XX საუკუნის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მნათობის, მამა იუსტინეს ცხოვრება, იყო უწყვეტი ღვაწლი, ნასაზრ-დოები ღვთისა და მოყვასის უსაზღვრო სიყვარულით. მისი ცოცხალი რწმენა, შინაგანი ლოცვა და სოფლისაგან ფარული თვითჯვარცმა ახალ-გაზრდობიდანვე აისახებოდა მის სევდიან და განსულიერე-ბულ სახეზე და მისკენ უამრავ ადამიანს იზიდავდა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომელთაც არ გააჩნდათ რა მამა იუსტი-ნეს შესადარი საღმრთო მოშურნეობა, მისი სულიერი მოღვაწეობა ზედმეტობად ეჩვენებოდათ. ასე რომ, მამა იუსტინეს ცხოვრებაში კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ცნობილი ჭეშმარიტება, რომ მრავალი მწუხარება და განსაცდელი ელის მართალს ამ ქვეყნად, რამეთუ მისი წმიდა ცხოვრება მძიმეა და აუტანელი ამა სოფლის მსახურებისათვის. აი როგორ აღწერდა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ სოლომონ მეფე მართალთა მდევნელ ადამიანთა ფსიქოლოგიას: "საცდური დავუგოთDმარ-თალს, რადგან ჩვენთვის ტვირთია მხოლოდ და ჩვენი საქმეების წინააღმდომი, გვაყვედრის შეცოდებებს რჯუ-ლის წინაშე... აცხადებს, თითქოს ღვთის ცოდნა ჰქონდეს და თავის თავს უფლის ძეს უწოდებს. ჩვენი ზრახვების მამხილებლად გვექცა და დასანახადაც კი მძიმეა ჩვენ-თვის. რადგან მისი ცხოვრება არ მიაგავს სხვათა ცხოვრებას და განსხვავდება ბილიკნიც მისი.” (სიბრძნე 2.12-15)
თითქმის ყველა დიდი მამის ხვედრი ამ ქვეყნად ისეთია, რომ მათი ცხოვრება ადამიანებს ან აფხიზლებს, ან აღიზიანებს, ყოველ შემთხვევაში გულგრილს არავის ტოვებს. ამ გაგებით ისინი ჯერ კიდევ მიწიერ ცხოვრებაში არიან (შეად. 1 კორ. 6,2 იონ 3.19)
გასული საუკუნის 20-იან წლებში მამა იუსტინე მეგობრებთან, უმთავრესად ოქსფორდის მოწაფეებთან ერთად იწყებს ჟურნალ ”ქრისტიანული ცხოვრების” გამოცემას, რომელშიც ბავშვობის ასაკიდან სიმართლის-მოყვარე, ეხლა კი უკვე წმინდა მამიბისეული საღვთის-მეტყველო ცოდნით აღჭურვილი მოღვაწე-მონაზონი იუს-ტინე, მისი საყვარელი წმინდანების _ იოანე ოქროპირისა და სტუდიელი ბერების მსგავსად ღიად გამოთქვამდა საკუთარ, ზოგჯერ საკმაოდ მწვავე და კრიტიკულ აზრს, როგორც ეკლესიში მიმდინარე მოვლენების, ასევე ცალ-კეული საეკლესიო ორგანოებისა თუ პიროვნების შესახებ. მაგალითად, იგი არ ეთანხმებოდა სერბეთის ეკლესიის მღვდელმთავრთა კრებების რიგ რეფორმატორულ გადა-წყვეტილებებს, მიღებულთ იმჟამინდელი კონსტანტინე-პოლელი პატრიარქების მიერ და მათ მიერვე მოწვეულ "სრულიად მართლმადიდებელთა კონგრესებს,” მიანიშ-ნებდა იმ უდიდეს საფრთხეზე, რომელსაც პაპისტური და უნიატური პროპაგანდა უქადდა მართლმადიდებელ ეკლე-სიას.
