ხსენება წმინდა მოციქულ ფილიპესი, შვიდ დიაკონთაგან ერთ-ერთისა
დღევანდელ ქრისტიანთა შორის მრავლად არიან ისეთნი, ვინც სრუ-ლიადაც არ იცნობენ ღვთის სიტყვას. მათ ათასგზის წაიკითხეს და შეისწავლეს ყველაფერი საერო, ბიბლია კი ერთხელაც არ აუღიათ ხელში. თუ ჰკითხავთ: რად არ კითხულობთო? მოგიგებენ: იმად, რომ ბევრი რამ მასში გაუგებარია ჩვენთვისო. მაგრამ ეს ხომ გამართლება არაა, ძმანო! იმიტომაც არ შეესმით უფლის სიტყვა, რომ არასოდეს კითხულობენ მას. გულმოდგინედ რომ ეკითხათ იგი, მაშინ დროთა განმავლობაში მათთვის გაუგებარი ცხადი გახდებოდა, ბუნდოვანი კი-ნათელი.
ერთი ბერი თავის სულიერ მოძღვართან მივიდა და უთხრა:
-მამაო! შეიძლება, თავი მივანებო ღვთის სიტყვის კითხვას?
-და რატომ?-ჰკითხა წმინდა ბერმა.
-არ შემესმის წაკითხული,-მიუგო ბერმა.
-შვილო ჩემო,-უთხრა მაშინ მოძღვარმა,-როდესაც ცხვრები მსუყე სა-ძოვარს ნახავენ, ხარბად გლეჯენ ბალახს და დაუღეჭავად ყლაპავენ, რათა რაც შეიძლება მეტის მოგლეჯა მოასწრონ, შემდეგ კი, დანაყრე-ბულნი, ცოხნიან მას. ასევე შენც, ვიდრე დრო და შესაძლებლობა გაგაჩნია, რაც შეიძლება მეტი საღვთო წიგნი იკითხე დაუზარელად, მაშინ ბუნდოვანი და გაურკვეველი ნათელი გახდება შენთვის. რა-მეთუ ან გაჩვევით შეიგნებ გაუგებარს, ან მამებისაგან და ეკლესიის მოძღვართაგან შეიტყობ, ან, ბოლოს და ბოლოს, თუკი არავინ გამო-ჩნდება იმგვარი, რომ გაუგებარი განგიმარტოს, თავად უფალი გაგი-ხსნის გონებას.
ის, რომ უფალი ზოგჯერ საგანგებო საშუალებებს მიმართავს მათ შესაგონებლად, ვისაც წაკითხული ვერ გაუაზრებია, შემდეგი მაგალი-თიდანაც ჩანს:
ეთიოპიის დედოფლის თავადი კანდაკი, იერუსალიმს მიმავალი, კითხულობდა წინასწარმეტყველ ესაიას წიგნის ორმოცდამეცამეტე თავს, რომელიც შეიცავს წინასწარმეტყველებას იესო ქრისტეს შესა-ხებ. თავადს ვერ გაეგო წინასწარმეტყველება, მაგრამ ღმერთმა, ვინც ხედავდა მასში ჭეშმარიტების შეცნობის გულწრფელ სურვილს, მოუ-ლოდნელი დახმარება უძღვნა. წმინდა სულმა მოციქული ფილიპე აი-ტაცა და დააყენა იმ გზაზე, რომელსაც თავადი ადგა. ფილიპე თავადს მიუახლოვდა და გამოელაპარაკა. ჰკითხა, შეესმოდა თუ არა ის, რასაც კითხულობდა. თავადმა მიუგო:
-რაგვარად შემიძლია გავიგო, თუკი მოძღვარი არ მყავს? დაჯექ ჩემს გვერდით და განმიმარტე, ვის შესახებ საუბრობს წინასწარმეტყველი: საკუთარ თავზე თუ ვინმე სხვაზე?
მოციქულმა აღასრულა მისი სურვილი და განუმარტა წინასწარმეტყ-ველება იესო ქრისტეს შესახებ. მაშინ თავადმა მთელი გულით ირწ-მუნა სოფლის მაცხოვარი და მაშინვე მოინათლა, რის შემდეგაც მასზე სულიწმინდა გადმოვიდა.
წმინდა სული თქვენც დაგეხმარებათ ყოველივეს შეგონებაში, თუკი გულმოდგინედ და ყურადღებით მოისმენთ ან წაიკითხავთ წმინდა წერილს. იგი ყოველთვის ახლოსაა მათთან, ვინც სიყვარულით იღებს და შეისწავლის ღვთის სიტყვას. თქვენ მხოლოდ შესთხოვეთ მას, გონება გაგინათლოთ, და იგი უეჭველად შეგაგონებთ ან უშუალოდ, ან მოძღვართა მეშვეობით, ვისაც უნდა მიმართოთ ყოველთვის, რო-დესაც საღვთო წერილში რაიმეს ვერ გულისხმაჰყოფთ. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.