სიტყვა პატერიკიდან
როდესაც ვინმე მძიმედ შესცოდავს, ჩვენ, ჩვეულებისამებრ, ამის გაგებისთანავე ვიწყებთ ცოდვილის განსჯას, ყვედრებას, განქიქებასა და დაცინვას და მზად ვართ ეს ამბავი ყველას ვახაროთ. კარგია ეს? არა-რადგან განკითხვის ცოდვა ყველაზე მეტად სძულს უფალს და უყვარს ჩვენს მტერს-ეშმაკს. ამიტომ, დაცინვით, ყვედრებითა და განქიქებით კი არ უნდა მოვეპყრათ ცოდვილს, არამედ სახარე-ბისეული სიყვარულით, თანაგრძნობით, მისი გამოსწორების მხურ-ვალე სურვილით.
ერთხელ სენაკებიდან გამოსული ბერები ერთად შეიკრიბნენ და ღვთივსათნო საქმეებზე დაიწყეს საუბარი. ამ დროს რამდენიმე გა-მოცდილ ბერს ორი ანგელოზი გამოეცხადა, რომელთაც ყველა ის ბერი შეაქეს, ვინც რწმენასა და ღვთისმოსავობაზე ლაპარაკობდნენ. ანგელოზების შესახებ არავის უთქვამს რამე. როდესაც მეორედ შეიკრიბენ ბერები და იმავე საკითხზე საუბრობდნენ, იმსჯელეს ცოდვილ ძმაზეც, მაშინ ბერებმა ანგელოზების ნაცვლად საშინელი, მყრალი ეშმაკები იხილეს, მიხვდნენ შეცოდებას და თანამოძმეებს ხილვის შესახებ უამბეს.
ამრიგად, კი არ უნდა დავცინოთ ცოდვილს, კი არ უნდა ვაყ-ვედროთ და განვსაჯოთ იგი, არამედ, შევწუხდეთ მისი ცოდვების-როგორც საკუთარი თავის გამო და არა მხოლოდ ვიწუხოთ, არამედ გონს მოვიყვანოთ იგი. მართლაცდა, განა შესაბრალისი არ არის ცოდვილი? მან ხომ შეურაცხყო უფალი, ეშმაკის ხელში ჩავარდა და სულს სამუდამოდ ღუპავს. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევასრულოთ ქრისტეს მცნება მოყვასის სიყვარულის შესახებ, ვალდებულები ვართ, დავანახოთ ცოდვილს მისი საშინელი მომავალი, კაცობრიობის მტერს ხელიდან გამოვგლიჯოთ და განვკურნოთ მისი ცოდვისმოყვარე სული. ცოდვილის მიმართ ამგვარი სიყვარული ხომ თავად უფალმა გვაჩვენა, როდესაც ბრძანა: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არა-მედ სნეულთა. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცო-დვილთა სინანულად (მარკ. 2,17).
მაშ, ცოდვილთათვის ვიყოთ არა მსაჯულები, არამედ მომთმენი მასწავლებლები, აღვივსოთ სიყვარულით, ვიფიქროთ მათზე, რო-გორც განსაცდელში მყოფებზე და მათი გადარჩენისათვის ის გავა-კეთოთ, რასაც უფალი გვასწავლის. უფალმა სასიკვდილოდ გაწირა თავი ჩვენი ცოდვებისაგან გამოხსნისა და მოყვასის სიყვარულის გამო. იქნებ მან ინებოს ცოდვილთა გონზე მოყვანაც და თუკი ეს მოხდება, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს ჩვენთვის?! იაკობ მოციქული ამბობს: ძმანო, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის შესც-თეს ჭეშმარიტებისაგან და ვინმე მოაქციოს იგი, უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იჴსნეს სული თვისი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაჲ (იაკ. 5, 19-20).
„სვინაქსარი". ტომი II.