სიტყვა პატერიკიდან მონაზონ დანიელზე, რომელმაც მოკლული აღადგინა
ბოროტებით აღვსილი ხალხი სიფრთხილით ჩადიან ავ საქმეებს. ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული არავის უნახავს და პასუხისმგებლობისაგან თავისუფალნი არიან. მაგრამ ასეთნი სასტიკად ცდებიან. ყოვლისმხილველი და სამართ-ლიანი უფლის რისხვას ისინი ვერ გაექცევიან. უზენაესი დამნაშავეს მაინ იპოვის და დასჯის. ხოლო უდანაშაულოს გაამართლებს.
ერთხელ ღირსმა მამა დანიელმა დაინახა, რომ რამდენიმე კაცს ერთ-ერთი ბერ-მონაზონი შეეპყრო. იგი მივიდა ტუსაღთან და ჰკითხა:
-რისთვის შეგიპყრეს?
ბერმა უპასუხა, რომ მას ადამიანის მოკვლაში ადანაშაულებდნენ, რაშიც ბრალი არ მიუძრვოდა და მეტიც, ამ მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა. მაშინ მამა დანიელმა ჰკითხა:
-სად არის მოკლული?
მას აჩვენეს მიცვალებული. დანიელი მივიდა მასთან და ყველას სთხოვა-ელოცათ. შემდეგ ხელები ზეცად აღაპყრო და გარდაცვლილი მკვდრეთით აღსდგა. ამბა შეეკითხა მას:
-მიპასუხე, ვინ მოგკლა?
მკვდრეთით აღმდგარმა ყველას გასაგონად წარმოსთქვა:
-ეკლესიაში ერთ მსახურს შესანახად დიდძალი ოქრო მივაბარე, მან მომკლა და მონასტრის კართან დამაგდო. გევედრებით, გამოართვით ჩემი ოქრო და მიეცით ჩემს დაობლებულ შვილებს.
ამის შემდეგ დანიელმა მიუგო:
-ახლა იძინე, ვიდრე უფალი უკანასკნელ ჟამს არ აღგადგენს.
ამ ამბავს ვერაფერს დავუმატებთ, ყველაფერი ხომ თავისთავად გასაგებია და ცხადია.
ასე რომ, ბოროტო ცოდვილებო, ნუ ფიქრობთ, რომ არავის დაუ-ნახავს, რაც ჩაიდინეთ და ამიტომ არ დაისჯებით. თუნდაც ადამი-ანთაგან არავინ იყოს მხილველი თქვენი დანაშაულისა, ყოვლის-მხილველი, სამართლიანი უფალი ხედავს ყველაფერს და აუცი-ლებლად გაზღვევინებთ. წმინდა წერილი ამბობს: უფალმან რისხ-ვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი (ფსალმ. 20,10), და მათ დღეთა შინა ეძიებდენ კაცნი სიკუდილსა და ვერ პოონ, და ჰსუროდეს მოკუდომად და ივლტოდის მათგან სიკუდილი და შესთხინენ იგინი სახუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ (მათ. 13,42). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II.