სამოძღვრო სწავლებიდან
განსაცდელებში ხშირად გაორებული ვხდებით, ერთი მხრივ, ლოც-ვით მივმართავთ ღმერთს და მხურვალედ ვევედრებით, გვიხსნას უბედურებიდან და ამავდროულად, ყოველთვის ვგრძნობთ მწუხა-რების შემსუბუქებას. მაგრამ როგორც კი ლოცვას დავასრულებთ, მაშინვე აკრძალულ საშუალებებს მივმართავთ, რათა მივაჩუმოთ ტკივილი და საწუხარი. იმ წუთში მზად ვართ ვიცრუოთ და ვიეშ-მაკოთ. ასეთი საქციელი გვაკარგვინებს უფლის მადლს, გვეუფლება საშინელი დარდი, მოუსვენრობა და ჩვენი განცდები ძლიერდება. ამიტომ, უნდა დავიმსახუროთ და მივსდიოთ ჭეშმარიტ წესს: რო-დესაც განსაცდელი გვეწვევა, სულის ხსნა ლოცვაში ვეძიოთ, არას-დროს ვარჩიოთ აკრძალული საშუალებები, ვინაიდან ისინი სიმშ-ვიდეს გვაკარგვინებენ, იმ სიმშვიდეს, რაც ლოცვით მოვიპოვეთ, რაც საწუხარს უფრო გვიღრმავებს, ვიდრე გვიმსუბუქებს.
ერთი ბერი რაღაცის გამო მოძღვრებმა დაადანაშაულეს. ამით შე-ჭირვებული მხურვალედ ლოცულობდა ღვთის მიმართ, რომ მოთ-მინება მიენიჭებინა, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მწარედ ეჩვენებოდა თავისი სასჯელი. იგი ყველა საშუალებით ცდილობდა, რამენაირად თავი აერიდებინა მისგან. მისი ცოდვა და პასუხი ეგო წინამძღვრის წინაშე. იმავე ღამეს ლოცვისა და გალობის შემდეგ ბერს დაეძინა და ნახა რაღაც ფრინველი, რომელიც მიწაზე დადიოდა და აფრენა არ შეეძლო, რადგან ფრთები არ ჰქონდა. ეს ფრინველი ავიდა რომე-ლიღაც საოცარ ხეზე და გალობა დაიწყო. ისე გალობდა, რომ ბერი განცვიფრდა. როდესაც ფრინველის გალობით დატკბა, იგი ყურად-ღებით დააკვირდა მას და დაინახა, რომ იგი ნახევრად ფრინველი იყო, მხოლოდ ნისკარტისა და ფეხების დანახვა შეიძლებოდა. ბერმა გაიფიქრა: „თუმცა ფრინველი ცუდი შესახედია, სამაგიეროდ ტკბი-ლად გალობს". ამის შემდეგ გაიღვიძა და კვლავ სიმღერის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა: ერთი მხრივ, ეს სიმღერა სიხარულსა და ტკბობას ანიჭებდა, მეორე მხრივ კი ნანახი აშინებდა; შემდეგ მწარედ ატირდა და თქვა:
-ხილვაში ნანახი ფრინველი ჩემი სახებაა, როგორც ზოგიერთებზეა ნათქვამი: ნახევრად მიატოვეს ეს ქვეყანა და ნახევრად წუთისოფელს ეკუთვნიან. როდესაც მე ვევედრებოდი ღმერთს: „უფალო მომანიჭე მოთმინების უნარი!" მან სულის კურნება მიბოძა, მაგრამ ჩემი მოუთ-მენლობით აი, რა დამემართა. ამიტომაც ვმწუხარებ..." ასე იდანაშაუ-ლებდა თავს ბერი და ტირილს აგრძელებდა.
რასაც ბერი საკუთარ თავზე ამბობს, ჭკუის სასწავლებელია ჩვენ-თვის, ვინაიდან განსაცდელის დროს მასზე უკეთ არ ვიქცევით. იმისათვის, რომ მომავალში ასეთ მწარე ცრემლებსა და მწუხარებას გავექცეთ, სიმშვიდის მოსაპოვებლად უკანონო საშუალებებს ნუ ვეძიებთ და ნუ ვცოდავთ; არამედ, როდესაც დამთრგუნველი მწუ-ხარება შეაჭირვებს ჩვენს სულს, მთლიანად მივენდოთ მას, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენზე; რწმენით მივაპყროთ თვალი უფალს, მივეახლოთ მას გადარჩენის იმედით, მივმართოთ სიყვა-რულით და ვერანაირი მწუხარება ვერ შეძლებს ჩვენს შეჭირვებას, ვერანაირი გასაჭირი ვერ დაგვრთგუნავს, ვერანაირი დანაკარგი ვერ შეგვაშფოთებს. დიახ, ჩვენ იმიტომ კი არ გვეძლევა განსაცდელი ამ ცხოვრებაში, იმიტომ კი არ ვჭმუნავთ, რომ უბედურებით ვართ გარემოცული, არამედ იმიტომ, რომ ხშირად გვავიწყდება უფალი, იმიტომ, რომ საშველი და ხსნა მხოლოდ უფალშია და სიმშვიდეს მხოლოდ მასში უნდა ველოდეთ. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II.