილი ადამიანი იყო, მაგრამ მისი მცირეწლოვანი ვაჟი რომ გაზრდილიყო, ის საში-ნელი ბოროტმოქმედი გახდებოდა, ამიტომ მამამისის სიკეთის გამო გამოვიღე სული მისი, რათა თვით ეს ყმაწვილიც ცხონებულიყო.
-აქ რაღა მოიმოქმედე?-ჰკითხა ბერმა. ანგელოზმა კი განაგრძო:-ამ სა-ხლის პატრონი უზნეო ადამიანი იყო და ამიტომ გაღატაკდა და მიიმალა. როდესაც პაპამისმა ეს სახლი ააგო, მან ერთ-ერთ კედელში ოქრო დამალა და ზოგიერთმა ეს იცის; იმისთვის დავანგრიე, რომ ამიერიდან აღარავინ ეძებოს აქ ოქრო და ამან ვინმე არ დაღუპოს.-ანგელოზმა ასე დაასრულა სიტყვა:-დაბრუნდი შენს სენაკში, მამაო და უგონოდ ნუ იტანჯები, იმიტომ, რომ ამას იტყვის სულიწმინდა: უფლის განგებულება ძალიან ღრმაა, კაცის მიერ განუცდელი და გა-მოუკვლეველიო... ამიტომ, ნუღარც შენ გამოიძიებ მათ, ეს კეთილს არ დაგაყრის.-ანგელოზი გაუჩინარდა, ხოლო განცვიფრებულმა ბერმა მოინანია თავისი შეცდომა და სინანულის შემდეგ ყველას უამბო, რაც თავს გადახდა.
დავიმდაბლოთ გონება, ძმებო და ნუ მოვინდომებთ წვდომას იმა-ში, რაც საღმრთო განგებულების საქმეში გაუგებრად მოგვეჩვენება. ან სხვაგვარად როგორ იქნება, როდესაც ჩვენი გონება შემოსაზღვრული და ამავე დროს ცოდვით დაბნელებულია. ხოლო ღმერთი უსაზღვროა მთელი თავისი სრულყოფილებით. მის მჭვრეტელობასა და სიბრძნეს ზღვარი არ დაედება. ჩვენი საქმე ღვთის ნების მორჩილებაა. ყოველ-თვის უნდა ვემთხვეოდეთ უფლის მარჯვენას-წყალობისა თუ სასჯე-ლის მოსაღებად განპყრობილს ჩვენთვის; სათნოებებში უნდა ვიღვწო-დეთ და ღვთის ნებისადმი მორჩილება შევინარჩუნოთ. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.