იოანე დამასკელის სიტყვა გარდაცვლილთა შესახებ
წმინდა ათანასე დიდი გარდაცვლილთა შესახებ ამბობს: „თუკი ვინმე კეთილმსახურებაში გარდაიცვლება, უარი არ თქვას მისი სუ-ლისთვის ლოცვაზე და სანთლის დანთებაზე. ზეთი მიიტანე მის განსასვენებელთან, რაც უფალს ეამება და გარდაცვლილის ხვედრს შეუმსუბუქებს. ასევე, ღატაკთათვის გაღებული უსისხლო მსხვერპლი ძალიან შეეწევა მიცვალებულის სულს". ასე გვმოძღვრავს ეკლესიის დიდი მამა. საინტერესოა, ასე ხდება თუ არა სინამდვილეში?
ლოცვა რომ მიცვალებულთა სულებს ეხმარება, ეს კირილე იერუ-სალიმელის, მაკარი ალექსანდრიელისა და ბასილი დიდის სიტყვები-დან ჩანს. წმინდა მაკარი ალექსანდრიელი ამბობს: „როდესაც მესამე დღისთვის ეკლესიაში შესაწირი მიაქვთ მიცვალებულის სახელზე, მიცვალებულის მფარველი ანგელოზი ისეთ სიმსუბუქეს მიანიჭებს გარდაცვლილის სულს, როგორიც სხეულიდან გაყრის დროს იგრძნო".
კირილე იერუსალიმელი წერს: „უდიდესი სარგებელი მოაქვს მიცვა-ლებულის სულისთვის აღვლენილ ლოცვას წმინდა მსხვერპლშეწირ-ვის დროს".
დაბოლოს, მიცვალებულისათვის ლოცვის სარგებლობაზე ბასილი დიდი ამბობს, რომ უფალი ჩვენგან შეიწირავს ყველანაირ ლოცვას და ამ ლოცვას ჯოჯოხეთის სატანჯველის შემსუბუქებაც შეუძლია. ლო-ცვას შეუძლია, სული განსაცდელისაგან იხსნას.
რაც შეეხება მიცვალებულთა სახელზე გაცემულ მოწყალებას, ამის შესახებ მოთხრობილია: როდესაც თანაცხოვრებულთა საძმო იქმნებო-და, წინამძღვართან მივიდა მისი ღვიძლი ძმა, იგი ბერი გახდა, მაგრამ მთელი თავისი ცხოვრება უკიდურეს დაუდევრობაში გაატარა, ვერც ძმის ცრემლებმა და რჩევა-დარიგებამ არგო რამე და ასე გარდაიც-ვალა. ძმის გულშემატკივარი და მის სულზე მზრუნველი ხუცესი, გამუდმებით ლოცულობდა გარდაცვლილის შეწყალებისათვის, იგი უფალს ევედრებოდა, შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. ერთხელ, ლოც-ვის დროს, ძმის სული ეშმაკის ხელში იხილა და რამდენიმე ბერი გაგზავნა ძმის სენაკის დასათვარიელებლად. ძმებმა სენაკში ოქრო და ძვირფასეულობა იპოვეს. მათ ყველაფერი ხუცესს წაუღეს. მან ბრძანა: ძმის ქონება ღატაკებისათვის დაერიგებინათ. როგორც კი ბრძანება შეასრულეს, ბერი კვლავ ლოცვად დადგა და იხილა უფლის სამს-ჯავრო. იქ იყვნენ ნათლის ანგელოზები, რომლებიც ეშმაკებს მისი ძმის სულს ედავებოდნენ. ეშმაკები გაჰყვიროდნენ:
-სული ჩვენია, ჩვენს საქმეებს მისდევდა.
ანგელოზები კი ამბობდნენ, რომ იგი მისთვის აღვლენილმა ლოცვამ და მის სახელზე გაღებულმა მოწყალებამ გამოიხსნა. ეშმაკებმა შესძა-ხეს:
-ამ ბერის ლოცვის გამო ხომ არა? - და თავად წინამძღვარზე მიანიშ-ნეს. ხუცესმა უპასუხა:
-დიახ, მე გავეცი მოწყალება, მაგრამ არა ჩემთვის, არამედ მისი სუ-ლის ხსნისათვის.
ეშმაკები გაქრნენ და ძმის სული გათავისუფლდა.
ამრიგად, ლოცვაც და მოწყალების გაღებაც სასარგებლოა გარდაცვ-ლილთა სულებისათვის. უბრალოდ სასარგებლო კი არა, ძალიან სა-სარგებლო. ამის გათვალისწინებით, დაეხმარეთ მიცვალებულებს ლოცვით და მათი სულებისათის მოწყალების გაღებით. გწამდეთ, რომ უფალი მშვიდობას მიანიჭებს მათ, განსაცდელს შეუმსუბუქებს და განსასვენებელს დაუმკვიდრებს.
„სვინაქსარი". ტომი II.