ამბავი მოწყალე სქოლასტისა
გულს ნუ გაიქვავებ, გვეუბნება წმინდა წერილი, და ხელმოჭრილი ნუ იქნები შენი ღარიბი მოძმის მიმართ. არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მისი გასაჭირის კვალობაზე, რაც უჭირს... მიეცი და ნუ ინაღვლებს შენი გული მიცემისას, რადგან ამისთვის გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა შენს საქმეში და ნაამაგარში (2 ეზრ. 15, 7-10). ვინც ღარიბს აძლევს, არ გაღარიბდება (იგავ. 28,27). დავბერდიცა, ამბობს დავითი, და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა (ფსალმ. 36,25). ეს უდავო ჭეშმარიტება გახლავთ, მრავალგზის დადასტუ–რებული გამცემთათვის გაცემულის სასწაულებრივი ანაზღაურების მაგალითებით. ამჯერად თქვენს ყურადღებას ერთ ამგვარ მაგალითს მივაპყრობ:
ცხოვრობდა მთა ასკალონზე მავანი ღვთისმოსავი კაცი, ვინც მარა-დჟამს ქმელმოქმედებას სჩადიოდა. მოწყალებას აძლევდა მონაზვ-ნებსა და გლახაკებს, აპურებდა ყარიბ ბერებსა და სხვა მგზავრებს, მისი სახლი კი თავშესაფარი იყო ყველა უსახლკაროსათვის. ერთხე-ლაც, როდესაც, ჩვეულებისამებრ, შეწირულობა უნდა გაეგზავნა ღა-რიბი მონასტრისათვის, ფული შემოაკლდა. მან არ იცოდა, საიდან ეშოვნა საჭირო თანხა და სევდიანი და საგონებელში ჩავარდნილი იჯდა შინ. უეცრად დიდებული მოხუცებული ეწვია და ჰკითხა:
-რად დაღონებულხარ?
-საკუთარ ცოდვათა გამო,-ჩვეულებისამებრ მიუგო გულმოწყალე კა-ცმა.
-არა, განა ცოდვათა გამო დამწუხრებულხარ,-უთხრა მოხუცებულ-მა,-არამედ იმად, რომ არ იცი, ფული საიდან იშოვო. მაგრამ უფალი ზრუნავს შენზე. აჰა, სამასი ოქრო და ამდენივე ვერცხლი. გაგზავნე, როგორც გზავნიდი ხოლმე.
გულმოწყალე კაცმა აიღო ფული და მის შესანახად გავიდა. მოხუ-ცებული მასპინძლის გასვლისთანავე გაუჩინარდა. რაკი მობრუნე-ბულს მოხუცებული აღარ დახვდა, მასპინძელმა მრისხანე საყვედუ-რებით აავსო შინაურები და კარისკაცი. აყვედრებდა, თუ რად გაუშვეს სტუმარი მის დაბრუნებამდე. მაგრამ ყველანი ფიცით არწმუნებდნენ, რომ არავინ ენახათ მათთან სახლში მოსული. მაშინ კი მიხვდა გუ-ლმოწყალე კაცი, რომ ოქრო უფლისგან მიეღო. ამის შემდეგ კიდევ უფრო ხელგაშლილი გახდა და მთელი თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა. როდესაც თავადაც სიღარიბეში ცხოვრობდა, ერთხელ ორი ბერი ეწვია, მათ ოქროთი სავსე კიდობანი მოუტანეს. გლახაკთ-მოყვარე კაცმა მათი გამასპინძლება მოიწადინა, მაგრამ ბერებმა იუარეს, უთხრეს, რომ ეგვიპტელ მეუდაბნოე მამათა მოსანახულე-ბლად მიდიოდნენ, და დაჰპირდნენ, რომ საღამოს ეწვეოდნენ. სა-ღამომ ისე ჩაიარა, რომ მასთან არავინ მისულა. გულმოწყალე კაცმა ჰკითხა ეგვიპტელ მეუდაბნოეებს ბერების შესახებ, მამებმა კი მიუგეს, რომ მათთან არავინ მისულა. კაცი კვლავ დარწმუნდა, რომ უფლისგან მიეღო ოქრო. მის ცხოვრებაში მესამედაც მოხდა მსგავსი სასწაუ-ლებრივი მოვლენა. ერთხელ მის ეკლესიაში ხის ზეთი გამოილია, და მსახურს სურდა, მოეხსენებინა მისთვის ამის თაობაზე; მაგრამ, მიუ-ხედავად იმისა, რომ თქმა ვერაფრისა მოასწრო, ეკლესიაში დაბ-რუნებულმა ზეთით სავსე ჭურჭელი ნახა. ასე რომ, გულმოწყალე კაცი რაც უფრო მეტს გასცემდა, მით მეტს ირებდა უფლისგან, და ამგვარად რწმუნდებოდა, რომ განსაკუთრებით სათნო-ეყოფოდა უფალს.
ამგვარად, ძმანო, ცხადია, რომ, როგორც ბასილი დიდი ამბობს, მო-წყალება უბრუნდება მის გამცემს. მშიერს თუ მიეცი-საკუთარ სარგე-ბელზე გიზრუნია, რადგან ყველაფერი, რაც გაეცი, უხვებით დაგიბ-რუნდება. წმინდა ამბროსი მედიოლანელიც ამასვე გვეუბნება: გულ-მოწყალე ადამიანი სხვისი დახმარებით საკუთარ თავს უკეთებს სი-კეთეს და სხვისი წამლობით საკუთარ იარებს ჰკურნავს. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.