ეკლესიისთვის მტკივნეული საკითხების განხილვისა და შეფასებისას ჟურნალის რედაქტორის, მღვდელ-მინაზონ იუსტინეს, წერილებში გაისმოდა არა მხოლოდ "კრიტიკა” (რაშიც მას შემდგომში ზოგიერთი არაკეთილ-მოსურნე ადანაშაულებდა), არამედ ეს იყო უმთავრესად მართლმადიდებლური შეფასება იმ დროისა და მოვლენებისა, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება და მოღ-ვაწეობა. იყო ძმური და მამა-შვილური გაფრთხილებები, იყო თხოვნა-მუდარა, იყო მხარდაჭერაც შექებაც, როცა ამას საჭიროება მოითხოვდა. იმდროინდელ პუბლიკაციებს დღემდე არ დაუკარგავთ აქტუალობა, რამეთუ განმსჭვა-ლული არიან წმინდა მამებისეული თავისუფალი სულით, ქრისტეს ეკლესიის სიყვარულითა და ადამიანთა ხსნის დიდი სურვილით. "ადვილია იყო კათოლიკე _ პაპისტი, _ წერდა მამა იუსტინე მაშინ_კიდევ უფრო ადვილია იყო პროტესტანტი, მაგრამ ძნელია, ძალიან ძნელია იყო მართ-ლმადიდებელი, რამეთუ იყო მართმადიდებელი ნიშნავს იყო განუწყვეტელ ღვაწლში ადამიანიდან ღმერთ-კაცობრივ სიმაღლისკენ მიმავალ გზაზე...”
მაგრამ ეკლესიის ზოგიერთ მსახურს (მაღალჩინო-სანთა ჩათვლით) მისი საქმიანობა სულ უფრო აღიზი-ანებდა. გახშირდა უკმაყოფილო ხმები "ქრისტიანული ცხოვრების” და მისი რედაქტორის მისამართით. აი, რას წერდა მამა იუსტინე იმ პერიოდში: "ბევრი მკითხველისთვის სიხარულისა და კურთხევის მომტანი "ქრისტიანული ცხოვრება” ზოგიერთისათვის ლანძღვის ობიექტად იქცა. მაგრამ, რომ არა ეს უკანასკნელნი, "ქრისტიანული ცხოვრება” არ იქნებოდა ქრისტიანული, იმიტომ რომ რაც ქრისტიანულია _ "დაბრკოლების საგანია”. "ქრისტიანულმა ცხოვრებამ” იცის რაც სურს. ხოლო სურ მას ის, რაც სურს წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. ამიტომაა, რომ მან შეაშფოთა ისინი, ვისი სურვილებიც, თუნდ ნაწილობრივ, მაგრამ მაინც სხვაგვარია... მართმადიდებელი ეკლესია იმდენად წმინადაა, ზებუნებრივი და მადლმოსილია, რომ ყოველივე ეკლესიურს "შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით” უნდა მივეახლოთ, რამეთუ თავად ქრისტე მაცხოვარს მივეა-ხლებით... ჩვენ ვქადაგებთ არა საკუთარ თავს, არამედ უფალ იესო ქრისტეს წმინდა მამების მეშვეობით. ამიტომაა, რომ "ქრისტიანული ცხოვრება” ვერ შეიყვარეს მათ, ვინც საკუთარ თავს ქადაგებს, ვინც ცდილობს მიიტაცოს წმინდა მამების ადგილი, ვინც მარადის ქედს უხრის დროის სულს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესიაში ყველაზე კარგად წმინდა მამები აზროვნებენ, რამეთუ ისინი აზროვნებენ სულიწმინდით... არიან ისეთებიც, რომ-ლებიც ეკლესიაში რეფორმებისკენ მოუწოდებენ და ვერ ხვდებიან, თუ რა დამღუპველია მართმადიდებელი ეკლე-სიისთვის დროის სულისკვეთების შესაბამისი ცვლი-ლება... რეფორმების იმედზე ის ადამიანია, რომელიც გა-ნუდგა ჩვენს შეუცვლელ წმინდა მამებს და მოღვაწეებს, ვინც დაავადდა ზედაპირული დასავლური რეფორმიზმით, ვინც დაივიწყა მცნება: "და ნუ თანახატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუნისაითა, რაითა გამოიცადოთ თქუენ, რაი იგი არს ნებაი ღმერთისაი: კეთილი, სათნო და სრული” (რომ 12.2)
ასეთი შეუვალი პოზიციის გამო მამა იუსტინეს უსიამოვნებები ელოდა. ერთხელ რამდენიმე ცნობილმა ეპისკოპოსმა წმ. სინოდის სასამართლოზე მისი წარდგე-ნაც კი მოინდომა, რადგან მის სტატიებში მხილების ობიექტში საკუთარი თავი შეიცნო. მაგრამ პატრიარქმა დიმიტრიმ თავს იდო მამა იუსტინეს დაცვა, განუცხადა რა იერარქებს, რომ ყოველივე რაც დაიწერა მის სტა-ტიებში სიმართლეა და მამა იუსტინე სასამართლოსაგან გაათავისუფლა. უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქ დიმიტ-რის მეტად უყვარდა მღვდელმონაზონი იუსტინე და აფა-სებდა მას. ერთხელ, თურმე, უხმო და სიყვარულით უთხრა: "იცი, შვილო, შენ კარგი მონაზონი ხარ და ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ცოტა ნაკლები უნდა წერო, რადგან შენი კალამი ძალიან მახვილია და ზოგიერთები ამაზე ბრაზდებიან.”
