ქმარი ცოლის თავია, მაგრამ–არა ბატონი.
***
ქალი, როგორც ადამიანის ნეკნიდან აღებული, ახლოსაა მის გულთან და ქმრის გულში უპირველესი ადგილი უნდა ჰქონდეს მიჩენილი.
***
დედაკაცი ისეა, როგორც თანამგზავრი–პლანეტა, რომელიც თან ახლავს ქმარს, ამქვეყნიურ გზაზე, იგი გაუმრუდებელი სიმართლით უნდა უძღვებოდეს მის შინაურ ყოფას და მის ირგვლივ სათნოებისა და კეთილგონიერების მოკრძალებულ შუქს ჰფენდეს.
***
სიძულვილის ღირსია ქალი, რომელსაც შვილები ჰყავს და მაინც შეუძლია, მოწყინებაში იყოს.
***
მხოლოდ საშოში ტარება კი არ ხდის დედად, არამედ–შვილების კეთილად აღზრდა.
***
შენ შვილების ხორციელ მამად იწოდები: სულიერი მამაც იყავი.
***
თუ შვილების შობა შეძელი, მათი კრგად აღზრდაც უნდა შეძლო, რათა ღირსეულად ატარო მამის სახელი.
***
არ არსებობს აღზრდაზე უმაღლესი ხელოვნება. მხატვარი და მოქანდაკე მხოლოდ უსიცოცხლო ქანდაკებას ქმნის, ბრძენი აღმზრ-დელი კი ქმნის ცოცხალ სახეს, რომლის ცქერაც ღმერთსაც უხარია და ადამიანებსაც.
წიგნიდან – "სულიერი მდელო”