პასუხი: ვერ ვხვდები, ჯოჯოხეთის ტანჯვამ რატომ ან როგორ უნდა გააქროს სული? სახარება ამბობს, რომ სული მარადიულია. მართალნი მარადიულ ნეტარ ცხოვრებას დაიმკვიდრებენ, ხოლო მოუნანიებელნი ცოდვილნი - მარადიულ სატანჯველს. თქვენი ხედვა ჯოჯოხეთისა უფრო მატერიალურია, ვიდრე სულიერი. თქვენი აზ-რით, თუ ადამიანი იწვის ჯოჯოხეთში, ის, ადრე თუ გვიან, მთლი-ანად დაიწვება და გაქრება. ეს ბუდისტურ სწავლებას უფრო წააგავს, როდესაც გაუთავებელ გარდასახვათა შემდეგ სული ნირვანაში, ანუ არარაობაში გადადის.
ნიკოლოზის შეკითხვა: გარდაცვლილი ადამიანის სულმა მისი ცოცხალი ახლობლების შესახებ იცის მათი დაფარული ამბები? ანუ ცოდვების და სათნოებების გაგების უნარი სხვა ადამიანებზე ენიჭება გარდაცვლილის სულს?
პასუხი: წმიდა წერილში ლაზარესა და მდიდარის იგავში ვკით-ხულობთ: ჯოჯოხეთში მყოფი მდიდარი ევედრება მართალ აბრაამს, რომ ლაზარე (აბრაამის წიაღში მყოფი) გაგზავნოს დედამიწაზე თა-ვისი ძმების შესაგონებლად, რათა ისინიც ჯოჯოხეთში არ მოხვდნენ თავისი უკეთური ცხოვრების გამო. აქედან ჩანს, რომ გარკვეული სუ-ლიერი ხედვა ამქვეყნიური ცხოვრებისა ჯოჯოხეთში მყოფი სულის-თვისაც დაშვებულია. მით უფრო მისაწვდომი იქნება ეს ხედვა ცხო-ნებულთათვის. თუმცა, დაფარული ამბები მხოლოდ ღმერთისთვის არის ცნობილი.
ღმერთმა დაგლოცოთ!