მაგრამ პატრიარქ დიმიტრის კეთილგანწყობას, ცხადია, არ შეეძლო ხელი შეეშალა იმისთვის, რომ ქრისტეს კიდევ ერთი ერთგული მსახურის ცხოვრებაში ასრულებულიყვნენ საოცარი სიტყვები: "სიმართლე ამ სოფლად ტანჯვითა და მწუხარებით დააბიჯებს.” მოციქულთა დროიდან დღემდე უფლისკენ ვიწრო გზით მავალ ყველა ადამიანს ხელისშემშლელი და მოწინააღ-მდეგე ყოველთვის მრავლად ჰყოლია. ღვთიური სიკეთე შეაურვებს და მოწყლავს ყველას, ვინც მზად არ არის მსხვერპლი გაიღოს მისთვის. ამიტომ ღვთისათვის მოშურ-ნე ყველა ადამიანის ხვედრია ჯერ გარშემომყოფთა წინა-აღმდეგობა და ბოლოს დევნა. ასე მოხდა მამა იუსტინეს ცხოვრებაშიც. სულ მალე ის ფორმალურად "გადა-იყვანეს”, სინამდვილეში კი განდევნეს პრიზრენში. ამით მიღწეულ იქნა მამა იუსტინეს არაკეთილმოსურნეთა უმთავრესი მიზანი, _პრიზრენში პირობების არარსებობის გამო შეწყდა ჟურნალ "ქრისტიანული ცხოვრების” გამო-ცემა. "ადამიანი დამიანს დევნის, მატლი-მატლს-წერდა მამა იუსტინე მაშინ, რა არის ამაში საგანგაშო? არაფერი.” იგი არც ჟურნალის დახურვის გამო მწუხარებდა, თუმცა დარწმუნებული იყო საკუთარი მართლმადიდებლური პოზიციის დაცვის აუცილებ-ლობაში: "მე ვალდებული ვარ დავიცვა გზა, რომელზეც ვდგავარ, რადგან ეს არა ჩემი, არამედ ქრისტეს გზაა. მან გაგვიკვალა და უვნებელყო იგი. ესე პირველი და ერთადერთი გზა დედამიწის აყროლებული უფსკრულიდან კეთილსურნელოვანი მწვერვალების ზეცისაკენ. ყველა სხვა გზა გამოუვალ საშინელებათა რგოლად იკვრება. ქრისტეს გზა სულიწმინდითაა დაცული მართმადიდებელ ეკლესიაში წმ. მამების მიერ... თუ მე ვარ იონა სერბეთის ეკლესიის ხომალდზე, მაშ გადამაგდეთ ზღვაში, ოღონდ ჩადგეს ქარიშხალი, ოღონდ გადარჩეს ხომალდი. მე კი, შესაძლოა, რომელიმე სტუმართმოყვარე ვეშაპი შემი-ფარებს საკუთარ მუცელში და როცა საჭირო იქნება ნაპირზე გადამისვრის... უფლისათვის დათმენილი მწუხა-რება უდიდესი მადლია. რაც უფრო მეტად განსაცდელი ებრძვის ჩემს რწმენას, მით უფრო ღრმად იძირება იგი ჩემს გულში. მწუხარება ქრისტიანისათვის განწმენდაა, სულის გაზაფხულია, განახლება, გაახალგაზრდავება... მართმადიდებლობისათვის ბრძოლაში კაცთმოთნე არასო-დეს ვყოფილვარ, რადგან ყველაფერთან ერთად ადამი-ანთა გულის მოგებაზეც რომ მეფიქრა, ქრისტეს უკანასკნელი მსახურიც არ ვიქნებოდი. განუწყვეტლივ ვრწმუნდები, რომ მხოლოდ წმინდა მამებისეული აზრთა წყობის შეთვისებითაა და მართმადიდებლობის მოღვაწეო-ბრივი გაგებით არის შესაძლებელი ჩვენი მკვდარი, პარალიზებული ეკლესიური გრძნობის გაცოცხლება...”
