ღირსი მამა დანიელის თქმული ანდრონიკესა და მის ცოლზე
წლის განმავლობაში წმინდა ეკლესია ხშირად მოიხსენიებს ქრის-ტიან მეუღლეებს, ანუ ქმრებსა და ცოლებს, ვინც ერთად გალევდნენ ცხოვრებას და ერთურთს სათნოებაში ეჯიბრებოდნენ, რის გამოც ერთადვე შეიქნენ გვირგვინის ღირსნი. რადგანაც ამ წმინდანთა ცხო-ვრება გვაძლევს მაგალითს, თუ რაგვარად მოვიპოვოთ ხსნა ოჯახური ყოფისას, მაშასადამე, იგი განსაკუთრებით სარგო უნდა იყოს ჩვენთ-ვის, ერისკაცთათვის.
მაგალითისთვის მიგითითებთ ერთ შემთხვევას წმინდა მეუღ-ლეების, ანდრონიკესა და მისი ცოლის, ათანასიას, ცხოვრებიდან.
იყო ანდრონიკე, კაცი ღვთისმოსავი და სათნოებებით შემკული, ამგვარადვე იყო მისი ცოლი ათანასია,-ასე იწყებს თხრობას მათი ცხოვრების აღმწერელი.-და რაში იყო მათი სათნოება? ქონებას ისინი სამ ნაწილად ყოფდნენ: ერთს აძლევდნენ გლახაკებს, მეორეს-ეკ-ლესიას, მესამეს კი საკუთრივ ხარჯავდნენ. იყვნენ მშვიდნი და თვინიერნი, რის გამოც მთელ ქალაქს, სადაც ცხოვრობდნენ, უყვარდა ისინი. იცავდნენ ცოლქმრული სარეცლის სიწმინდეს. ყოველ კვირას, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ეკლესიაში დადიოდნენ. მტკი-ცედ იდგნენ თავსდატეხილი უბედურებისას და ღვთის ნებისადმი მორჩილებით იტანდნენ მას. როდესაც ანდრონიკემ ერთადერთი ძისა და ერთადერთი ასულის მძიმე ავადობის შესახებ შეიტყო, ეს თქვა მხოლოდ:
-დე, იყოს ნება ღვთისა.-როდესაც მათი სიკვდილი ესმა, მაცხოვრის ხატის წინ დაემხო და, ვითარცა იობმა, წარმოთქვა: შიშველი გა-მოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. როგორც ენება, ისე ქმნა. კურთხეულ იყოს სახელი (იობ. 1,21). ბოლოს კი გადაწყვიტეს, სრულად ღვთის მსა-ხურებისთვის მიეძღვნათ თავი, უახლოეს ნათესავს უანდერძეს ქო-ნება, შესთხოვეს, მათი ფულით საავადმყოფო და სასტუმრო აეგოთ ბერებისათვის, გაათავისუფლეს მონები და დარჩენილი ცხოვრება სო-ფელს გაშორებულებმა გალიეს.
აი, ძმანო, რა არის ხსნისათვის საჭირო ცოლქმრული ცხოვრებისას! საჭირო გახლავთ კეთილი გული, წრფელად და შეუსვენებლად მოყ-ვარული ღვთისა; გულმოდგინება ღვთის მცნებათა დაცვაში; წარუვა-ლი ურთიერთსიყვარული და ერთგულება-ორმხრივ ვალდებულება-თა აღსრულებისას; მოყვასის სიყვარული, მორჩილი ერთგულება უფ-ლისა ცხოვრების მძიმე და მწუხარე ჟამს, და ურყევი სასოება ღვთისა. მიბაძეთ წმინდა ანდრონიკესა და ათანასიას მათ ცოლქმრულ ცხოვ-რებაში და თქვენი ხსნა უეჭველი იქნება. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.