გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.
შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამი-ტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.
როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგად-გება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა.
შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.
მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გრთგუ-ნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე.
შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა, და-გაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას აღასრულებენ.
გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის – ეს ჩემგანაა. ჩემს ხელშია მატერიალური კეთილდღეობა შენი, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულე-ვია.
მინდა, რომ დარწმუნდე ჩემს ერთგულებაში. არ დავუშვებ, გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი – არ გწამდა ღმრთისაო!
ტანჯვას განიცდი ღამ-ღამობით? განშორებული ხარ ახლობლებს? გა-ხსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სულის სი-მშვიდე.
მოტყუვდი მეგობარში, ან ადამიანში, ვისთვისაც გული გიბოძებია? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მინდა, ყველაფერი ჩე-მთან მოგქონდეს ლოცვებში.
ცილი დაგწამეს? მომანდე ეს საქმე და იყავი ჩემთან, შენს თავშე-საფარში, რათა მტკიცედ დაუხვდე „ენის ყივილს". თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, შენი სამართლიანობა კი გახდება მსგავსი შუადღისა.
დაინგრა შენი გეგმები? სულით დაეცი და დაიღალე? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი გეგმებს და მომიტანე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ არ მინდა დამითმო, არ მინდა მე წარვმართავდე შენს ცხოვრებას, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალზედ მძიმეა ის შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი.
იგემე მოულოდნელი, ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? ეს ჩემგან იყო, რადგან მინდა, შენი სული და გული მუდამ ენთოს და ჩემი სახელით ამარცხებდე სულმოკლეობას.
დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და, სულმოკლეობის გამო, უნუგეშობასა და დრტვინვას მისცემიხარ? იცოდე – ეს ჩემგანაა, რადგან ამ წუხილით ვცდი ახლობლებისათვის შენი ლოცვის კადნიერების ძალას. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს?
მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ – დროებითმა ან უკურნებელმა და სარეცელს მიეჯაჭვე? იცოდე – ეს ჩემგან იყო. რადგან მინდა, უფრო ღრმად შემიცნო სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩასწვდე ჩემს განგებას, ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებულს, მოუდრიკე ქედი წყალობას ჩემსას შენს მიმართ.
ოცნებობდი, ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ნაცვლად ამისა სარეცელს მიჯაჭვული აღმოჩნდი? იცოდე – ეს ჩემგან იყო. წარმატებისას საქმეებში იყავი გართული და არ შემეძლო, წარმო-მემართა შენი ფიქრები ჩემსკენ. მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, იდგე ჩემს სამსახურში. მინდა გასწავლო შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ საკუთარ თავს ვერაფერში ენდობი.
ჩემი საუკეთესო თანამებრძოლნი, ძირითადად, ისინი არიან, ვინც ცოცხალ მოღვაწეობას მოწყვეტილა, რათა ესწავლათ ფლობა იარა-ღისა, განუწყვეტელი ლოცვა რომ ჰქვია.
უეცრად მოგიწოდეს მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობის დასაკავებლად? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რად-გან მათთვის გაკურთხა უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით.
გაძლევ ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე, შვილო ჩემო! ამ მირონით იყოს ცხებული ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოვე-ლი შეურაცხყოფა სიტყვითი, ყოველი მარცხი სამსახურში, გულის-წყვეტის გამომწვევი, ყოველი აღიარება შენი უძლურებისა და უუნა-რობისა.
გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!
ყოველი საწრეტელი შეხებისთანავე დაჩლუნგდება, რადგან გულში ჩაგითესე დღეს განცხადებული სიტყვები - ეს ჩემგან იყო!
მღვდელ-მონაზონი სერაფიმე ვირიცელი - 1937 წელი.