1929 წელს კარლოვაცის სასულიერო სემინარიის რექტორის გარდაცვალების შემდეგ, წმ. სინოდის გადაწყვეტილებით, მამა იუსტინე რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. შემდგომში ის იხსენებდა, რომ თავადაც სურდა სემინარიის რექტორობა, მაგრამ არა პატივის და დიდების მოყვარეობისთვის, არამედ რათა უკეთ მოეხდინა მომავალ ღვთისმეტყველთა ცხოვრების და შრომის ორგანიზება სერბეთის ეკლესიის სასიკეთოდ. მაგრამ სულ რამდენიმე თვეში სემინარიის რექტორად დანიშნულ იქნა ქალთა გიმნაზიის პროფესორი ბელ-გრადიდან, საკუთარი აზრებითა და შეხედულებებით მამა იუსტინესა და სემინარიის პედაგოგთა უმრავლესო-ბისაგან სრულიად განსხვავებული პიროვნება. მთელ რიგ საკითხებში მართლმადიდებლებსა და ჩინოვნიკ რექტორს შორის არსებული უთანხმოებანი სემინარიის სტუდენტთა ორ ჯგუფად გაყოფის მიზეზი გახდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ახალმა რექტორმა მამა იუსტინეს ერთგული მოსწავლეების სემინარიიდან განდევნა დაიწყო. ძლიერთა ამა ქვეყნისათა კონფლიქტში რექტორის მხარე დაიჭირეს, მამა იუსტინე ახლა უკვე კარლოვაცის სემინარიიდან გააძევეს და უცხოეთში მისიონერად მივლინებული ეპისკოპოსის თანაშემწედ განაწესეს.
მამა იუსტინეს ცხოვრებაში იყო შემთხვევა, როცა ქრისტეს აღმსარებლობამ იგი საერო სასამართლოს წინაშე წარადგინა. ერთმა ბელგრადელმა ათეისტმა დრაგოლიუბ დომიანოვიჩმა გამოსცა წიგნი სახელ-წოდებით "იესუ ნაზარეველის ცხოვრება.” ჟურნალ "ქრის-ტიანულ აზრში” გამოქვეყნებულ რეცენზიაში მამა იუსტი-ანემ მას "ავაზაკის ნახელავი” უწოდა და ამხილა მისი არამეცნიერული, ანტიქრისტიანული შინაარსი. ღირსება-შელახულმა ავტორმა მას სასამართლოში უჩივლა. საპა-სუხო სიტყვა სასამართლოზე მამა იუსტინემ შემდეგი სი-ტყვებით დაიწყო: "ბატონებო, მართალია ბატონი დომი-ანოვიჩი უარყოფს უფალ იესო ქრისტეს და მისი წმინდა სახარების ჭეშმარიტებას, მაგრამ დღეს ჩვენს თვალწინ კვლავაც სრულდება ქრისტეს წინასწარმეტყველება: "ეკ-რძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდნენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ და წინაშე მთავართა და მეფეთა მოგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებლად მათდა და წარმართთა.” (მათ 10 17-18) აი, როგორ ავლენს ქრისტეს სახარება დღემდე საკუთარ ჭეშმარიტებას... მე კი, გარწმუნებთ, არანაირი ამქვეყნიური განჩინება არ მაშინებს, თვინიერ ღვთის გა-ნჩინებისა. თუ საჭიროება მოითხოვს ვევნო ჩემი უფლისათვის, მზადა ვარ სიხარულით...” სასამართლომ გაამართლა მამა იუსტინე.
