წმინდა მოციქულის თომას ხსენება
გიამბობთ ერთ შემთხვევას წმინდა მოციქულის თომას ცხოვრე-ბიდან.
უფალ იესო ქრისტეს ცად ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვინ სად უნდა წასულიყო ღვთის სიტყვის საქადაგებლად. თომას წილად ხვდა პართია, მიდია და ინდოეთი და იგი უკვე გასამგზავრებლად ემზადებოდა. ამ დროს ისე მოხდა, რომ იერუ-სალიმში ჩამოვიდა ინდოელი ვაჭარი-აბანი, იგი ეძებდა მხატვარს, რომელიც შეძლებდა, აეშენებინა დიდებული სახლი ინდოეთის მე-ფისათვის. ვაჭარმა მოციქულები გაიცნო. თომამ უთხრა, რომ თვი-თონ იყო დახელოვნებული მშენებელი და მასთან ერთად ინდოეთში გაემგზავრა. მეფის წინაშე რომ წარსდგა, თომამ მას თავისი სამსახური შესთავაზა და მეფემაც, რადგანაც ფიქრობდა, რომ მის წინაშე მართ-ლაც ხელოვანი მხატვარი იყო, სახლის აგება მიანდო. აჩვენა ადგილი და გადასცა დიდი თანხა-ოქროთი და ვერცხლით-ხარჯებისათვის. მოციქულმა ფული აიღო, ღატაკებს დაურიგა და თავად ღვთის სიტ-ყვის გულმოდგინე ქადაგებას შეუდგა. გარკვეული ხნის შემდეგ მეფეს ვიღაცამ უთხრა, რომ სახლს უკვე სახურავს ხურავდნენ და გახა-რებულმა მეფემ თომას უწინდელზე მეტი ოქრო გაუგზავნა. მო-ციქულმა ესეც ღატაკებს დაურიგა. სახლი კი საერთოდ არ შენდე-ბოდა. ბოლოს და ბოლოს მეფეს გაუმხილეს, რომ თომა მას ატყუ-ებდა. განრისხებულმა მეფემ მოციქული მოაყვანინა და უყვირა:
-სად არის სახლი, შენ რომ უნდა აგეშენებინა?-მოციქულმა მიუგო, რომ ის სახლი აქ არ არის, რომ მეფე მას სიკვდილის შემდეგ იხილავს და მხოლოდ მაშინ დამკვიდრდება მასში. მეფემ თომას სიტყვები დაცინვად მიიღო, მისი დილეგში ჩაგდება ბრძანა და საშინელი ხვედრით ემუქრებოდა. მაგრამ საქმე ასე არ წავიდა. მეფის საყვარელი ძმა მძიმედ გახდა ავად და სნეულების ჟამს ჰქონდა ხილვა: მას წმინდათა სამყოფელები აჩვენეს და შესთავაზეს, მათგან ყველაზე სასურველი ამოერჩია. როდესაც მან ერთ-ერთზე მიუთითა, თან-ხმლებმა ანგელოზმა უთხრა, რომ მას ვერ დაიკავებდა, რადგან ეს სავანე უკვე ეკუთვნოდა მის ძმას-მეფეს. როდესაც გონს მოვიდა, თავისი ხილვის შესახებ მეფეს უამბო და ისიც დარწმუნდა, რომ მო-ციქული მიწიერი სახლის სანაცვლო სამყოფელზე სიმართლეს ეუბ-ნებოდა. მაშინვე გაათავისუფლა იგი, შეუვრდა მას და შენდობა ითხოვა. ამის შემდეგ წმინდა მოციქულმა თომამ მას ქრისტეს მოძ-ღვრება უქადაგა და მონათლა კიდეც.
ძმებო! რას გვასწავლის ეს ამბავი მოციქულის ცხოვრებიდან? პირ-ველ რიგში იმას, რომ უმეტესად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მარადიული სამყოფელისათვის ზეცაში-ხელთუქმნელი საყდრისათვის (2 კორ. 5,1). გვახსოვდეს, რომ აქ მიწაზე, ჩვენ ყარიბები და მგზავრები ვართ და ჩვენი ამქვეყნიური სახლი, ისევე, როგორც-თავად დედამიწა, არა არის რა, თუ არა სასტუმრო, რომელსაც დღეს თუ ხვალ დავტოვებთ. ამაზე ფიქრისას არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ზეციურ სახლს საძირკველს ვერავინ ჩაუყრის,-გარდა იესო ქრისტესი (1 კორ. 3,11).
ისიც შევიტყვეთ, თუ რამდენად წაადგება ჩვენი ცხონების საქმეს მოწყალების გაღება. როგორც ხედავთ, ის წარმართებსაც კი ღვთი-სათვის სასურველად ყოფს, რამდენადაც მათი მოქცევის და შესა-ბამისად-მათივე ცხონების საშუალებად იქცევა. მოციქულის მიერ ღა-ტაკთათვის გაცემული მეფის ოქრო სულაც არ აღმოჩნდა დაღუპული, როგორც ეს ეგონა მეფეს; არამედ ამ ოქროთი მისთვის ხელთუქმნელი სახლი ააგო ზეცაში. არ დაიკარგება ამაოდ არც ჩვენი სიკეთე, ქრისტეს უმცროსი ძმებისათვის გაღებული, არა მარტო მათ გამოადგებათ მათ, არამედ ამავე დროს-ჩვენთვისაც გამრავლდება და გაიზრდება.
მაგვარად, კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ: რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა (ებრ. 13,16). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.