სიტყვა ანდრიას შესახებ, თუ რა უთხრა ხილვაში მას ქრისტემ სალოსობასა და მარადიულ ცხოვრებაზე
იმისათვის, რომ კარგად გვახსოვდეს, ჩვენი მამული რომ ზეცაშია და ნაკლებად ვეჯაჭვებოდეთ მიწიერს; იმისათვის, რომ ვისწავლოთ სიმდაბლე და ღირსეულად მოვემზადოთ ცათა სასუფევლისათვის, ჩვენთვის განსაზღვრულია, რომ ზეციური სამეფოსაკენ მწუხარებათა გზით ვიაროთ. (იოან. 16,33).-გვასწავლის იესო ქრისტე. ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთისმსახურებით ცხორება ქრისტეს იე-სუს მიერ, იდევნნენ (2 ტიმ. 3,12).
მაგრამ, იმისათვის, რომ ღვთის თვალთა წინაშე ფასობდეს ეს მწუხარების და ჭირის გზა, აუცილებელია, რომ ის მოთმინებით გავიაროთ. სად ვნახავთ მას? პირველ რიგში უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მაგალითის მიხედვით. ის ქოხში იშვა და აკვნის ნაცვლად ბაგაში მიიწვინა; შობისთანავე მოსაკლავად ეძებდნენ და იძულე-ბული გახდა, გაქცეულიყო შორეულ და უცხო ქვეყანაში; მთელი ცხოვრების განმავლობაში თავის მისადრეკი ადგილიც კი არ ჰქონია. აურაცხელი სიკეთისათვის მას მხოლოდ ბოროტებას მიაგებდნენ, დასცინოდნენ, სცემდნენ, სახეში ანერწყვებდნენ დაბოლოს-ავაზაკთა შორის აცვეს ჯვარს. დაე, ხშირად მოვიხსენებდეთ მას, ჩვენთვის გაღატაკებულს, მონის სახის მიმღებელს, ცილისწამებით დამძიმე-ბულს, სულის სიღრმემდე დარდით განსჭვალულს-ჩვენი ცოდვებისა-თვის, წყლულებით დაფარულს, დამწუხრებულს შეურაცხყოფით, ჯვარცმულს, ყველასგან მიტოვებულს; და ყოველივე ეს-ჩვენი ცოდ-ვების გამო. და მაშინ, როდესაც ჩვენი მწუხარების სრულ არარაობას ვიხილავთ,-უფლის მწუხარებასთან შედარებით, ნაკლებად წარვიკ-ვეთთ სასოს, ნაკლებად დავუძლურდებით და ჩვენს წინაშე მდგომი ღვაწლი მსუბუქი მოგვეჩვენება.
მოთმინების მეორე გაკვეთილი შეგვიძლია, წმინდანებისაგან ავი-ღოთ: წარკუეთითა თავთათა აღესრულნეს,-ამბობს პავლე მოცი-ქული-და არა მოიღეს მათ გამოხსნა, რათა უმჯობესსა აღდგო-მას ღირს იქმნენ; ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა გა-ნიცადნეს, მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილითა, ქვითა განიტვინნეს, განიხერხნეს, განიცადნეს, სიკუდილითა მახვილისათა მოსწყდეს, იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა, ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძვირხილულნი, რო-მელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეც-თომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ხურელთა ქუეყანი-სათა. და ყოველივე ეს მათ სიხარულით გადაჰქონდათ. (კოლ. 1,24). წერდა იგივე მოციქული-ხოლო იგინი-ნათქვამია მას შემდეგ, რაც ისინი სინედრიონში გვემეს,-წარვიდეს პირისაგან მის კრებუ-ლისა და უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნნეს სახელისა მისი-სათჳს გინებად (საქმ. 5,41). და კვლავ, როდესაც ჩვენს ტანჯვას წმინდათა სატანჯველს შევადარებთ, მივხვდებით, რომ ჩვენი ეკლები ვარდები ყოფილა და რომ ჩვენი მწუხარება ვერავითარ შემთხვევაში მათსას ვერ შეედრება და ამით ჩვენი სულმოკლეობა განქარდება, დრტვინვა ჩაიხშობა და ჩვენში ვაჟკაცობისა და მოთმინების სული დამკვიდრდება.
დაბოლოს, მესამე ნუგეშისცემა შეგვიძლია, ვიპოვოთ იმის ფიქრში, რომ ყოველგვარი ამქვეყნიური მწუხარება დროებითია, რომ ისინი დაუსრულებელი სიხარულით შეიცვლება და დადგება დრო, როდე-საც უფალი სამუდამოდ შეგვიშრობს ცრემლებს (გამოცხ. 7,17). წმინდა ანდრია სალოსმა საკუთარი თავი მეუფის საყდრის წინაშე წარდგო-მილი იხილა: თავდაპირველად მეფემ მას რაღაც ძალიან მწარე მისცა საგემებლად და უთხრა:
-ამგვარია ჩემი მსახურების გზა ამქვეყნიურ ცხოვრებაში!-შემდეგ კი მანანაზე უტკბილესი რამ გადასცა და კვლავ უთხრა:
-ამგვარია საკვები ჩემი მსახურებისა, ვინაც ყოველი ბოლომდე დაი-თმინეს!-მუდამ გვახსოვდეს, რომ თუკი ყოველივეს ბოლომდე დავი-თმენთ ღვთისათვის, მცირე სასჯელით უდიდეს სიკეთეს მივემთ-ხვევით. და თუკი ქრისტეს თანა ვიტანჯებით ამქვეყნად, მომავალშიც მასთან ერთად განვდიდდებით. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ,-ამბობს იგი-რამეთუ სტიროდით და ჰგონებდეთ თქუენ, ხოლო სოფ-ელსა უხაროდის, და თქუენ სწუხდეთ, არამედ მწუხარებაჲ თქუენი სიხარულად გარდაიქცეს (იოან. 16,20). მერმე კუალად გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხა-რული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან (იოან. 16,22). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.