1935-37 წლებში სერბეთის მთავრობა ცდილობდა რომ-ში ხელმოწერილი კონკორდატის რატიფიცირებას, რაც სერბეთის ეკლესიას, ფაქტობრივად, რომის დაქვემდე-ბარებაში… მოქცევას უქადდა. მაგრამ სერბი ერის შემა-რთებისა და უწმინდესი პატრიარქის ბარნაბას აღმსარებ-ლობის წყალობით აღნიშნული გეგმები ჩაიშალა. პაპი-სტური აგრესიის წინააღმდეგ ამ ბრძოლაშიც მამა იუს-ტინე ეკლესიის დამცველთა წინა რიგებში მოგვევლინა. საკუთარი უკომპრომისო პოზიიციის გამო მან ურთი-ერთობები გაიფუჭა არაერთ საეკლესიო თუ საერო მაღა-ლჩინოსანთან, რამეთუ საღრმთო საქმეზე წინ კაცთა მავნებლობას არასოდეს აყენებდა.
მონასტრის ნეტარ მყუდროებას სიყრმიდან დანა-ტრებული, მაგრამ ღვთის განგებით ამასოფელში მოცი-ქულებრივი ღვაწლის მტვირთველი მამა იუსტინე გრძ-ნობდა და ძლიერ განიცდიდა აურაცხელი შფოთით აღ-სავსე თავისი დროის ტრაგიზმს. აი, რას წერდა იგი სკოლის მეგობარს ომის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე: "აქ, ბელგრადში, თავს ვგრძნობ, როგორც იონა ვეშაპის მუცელში. სრულებით არ არის მარადისობის ჰაერი. სულის ფილტვები ლამისაა დაშრიტოს. ვიღაცის ხელები გავარვარებულ ნაკვერჩხლებს აყრიან ქრისტეს ქორფა ყლორტებს ყველასაგან დატევებულ უფლის ვენახში. ამის მხილველი წმინდა საბა ზეცას ტირილით შეძრავს. ჩვენ კი უფრო მეტად ვტირით, რამეთუ მიწაზე ვცხოვრობთ... უფალმა მოგვმადლა ყველაზე ძლიერი იარაღი- ლოცვა. აი, რა გვჭირდება დღეს ისე, როგორც არასდროს.”
გერმანული ოკუპაციის წლებში (1941-45) დახურულ იქნა ბელგრადის უნივერსიტეტი, სადაც მამა იუსტინე ლექციებს კითხულობდა, იგი თავს აფარებდა სხვადასხავა მონასტერს, სადაც წმ. მამების ცხოვრებისა და ნაშრომების თარგმნით იყო დაკავებული 1944 წელს იუგოსლავიის არმიის გენერალმა დრაგოლიუბ მიხაი-ლოვიჩმა თხოვნით მიმართა მამა იუსტინეს წერილობით გადმოეცა მართლმადიდებლური შეხედულება მთავრობი-სა და ეკლესიის ურთიერთობაზე
"ჯერ არს მორჩილება ღვთისა და არა კაცთა” (საქმე 5.29) ამ კეთილ უწყებაში გადმოცემულია არსი ეკლესიის ყველა კანონისა და დოგმატისა, _ წერდა მამა იუსტინე, საერო ხელისუფლებას უნდა დავემორჩილოთ მანამ, სანამ ის საღმრთო წესრიგის მცველია ამ ქვეყნად, სანამ ის ღვთის მსახურია და ცხოვრებაშიც, როგორც ღმერთის მსახური ისე იქცევა... მაგრამ თუ ხელისუფლება გა-ნუდგება ღმერთს და მოქმედებას იწყებს ღვთის საწინა-აღმდეგოდ, მაშინ ის თვით ძალადობის განსახორციე-ლებლად იქცევა და ეს ხელისუფლება არის უკვე არა ღვთისაგან, არამედ ეშმაკისაგან... ”
1945 წელსხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ მამა იუსტინეს ხმა გაუვრცელეს, თითქოს ის ჭკუიდან შეიშალა, უნივერსიტეტიდან გაანთვისუფლეს და დააპატიმრეს. 1946 წლამდე იგი ბელგრადის ციხეში იმყოფებოდა. მას, როგორც ხალხის მტერს დახვრეტას უპირებდნენ, რისგანაც პატრიარქმა გაბრიელმა იხსნა. პატიმრობიდან განთავისუფლებული თავშესაფარს ხან ერთ, ხან მეორე მონასტერში პოულობდა მხოლოდ მცირე ხნით, რადგან ვერავინ ბედავდა დევნილი არქიმანდრიტის თავისთან დიდი ხნით გაჩერებას. ბოლოს, 1948 წელს, იღუმენია სარას მიწვევით მამა იუსტინე ჩელიეს დედათა მონასტერში დასახლდა აქ ცხოვრების წლებში არ შე-მწყდარა მასზე თვალთვალი, მამა იუსტინეს პერიო-დულად იბარებდნენ უშიშროების ორგანოში, აკონტრო-ლებდნენ მის ყოველ გადაადგილებას და სანაცნობო წრეს.
