სიტყვა მოწყალების სათნოებაზე
კეთილშობილი ისრაიტელი ტობია შვილს მოძღვრავდა და ასე ეუბნებოდა: ყველას, სიმართლის მოქმედს, მიეცი მოწყალება, როგორც შეგიძლია, ნუ დაენანება შენს თვალს, მოწყალებას რომ გაიღებ, პირს ნუ შეაქცევ ღარიბ-ღატაკს, რომ შენც არ შეგაქციოს პირი ღმერთმა. რაცა გაქვს მრავლად, მისგან გაეცი მოწყალება, რადგან სიკეთეს დაიუნჯებ ჭირის დღისთვის (ტობ. 7-9). როგორ გავიგოთ ეს სიტყვები?
იყო ერთი ქრისტესმოყვარე კაცი, რომელიც ალექსანდრიაში ცხო-ვრობდა, იგი მდიდარი და ქველმოქმედი იყო და ჩვევად ჰქონდა, უხვად გაეცა მოწყალება ღვთისმსახურებისა და ღატაკებისათვის. და აი, ერთხელ ამ კაცს უბედურება ეწვია, ბოროტმა კაცმა ცილი დასწამა, რის გამოც, ქალაქის თავის ბრძანებით წაიღეს არა მარტო მისი ქონება, არამედ ცოლის, შვილებისა და სიმამრისაც კი. ღატაკთმოყვარე მდი-დარი გაღარიბდა, ეშმაკმა ამით ფრიად გაიხარა, რადგან კაცს ქვე-ლმოქმედებისათვის აღარაფერი ჰქონდა, მაგრამ იგი სიღარიბეშიც არ წყვეტდა მოწყალების გაცემას და ყოველთვიურად უკანასკნელი კა-პიკებითაც ეხმარებოდა ღარიბებს. გავიდა ასე ერთი თვე, მეორე, მო-ვიდა მესამეც. ღატაკები კვლავ მოვიდნენ და ქველმოქმედის მონას უთხრეს:
-უთხარი შენს ბატონს, რომ დღესაც რაიმე გვიწყალობოს ისე, რო-გორც ადრე აკეთებდა ამას.
მონა წავიდა, დანაბარებს თავისი სიტყვებიც დაამატა და ბატონს ჰკითხა:
-რატომღა აძლევ უკანასკნელ სარჩოს ღარიბებს? მერე რითიღა იც-ხოვრებ?
მოწყალემ უპასუხა:
-თუკი მათ არ დავეხმარებით, უფლის რისხვა დაგვატყდება, ამი-ტომ, ვიდრე ცოცხალი ვარ, უკანასკნელ ლუკმასაც გავუყოფ უქონელს.
და იცით რა მოხდა? უფალმა გადმოხედა თავის ერთგულ მონას და განსაცდელისაგან იხსნა. ღატაკთმოყვარე კაცი გამოცხადდა ქალაქის თავთან, უამბო თავისი გასაჭირი და სთხოვა, თავიდან გამოეძიებინა მისი საქმე. ქალაქის თავმა შეისმინა მისი ვედრება, ხელახლა გამო-იძია ყოველი და აღმოაჩინა, რომ მტრებმა ცილი დასწამეს უდანა-შაულო ადამიანს. მან ღატაკთმოყვარეს მთელი ქონება დაუბრუნა, მტრები კი, რომლებმაც იგი დაღუპეს და სიღატაკისთვის გაწირეს, მკაცრად დაისაჯნენ. ამბის დასასრულს ნათქვამია, რომ ყოველივე ეს კეთილი კაცის მოწყალების შედეგი იყო. მოდით, ჩვენც ღირსეულად დავითმინოთ განსაცდელი და უფლისაგან დიდ წყალობას ველო-დოთ.
ასე რომ, როგორ უნდა გავიგოთ ტობიას სიტყვები? უფალი ჩვენს მოწყალებას არასდროს დაივიწყებს და ამის გამო განსაცდელისგან გვიხსნის. ღატაკთმოყვარემ ეს ჭეშმარიტება კარგად დაამოწმა. იგი უფალს იყო მინდობილი, სიღარიბის მიუხედავად, მოწყალებას გას-ცემდა და უკანასკნელ კაპიკებს ურიგებდა გაჭირვებულებს. უფალი ხედავდა ამას და უკან დაუბრუნა დაკარგული ქონება. რითაც ყველას აჩვენა მისი უდანაშაულობა.
ნათელია, ძმებო, რომ ჩვენ, ჩვენს მიერ გაღებული მოწყალებით, განკითხვის დღისთვის ვაგროვებთ სიმდიდრეს. ამიტომაც, მუდამ გა-ვცეთ წყალობა და არ მოვიშალოთ ქველი საქმის კეთება. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II.