მამა იუსტინე ძლიერ განიცდიდა სერბეთში მომხდარი გარდაქმნების შედეგად ეკლესიის ერთგულ შვილთა მდგომარეობას, რომელთაც უმეტესწილად, არ ეძლეოდათ ღვთისმსახურებაზე დასწრებისა და საეკლესიო საიდუმ-ლოებებში მონაწილეობის უფლება. 1960 წელს იგი წერდა მხურვალე მონიფესტს "სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია კომუნისტურ იუგოსლავიაში, ”სადაც სააშკა-რაოზე გამოაქვს იუგოსლავიაში მართლმადიდებელთა დევნის ფაქტები ამ წერილის გამოქვეყნების მომენტიდან _ წერდა იგი _ ჩემთვის მთელ იუგოსლავიაში გაიღება ყველა ციხე და დილეგი, ყველა კატორღა, სიკვდილის ყველა ბანაკი. მაგრამ სანამ იქ გავემგზავრებოდე მხურვალეთ ვთხოვ ჩვენს ღვთისმებრძოლებსა და ქრისტესმებრძოლებსა და ქრისტეს მოძულეთ: თქვენი ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლ დიქტატურის ალქიმიურ ლაბორატორიაში ათასჯერ გადამამრავლეთ და თითოეული ჩემგანი გაგზავნეთ ყოველ თქვენს ციხეში მარადიული კატორღაზე, ყოველ თქვენს დილეგში მარადიულ პატიმრობაში, ყოველ თქვენს სიკვდილის ბანაკში მარადიული სიკვდილისათვის და მე სიხარულით ყოველდღე ათასჯერ მოკვდები იქ ჩემი ერთადერთი უფლისა და ღმერთის იესუ ქრისტესათვის...” წლების შემდეგ დიონისიატის ბერძნული მონასტერის იღუმენი გაბრიელი ასე იხსენებდა მამა იუსტინეს განსაც-დელებითა და მწუხარებით აღსავსე ცხოვრებას: "წმიდა მონასტერის ოთხ კედელში გამოკეტილმა შენც დაამოწმე ნეტარ პავლესთან ერთად: ”რომელსა შინა ძვირს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძვირის მოქმედი; არამედ სიტყვაი იგი ღმერთისაი არა შეკრულ არს; (2 ტომ 2,9)
რამეთუ შენი "მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება” და ბრძნული დარიგებანი ქვეყნის დასასრულამდე დაამოწმებენ, რომ "... ყოველი რომელი შობილ იყოს ღვთისაგან, სძლევს სოფელსა და ესე არს ძლევაი, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოებაი ჩვენი” (1 იოან 5.4). დასასრულ, შენ იტვირთე ყველაზე დიდი სიმძიმე თავდასხმა შენიანებისაგან, _ რათა შენზე ახდენილიყო ღვთის სიტყვა მაუწყებელი იმისა, რომ ჩვენი ცხოვრების მტერი, როგორც კი შეუძლია, რჩეულს ქუსლში მოწყლავს და რათა კიდევ ერთხელ დადას-ტურებულიყო ბრძნული ანდაზა, რომ მაღალ მთებს მრავალნი ქარნი ეკვეთებიან.” მამა იუსტინემ ჩელიეს მონასტერში სიცოცხლის ბოლომდე ფაქტიურად წინა-პატიმირობაში დაჰყო. ის იყო დედების მოძღვარი. ყო-ველდღე მსახურობდა წმ. ლიტურღიას, შრომობდა საკუ-თარ თხზუ-ლებებსა და თარგმანებზე. გარდაიცვალა 1978 წელს, ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე.
დავით ჯინჭარაძე
მიხეილ თოფურია
ნიკოლოზ დარდაგანიძე